"ქართველი შინდლერი"
მიხეილ კედია - კაცი, რომელმაც უამრავი ებრაელი იხსნა სიკვდილისაგან http://www.kvirispalitra.ge/history/6976-qqarthveli-shindleri.html
ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს. მასში გამორჩეული ადგილი უკავია II მსოფლიო ომის პერიოდს. როცა ემიგრაციაში გახიზნული ქართველობა თავადაც განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინიც, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილან.
უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გერმანიის ტყვეთა ბანაკებში თავმოყრილ ათეულათასობით ქართველ სამხედრო ტყვეთა ფიზიკურად გადარჩენა, რაც გერმანიის სამსახურში მდგარმა ქართველმა ემიგრანტებმა ამ ქვეყნის მესვეურთა დახმარებით მოახერხეს. ემიგრანტთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც გერმანელთა ნდობით სარგებლობდნენ და პოლიტიკური გავლენითა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩეოდნენ:
1. აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მიხეილ ახმეტელი. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან; 2. "ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე. მეგობრობდა როზენბერგსა და არნო შიკედანცთან, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება საქართველოს მომავალ გენერალ-გუბერნატორად ამზადებდა; 3. მდიდარი ქართველი ექიმი გიორგი მაღალაშვილი. 4. შალვა მაღლაკელიძე, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩევლად, ხოლო 1944 წლის მაისში მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა "აბვერის" ხელმძღვანელ ადმირალ ფრიდრიხ ვილჰელმ კანარისთან.
გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდა "აბვერისა" და "გესტაპოს" თანამშრომელი მიხეილ კედია. მამამისი მექი კედია, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს ხელმძღვანელობდა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიხეილ კედიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართველი შინდლერი".
1940 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებულ პარიზში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელმა გააუქმა პარიზში მოქმედი ქართული წარმომადგენლობა, ხოლო ოფისის მდივანი დააპატიმრა. აუცილებელი გახდა სასწრაფოდ გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც გერმანიის ხელისუფლების წინაშე შეძლებდა ქართული ემიგრაციის ინტერესთა დაცვას და ეს მისია ქართულმა ემიგრაციამ დააკისრა მიხეილ კედიას. იგი დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. მის უახლოეს მეგობართა შორის იყვნენ: გერმანიის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი;
როზენბერგის ხელმძღვანელობით მოქმედი აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე; შშ-ის ("დამცავი რაზმი" - გასამხედროებული ორგანიზაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში) კავკასიური დეპარტამენტის უფროსი ერიხ ენგელჰაუპტი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანი დაკავშირებული იყო 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან.
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელებიც დააპატიმრეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფრანგეთში. მისი მოხერხებულობის წყალობით, 1922 წელს საქართველოს დევნილმა მთავრობამ ხელსაყრელ ფასში შეიძინა პარიზთან ახლოს, ლევილში მდებარე მამული და ორსართულიანი სახლი.
1940 წელს, როდესაც საფრანგეთში შეჭრილ გერმანელ ოკუპანტთა შიშით, პარიზელთა ნაწილი ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, იოსებ ელიგულაშვილმა სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეშოვა ავტომანქანა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას გადასარჩენად.
ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობის წყალობით, გერმანელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი. ამის შემდეგ, იოსები მიხეილთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად.
სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში გატარებულია ამგვარი აზრი: ...ქართველებსა და ებრაელებს საერთო აქვთ ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული წეს-ჩვეულებანი, რის გამოც ისინი არიან ქართველი პატრიოტები, ნაციონალისტები და ვერაფრით ვერ გაიზიარებენ ვერც კომუნისტთა ინტერნაციონალისა და ვერც სიონისტურ მისწრაფებებს.
ხსენებული მემორანდუმი ელიგულაშვილმა მეცნიერული არგუმენტებითაც შეამაგრა და აღნიშნა: 1. ქართველები არიან დოლიქოკეფალები (გრძელთავიანები), ებრაელები - ბრაქიკეფალები (მოკლეთავიანები). ვინაიდან ქართველი ებრაელებიც დოლიქოკეფალები არიან, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები და არა სემიტი ებრაელები; 2. ქართველი ებრაელები წარმოიშვნენ კავკასიაში გადასახლებულ ქალდეველთა იუდაიზაციის შედეგად; 3. თავის ქალის ფორმის გარდა, ქართველ ებრაელებს ქართველებთან აკავშირებთ: ცხვირის ინდექსი, ნიკაპის პროპორციები, საერთო ფიზიკური კონსტიტუცია.
ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ ქართველი კოლეგებიც (ძირითადად მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი) და ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით, 70-მდე ქართველი ებრაელი სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან. მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს არაქართული წარმოშობის ებრაელებიც.
იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს ასე აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: "ებრაელობა იოსებისგან მოელოდა შველას: მან მოახერხა ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა. იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია - ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: "ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!.."
მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამისთვის შექმნა ქართველ ებრაელთა კომიტეტი, რომელსაც სათავეში იოსებ ელიგულაშვილი ჩაუყენა. სწორედ აღნიშნული კომიტეტისა და "ქართველი ემიგრანტების საქმეთა სამმართველოს" თანხმობის შემთხვევაში, გასცემდნენ "ეროვნების დამადასტურებელ მოწმობას". ამ გზით უამრავი ქართველი ებრაელი გადაურჩა რეპრესიებს.
საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ, საფრანგეთის ებრაელობამ, მთავარი რაბინის მეთაურობით, სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ კედიას.
გერმანიის დამარცხების შემდეგ, მიხეილ კედია ჟენევაში გადასახლდა. 1946 წლის 3 მაისს ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ: "გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან... ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს".
1944 წლის 16 ოქტომბერს, პარიზის მთავარი რაბი იულიუს ვაისი მიხეილ კედიას სწერდა: "ბატონი ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის მქონე თქვენი თანამემამულეებისათვის, დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მადლობა და დიდი პატივისცემა მათი კეთილდღეობის უანგაროდ დაცვისათვის".
პარიზში მოქმედი ებრაული კულტურის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტ ი. მოსერის მიერ 1944 წლის 18 ოქტომბერს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...თქვენ არა მარტო გაილაშქრეთ თქვენი ებრაელი მოქალაქეების დასაცავად, არამედ უფრო მეტიც - წარმატებით შეძელით გეხსნათ მრავალი მეგობარი საკონცენტრაციო ბანაკებიდან. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, გამოვხატოთ თქვენდამი უდიდესი მადლიერება".
"მოსეს რჯულის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტ იოსებ ელიგულაშვილის მიერ 1944 წლის 15 აგვისტოს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...ჩვენ არ მოვტყუვდით რწმენაში, როცა თქვენში დავინახეთ ქართველი პატრიოტი, რომელიც ოკუპაციის დროს ჩვენს სიცოცხლესა და ინტერესებს დაიცავდა. გმადლობთ მამაცობისა და იმ შეუპოვრობისათვის, რაც გამოიჩინეთ ანტიებრაული კანონმდებლობისაგან ებრაელთა გამოსახსნელად. ამას გარდა, ებრაელების შეპყრობისას დაუყოვნებლივ აკეთებდით ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად. თქვენს ასეთ ქცევას არ გავუკვირვებივართ იმიტომ, რომ ვიცით თქვენი ერის ღირსეული ტრადიციების შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მთელი გულით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმეები ყოველთვის წარუშლელად დარჩება ჩვენი და ჩვენს თანამოძმე ებრაელთა მეხსიერებაში".
ამრიგად, ემიგრაციაში მყოფ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა II მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიხეილ კედიას კი, ვინც გადამწყვეტი როლი შეასრულა მრავალი ქართველი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენაში, თამამად შეიძლება ეწოდოს - "ქართველი შინდლერი".
"შინდლერის სია"
სტივენ სპილბერგის ფსიქოლოგიურმა დრამამ "შინდლერის სია", შვიდი ოსკარი დაიმსახურა. საქართველოში ბევრი რამ იციან ამ ფილმის შესახებ, ისიც იციან, რომ კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, "შინდლერის კიდობნის" ეკრანიზაციაა.
სიუჟეტი კი ერთდროულად მძიმეცაა და გასაოცარიც, თუ როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია "ჩვენი შინდლერი".

No comments:
Post a Comment