12.08.2011

ქრისტეს ნათქვამი ევროპელთა თვალით:

  
იესო ლოცულობს
გეთსიმანიის ბაღში
ჯერ როგორ  უყურებდა თავის თავს ქრისტიანი:
   ის თვლიდა რომ ადამიანს აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა და ღირებულება,რომ ის არ იყო პატარა და შემთხვევითი ნაფოტი ქმნადობისა და გაქრობის ნიაღვარში.


  ის თვლიდა რომ სამყარო მიუხედავად სიბეჩავისა და ბოროტების არსებობისა სრულყოფილია,რომ არსებობს სახელგანთქმული თავისუფლება და ამდენად ბოროტესაბაც ეძლეოდა მნიშვნელობა.
   ის თვლიდა რომ ადამიანს აქვს განსაკუთრებული ცოდნა აბსოლუტური ღირებულებების შესახებ რაც მას აძლევდა მისთვის უმნიშვნელოვანესის ადექვატური ცოდნის საშუალებას.
  ასეთი დამოკიდებულება ადამიანს არ აზიზღებდა საკუთარ თავს. არ აძულებდა სიცოცხლეს,არ აგდებდა სასოწარკვეთილებაში.

   ეს იყო ძლიერი წამალი პრაქტიკული და \თეორიული ნიჰილიზმის წინააღმდეგ. 


    პროგრესის შედეგად თანამედროვე ადამიანმა დაკარგა ღმერთის რწმენა და თავი წარმოიდგინა უტვინო,უგულო და უზნეო სამყაროში შემთხვევით გაჩენილ რატომღაც გონიერ უდღეურ  არსებად.


   ეს წარმოდგენაა პრაქტიკული და თეორიული ნიჰილიზმის წყარო.


  თანამედროვე ნიჰილიზმის არსია იმის თქმა რომ ყველაფერი უაზრო და ამაოა და მთავარია ეს არსებობა გაათრიო რისთვისაც ხელი უნდა სტაცო ყველაფერს რაც კი ხელთ მოგხვდება,სტაცო და არ გაუშვა. რატომ, რისთვის,რეიზა უნდა გავისარჯო? აი თანამედროვე კაცის პირველი კითხვა.


   ამის უკიდურესი და ყველაზე საშინელი ფორმაა დაჯერება იმისა რომ არსებობა როგორც ასეთი უაზრო და უმიზნო და გარდაუვალად და მარადიულად ბრუნდება არარაობაში.ასეთი არ ყოფილა


  ესაა ნიჰილიზმის ექსტრემალური ფორმა-მარადიული არარაობა, უაზრობა!
  ასეთი ნიჰლიზმის ატმოსფეროში უფრო ძლიერი და უფრო გონიერი უფრო სუსტს უნდა უყურებდეს მხოლოდ როგორც მისი ბედნიერების აგებისთვის აუცილებელ მასალას. სიამოვნება,თავგადასავლები,აღვირახსნილობაც კი მხოლოდ ძლიერებისთვისაა. 


   წესი, საქმიანობა,ზომიერება, მტკიცე შეხედულებები ჯოგისთვისაა. ესაა ჯოგის ღირსებები და სათნოებები. 
ჯვარცმა, გუსტავ
დორეს სურათები


   ნიჰილიზმის მიზეზები: 1. უმაღლესი ჯიში, ანუ განსაკუთრებულად ნაყოფიერი და ძლიერი სახეობა აღარ არსებობს. ასეთად თვლიდნენ ნაპოლეონს რომელზეც ამყარებდნენ საუკუნის თითქმის ყველა უმაღლეს იმედს.
    2. მდაბალი ჯოგი კარგავს მოკრძალებას და თავმდაბლობას და მის მოთხოვნილებებს თვლის კოსმიურ და მეტაფიზიკურ ღირებულებებად. 


   ამით ვულგარიზებულია მთელი არსებობა ვინაიდან მმართველი მასა აბეჩავებს განსაკუთრებულ ადამიანებს.აკარგვინებს მათ საკუთარი თავის რწმენას და უბიძგებს ნიჰილიზმისკენ. 


   ეს უნდა იწვევდეს მაღალი რანგის ადამიანთა დამდაბლებას...//ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ წიგნაკში "ფრიდრიხ ნიცშე,ევროპული ნიჰილიზმი,თარგმნა ანრი ალბერმა,შენიშვნები დაურთო ჟერომ სოლალმა,პარიზი, 2011//.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ასეთი არ ყოფილა ქრისტიანობა და დავუბრუნდეთ მას.


 "ხოლო მეექვსე საათიდან 9 საათამდე სიბნელე დადგა მთელ დედამიწაზე.
დაახლოებით მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: ელი! ლამა საბაქთანი? ეს არის: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო,რატომ მიმატოვე? //მათე , 27 45-46//.
               
   ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ადგილებია იესოს ეს ბოლო მოთქმა სიკვდილის წინ და მისი აღდგომა.


  იესომ განიცადა ყველაზე რადიკალური მიტოვებულობა და  უძლიერესი ტანჯვა. ის ყვირის, ის ითხოვს შველას და მას ესმის მხოლოდ მისი საკუთარი ხმის ექო.


