7.02.2011

ათ მცნებასთან ბრძოლის ისტორიიდან

მარქსისტული ანტისემიტიზმი ?

   «ებრაელის, ქრისტიანის, ერთი სიტყვით მორწმუნის პოლიტიკური განთავისუფლება არის განთავისუფლება იუდაიზმისგან, ქრისტიანობისგან, საზოგადოდ რელიგიისგან» ( თანამედროვე სუპერულტრალიბერალიზმი ამ თვალსაზრისით შენიღბული marqsizmia)

მარქსისტული ანტისემიტიზმი ?

  ჟაკ ატალი: ებრაელი ეს კაპიტალისტი:

ჯაკ ატალი, საუბარი მარქსის სულზე...
   თვითონ მარქსისთვის ებრაელი არის « კაპიტალიზმის « ყალიბი ». ფრიდრიხ ენგელსს ეშინია რომ ებრაელთა სიძულვილმა ექსპლუატირებულებს შეიძლება დაავიწყოს მათი ექსპლუატატორები მათი ყურადღების ებრაელებზე გადატანით... ანტისემიტიზმი განვითარდა 1870 წლის ომის შემდეგ, გაძლიერდა 1883 წლის ეკონომიკურ კრიზისთან ერთად და კულმინაციას მიაღწია დრეიფუსის საქმის დროს.

  ამ შემაშფოთებელ ტექსტში ( კარლ მარქსის « ებრაული საკითხი », გამოქვეყნდა 1844 წელს) ვკითხულობთ :
   ნუ ვეძებთ ებრაელის საიდუმლოს მის რელიგიაში, მაგრამ ვეძებოთ რელიგიის საიდუმლო რეალურ ებრაელში. რა არის იუდაიზმის პროფანული არსი ? პრაქტიკული საჭიროება, პერსონალური სარგებლობა, მოგება. რომელია მისი პროფანული ღმერთი ? ფული... ებრაელის ქიმერული ეროვნება ვაჭრის, ფულის კაცის ეროვნებაა.

   იუდაიზმი თავის აპოგეას აღწევს მხოლოდ ბურჟუაზიული საზოგადოების სრულყოფასთან ერთად, მაგრამ ბურჟუაზიული საზოგადოება თავის სრულყოფას აღწევს ქრისტიანულ სამყაროში... ქრისტიანობა გამოვიდა იუდაიზმიდან და ბოლოს და ბოლოს დავიდა იუდაიზმზე... ჩვენ, მაშ, დღევანდელი ებრაელის არსს ვერ ვიპოვით ბიბლიაში და თალმუდში... ფულია მისი ეჭვიანი ღმერთი რომლის წინაშეც ვერც ერთი სხვა ღმერთი ვერ უნდა გადარჩეს.»

  და მარქსი მოხაზავს კაპიტალის თეორიას რომელისაც ის დიდად განავითარებს 30 წლის შემდეგ :

   «ფული ამდაბლებს ადამიანის ყველა ღმერთს და მათ გადააქცევს ბაზარზე ვაჭრობის ობიექტებად. ფული არის ყველაფრისაგან შემდგარი ზოგადი ღირებულება».

   შემდეგ სიტყვა « განთავისუფლებით «თამაშით მარქსი ცდილობს იმის დამტკიცებას რომ ებრაელს გაანთავისუფლებს საზოგადოების განთავისუფლება იუდაიზმისგან :

   «ებრაელის, ქრისტიანის, ერთი სიტყვით მორწმუნის პოლიტიკური განთავისუფლება არის განთავისუფლება იუდაიზმისგან, ქრისტიანობისგან, საზოგადოდ რელიგიისგან » ( თანამედროვე სუპერულტრალიბერალიზმი ამ თვალსაზრისით შენიღბული მარქსიზმია).

     მარქსის აზრით ებრაელების და მათთან ერთად სხვა მორწმუნეების გასანთავისუფლებლად ბოლო უნდა მოვუღოთ ყველა რელიგიას მათ მიერ დაფუძნებულ კაპიტალიზმთან ერთად.

მარკ შაგალი, მოსე იღებს ათ მცნებას.
    ამ საშინელ ტექსტში მარქსი გვიხსნის რომ იუდაიზმი და ფული განუყოფელია ერთმანეთისგან და ერთი ვერ მოისპობა მეორის მოსპობის გარეშე რომ მუშა კერძო საკუთრების წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობით ერთდროულად განთავისუფლდება ღმერთისგან და კაპიტალისგან.  მოკლედ მისი ბრძოლით « მშრომელი შესძლებს თავის განთავისუფლებას ».

   ანტიკაპიტალიზმის და ანტიიუდაიზმის ამ ნარევს ბევრი გამოიყენებს მარქსის შემდეგ.

   მარქსის აზრით კაპიტალიზმის მოსპობა მოსპობს იუდაიზმსაც, სხვების აზრით იუდაიზმის მოსპობა მოსპობს კაპიტალიზმსაც. იუდაიზმის, ესე იგი მათთვის ებრაელების მოსპობა მათი აზრით მათ მოაშორებს თავიდან კაპიტალიზმს რომლის წყაროც ებრაელები არიან.

  საშინელი ირონიაა, მაგრამ მარქსის ფორმულა ერთი საუკუნის შემდეგ ცოტა გადააკეთეს ნაცისტებმა და საკონცენტრაციო, სიკვდილის ბანაკების კარიბჭეს დააწერეს დევიზი « შრომა ანთავისუფლებს ». 

  1845 წელს საფრანგეთში მარქსის დებულება « ებრაელი კაპიტალია » გაიმეორა ფურიეს მოწაფემ, ცხოველების და ნადირობის სპეციალისტმა ალფონს ტუსენელმა. მის ნაშრომს ჰქვია « ებრაელები, ეპოქის მეფეები. ფინანსური ფეოდალიზმის ისტორია ». მისმა წარმატებამ შთააგონა დრუმონი, ჟორჟ დიუშენი და ორგანიზაცია «  აქსიონ ფრანსეზი.

  მეორე გერმანელმა ებრაელმა, სოციალისტური მოძრაობის დამფუძნებელმა ფერდინანდ ლასალმა 1860 წელს დაწერა შემდეგი :

   «მე შემიძლია განვაცხადო რომ მე აღარ ვარ ებრაელი, მე არ მიყვარს ებრაელები და და შემეზიზღებოდა კიდეც ისინი საზოგადოდ. » საკუთარი თავის სიძულვილი მტრულ გარემოში ებრაელებსაც კი აძულებს იუდაიზმს.

 ცოტა ხნის შემდეგ მარქსის მეცენატ ფრიდრიხ ენგელსს შეეშინდა რომ ანტისემიტიზმი საზიანოა მუშათა კლასისთვის და მან ინანა რომ ბურჟუაზიულმა კლასმა ის გამოიყენა მუშების სამართლიანი სიძულვილის კაპიტალისტებიდან ებრაელებისაკენ გადასატანად და რევოლუციური პარტიებისაგან მათ ჩამოსაშორებლად.  მუშებისთვის ებრაელების შეძულებით კაპიტალისტები თავს არიდებდნენ მუშათა მათ საწინააღმდეგო გამოსვლებს.

  ენგელსის აზრით ყველა ჩაგრული კლასი და ხალხი უნდა გაერთიანებულიყო სოციალისტურ ინტერნაციონალში, ხალხთა ახალ ოჯახში და მეობაში რომელიც გააერთიანებდა ყველანაირი ბუნების მუშებსა და უმცირესობებს და მათ წაიყვანდა შეტევაზე ბურჟუაზიის წინააღმდეგ.  სხვა სიტყვებით ებრაელები დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ მსოფლიო მუშათა კლასთან კავშირით რათა მათაც როგორც უმცირესობას მოეთხოვათ მათი სამოქალაქო და სოციალური უფლებების აღიარება. 

  კარლ მარქსს უნდოდა თავისი ნაშრომის, « კაპიტალის », მიძღვნა ჩარლზ დარვინისთვის მაგრამ მან უარი თქვა ამ პატივზე იმის მომიზეზებით რომ ეს არ იყო მისი სფერო.



   გერმანიაში ოტო გლაგაუმ 1874 წელს წერილების ციკლში დაგმო ბირჟას ყანყალი და « ებრაელთა ფინანსური სპეკულაციები ». მან ებრაული « მტაცებელი კაპიტალი » დაუპირისპირა « შემოქმედებით (ქრისტიანულ) კაპიტალს ». მეორე ეროვნული და პროტექციონისტია, პირველი აპატრიდი და მონდიალისტურია...