   ალბერტ კამიუ ბევრად უფრო გვიან იტყვის რომ აბსურდი ჩნდება ადამიანის მოწოდებისა და სამყაროს უგუნური დუმილის დაპირისპირებიდან. კამიუ ათეისტი იყო და იესო ნამდვილად არ განიცდიდა არსებობის აბსურდულობას.
   მაგრამ ეს ორი ერთდება იმიტომ რომ ყოველ ადამიანს განუცდია უკიდურესი აბსურდულობა და უკიდურესი მიტოვებულობა.
   ყოველ \ჩვენთაგანს განუცდია ყველაზე აბსოლუტური მარტოობა,წყვდიადი  რომელსაც არ ანათებს არანაირი სინათლე. როდესაც ხსნის და ბედნიერების ყველა გზა წაშლილია ქვიშაში.

   ამ სიცარიელეში დგება დრო საკუთარ თავში ვეძებოთ ის რის აღებასაც ჩვენ გარეთ ვართ ჩვეული. . ესაა სიკვდილი გარე გზისთვის,რელიგიისთვის,
ტრადიციისთვის,სწავლა-განათლებსთვის,ლიდერობისთვის და ხელახლა გაჩენა შინაგანი გზისთვის.
   ამ გაგებით ვიღაცას შეიძლება ვუსურვოთ მისი ჯვრის პოვნა და მასზე სიკვდილი.
  იესოს სიკვდილი მის ჯვარზე ამ თვალსაზრისით არის საყოელთაო სიმბოლო და სიბრძნე. და მისი ყვირილი დაუძლევლად მოუწოდებს ჩვენს სიყვარულს.


      აქტუალურია ეს ყვირილი.


   რომელი თუნდაც ყველაზე ღრმად მორწმუნე არ განიცდის შფოთს თავისი ღმერთის გამო? ეს შფოთი იბადება ღმერთის სიშორიდან,მისი გაცლიდან,მიტოვებისგან,რაც იქნება ყველაზე საშინელი. ყოველ მორწმუნეს ეშინია რომ ღმერთი მას აღარ ეწვევა,აღარ უპასუხებს მას. მას სტანჯავს ეს შიში.


   მაგრამ თანამედროვე ადამიანი უფრო ძლიერად განიცდის ამ შიშს ვიდრე გასული ათასწლეულების ადამიანები თუნდაც დიდი ეჭვების მომენტებში. იესოს ყვირილი განა მთელი კაცობრიობის ყვირილად არ გადაიქცა?
   მამა რომელსაც ის უხმობს და რომელიც მას აღარ უპასუხებს,მაგრამ სტოვებს მარტო,განა ეს არაა წინათგრძნობა ჩვენი მდგომარეობისა როდესაც ჩვენ მარტოკებმა უნდა ვიკისროთ ჩვენი არსებობა როგორც  გარდაცვლილი ღმერთების მემკვიდრეებმა?


   კაცობრიობა რომელმაც თითქოს შეინარჩუნა კავშირი თავის ღმერთებთან გარდაუვალად შორდება მათ სამყაროზე მისი პასუხისმგებლობის ზრდის კვალდაკვალ. ასე სტოვებს ის რელიგიას,თუმცა გარეგნულად ეს ასე არაა.


   ესაა სრულიად არნახული მომენტი. ადრე ახალი ღმერთები ცვლიდნენ ძველებს,ეხლა ადამიანები რჩებიან ღმერთის გარეშე და ჩნდება ახალი კითხვები.  განსაკუთრებით ერთი.
   რა გვრჩება როდესაც ღმერთები გვტოვებენ? რა სულიერი ცხოვრება,რა ტრანსცენდენტურობა,რა სიდიადე?  რა ამოცანა და რა ძალა?
   პირველად ამაზე დაფიქრდა თანამედროვე დასავლეთი სულ მცირე
მე-18 საუკუნიდან.


    მაგრამ მისი ნათქვამი არაფრით გვეხმარება...


  ის ამბობს რომ ღმერთები დაიხოცნენ და ადამიანს აღარ დარჩა სულიერი ამოცანა,რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს პოლიტიკით,მანქანების კეთებით, თავისი ბედნიერების ძიებით.


   მაგრამ ჯვარზე გაკრული იესოს გამოცდილება გვეუბნება სხვა რამეს:
ღმერთების მწუხრის შემდეგ ჩვენ გველის სულიერი აღორძინება...მაგრამ როგორი? ვეძებოთ პასუხი ერთად,მორწმუნეებმა და ურწმუნორებმა ვინაიდან ის რაც გველის მოგვაშორებს იმას რაც ჩვენ განგვასხვავებს ერთმანეთისგან,შეგვკრებს და ჩვენ აღარ ვიქნებით არც ათეისტები და არც მორწმუნეები// ფრანგი ფილოსოფოსი აბდენურ ბიდარის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში რელიგიათა სამყარო,ქრისტეს უწყება,სერის გარეშე ნომერი 17//.


//გაგრძელება იქნება//.

No comments:

Post a Comment