   გერმანელმა ჟურნალისტმა ვილჰელმ მარმა 1879 წელს გამოიგონა ცნება «ანტისემიტიზმი » რომლითაც ის აღნიშნავდა ებრაელთა და იუდაიზმის «არაკონფესიურ» სიძულვილს, ესე იგი ეროვნული წესრიგის დამრღვევი და უცხო გავლენებისთვის საზღვრების გამხსნელი უცხოს, უცხოელის სიძულვილს...

   იმავე 1879 წელს იმპერიული კარის ლუთერანმა კაპელანმა და ახალი ქრისტიან-სოციალური პარტიის დამფუძნებელმა ადოლფ შტოკერმა დაგმო ებრაელთა ემანსიპაცია რომელიც ხელს უწყობს სპეკულაციას ბირჟაზე და გააკრიტიკა « საერთაშორისო და აპატრიდული განშტოებების მქონე მობილური კაპიტალი ». სახელგანთქმულ ბრმა ფილოსოფოს კარლ ეუგენ დიურინგთან ერთად მან შექმნა ანტისემიტური ლიგა და მოითხოვა უცხოელი ებრაელების გარეკვა და გერმანელი ებრაელების განთავისუფლება სახელმწიფო თანამდებობებიდან...
აინშტაინი

   1880 წელს ფრანც მერინგმა და ფრიდრიხ ენგელსმა შემოიღეს სიტყვა « კაპიტალიზმი ». ამიერიდან « იზმით » დამთავრებული სიტყვები შემოვიდა მოდაში.

    1883 წლის ეკონომიკურ კრიზისთან ერთად აქამდე ტეორიული ანტისემიტიზმი გადაიქცა პრაქტიკულ ანტისემიტიზმად. ეს ჯერ საფრანგეთში და გერმანიაში მოხდა...

   1886 წელს, ვიქტორ ჰიუგოს გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ედუარდ დრუმონმა გამოაქვეყნა საუკუნის ერთ-ერთი ბესტსელერი «ებრაული საფრანგეთი» რომელშიც ებრაელი გამოყვანილია არაადამიანად, თითქმის მხეცად, ფიზიკურ მონსტრად :

  «ებრაელის ცნობა შეიძლება შემდეგი მთავარი ნიშნებით : სახელგანთქმული მოგრეხილი ცხვირი, მოცომციმე თვალები, მოკუმული ტუჩები, გამოშვერილი ყურები, კვადრატული ფრჩხილები, მეტისმეტად გრძელი ტორსი, ბრტყელი ტერფი, მრგვალი მუხლები, მოღალატის ოფლიანი,რბილი და ორპირი ხელი...»

  1893 წლის 7 დეკემბერს რაიხსტაგში ლიბერმან ფონ ზონენბერგმა ანტისემიტური ლიგის და მის ახალ რჩეულთა სახელით დაგმო « თითქმის მთლიანად ებრაელების ხელში ჩავარდნილი ბირჟა ».  თითქმის სულ ისმის უცხო ხელისუფლების შექმნის ბრალდება და ხელისუფლება აძლევს ამის ნებას.

   შემდეგ, 1894 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში ხდება ის რასაც მოუთმენლად ელოდნენ ანტისემიტები. მოღალატედ გამოაცხადეს ებრაელი, თანაც არა სულერთია ვინ, მდიდარი ელზასელი მეწარმის (1871 წელს მან თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გადაწყვიტა ფრანგად დარჩენა) შვილი, უმაღლესი განათლების მქონე არტილერიის კაპიტანი ალფრედ დრეიფუსი. (ჟაკ ატალი, “ებრაელები,მსოფლიო და ფული“, ეს წიგნი 2002 წელს ფრანგულად გამოსცა გამომცემლობა ფაიარმა).

    ფრანგი (წარმოშობით ებრაელი) მაღალი ფუნქციონერი, მწერალი და ესეისტი, მიტერანის საგანგებო მრჩეველი, ბანკირი და პიანისტი ჟაკ ატალის ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი “მარიანა”-ს საგანგებო ნომერში “ფული, ტექსტები”, 2011 წლის ივნის-ივლისი).

   

No comments:

Post a Comment