6.18.2011

ოკულტიზმი-1.

«თანამედროვე სამყაროს ენციკლოპედია, ოკულტიზმი»
 (პარიზი, 1976; თარგმნა გ. მარჯანიშვილმა)

უძნელესია ბუნებით საიდუმლოს და ფარულის მოხელთება. ბერძნული ფილოსოფიიდან წარმოქმნილი და აღორძინების ხანის შემდეგ დახვეწილი ლოღიკური აზრის ენა თითქოს ვერ განსაზღვრავს ზუსტად იმ სულიერ მიდგომებს და პრაქტიკებს რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რომ წარმოადგენენ სულ სხვაგვარ, რაციონალურ აზრზე და მეცნიერებაზე უფრო მაღალ და ღრმა ცოდნას და მსოფლმხვედველობას.

 მაგრამ ოკულტიზმზე ლაპარაკი საჭიროა იმიტომ რომ ის ის არსებობს, ყვავის და იფურჩქნება ათასწლეულების მანძილზე. ის კარგად გრძნობს თავს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში და თითქოს განახლებასაც განიცდის. გასარკვევია თუ რა არის ეს: ნამდვილი აღორძინება თუ ჩვენი დროის კულტურულ მუტაციებთან დაკავშირებული მოვლენები.

  ქვის ხანის მხატვრები მათ გამოქვაბულებში ხატავდნენ ისრებით განგმირული ბიზონების სილუეტებს. სწავლულების დასკვნით ეს გამოსახულებები განჭრეტდნენ, ამზადებდნენ სასურველ მომავალს. ეს მოხატული გამოქვაბული ტაძართა, სალოცავთა უძველესი ფორმები იყო.

  ჯადოსნები დღესაც პარიზში, ტულუზაში თუ ლოს ანჟელესში კლიენტის მოთხოვნით ნემსებით განგმირავენ ხოლმე  საძულველი პიროვნების გამომსახველ თოჯინას.

  “ ოდისეას” ჯადოსნების თუ დელფოს მისნის შთამომავლები ( ისემც გაუხმათ მათ თავი, მთარგმნელი) არიან მკითხავები რომელთა განცხადებებითაც დღესაც სავსეა ყოველკვირეულად გამომავალი სპეციალიზებული გამოცემები.

   იმპერიული რომის დამპყრობი აღმოსავლური აღმოსავლური კულტების გამგრძელებლები არიან თანამედროვე მისტიკური სექტები რომლებიც თავს აცხადებენ აზიური სიბრძნის მფლობელებად. ისინი წარმატებით აგრძელებენ პროზელიტიზმს ტექნოლოგიური ცივილიზაციის გულში ( მთარგმნელი დაუმატებს რომ ბოდლერის, პრუსტის, ბალზაკის, ედგარ პოს, რომანტიზმის, სიმბოლიზმის, სიურეალიზმის და თანამედროვე კლასიკური კულტურის დიდი ნაწილის სერიოზულად გაგება შეუძლებელია ოკულტიზმის და  ეზოტერიზმის  ცოდნის გარეშე იმიტომ რომ ყველაფერი ეს გაჟღენთილია ოკულტიზმით და ეზოტერიზმით.

   დაბრუნება წყაროებთან :

   ოკულტიზმის ფორმათა უმრავლესობაში უდიდესი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ცოდნის უმაღლეს წყაროდ წარმოდგენილ ტრადიციას. ფრანკ-მასონობის “დაკარგული სიტყვის” მითი ენათესავება საწყისი, თავდაპირველი ცენტრის, შეცდომის ან ცოდვის გამო ადამიანის მიერ დაკარგული და ხელახლა საპოვნელი წმინდა მიწის მითებს. ეს წმინდა მიწა სულ მცირე ნაპოვნი უნდა იყოს საკუთარ გულში.

  ესაა ჩინური ფილოსოფიის “ უცვლელი შუაგული”, ისლამის მისტიკოსების “ ღვთაებრივი სადგური”, ებრაული კაბალის “წმინდა სასახლე”, სანსკრიტული ტექსტების “პარადეშა” რაც იუდაურ-ბერძნულმა ტექსტებმა აქციეს ცნებად “პარადიზ” ( “სამოთხე”).

    აქაა საზღვარი და განსხვავება დიდ რელიგიებსა და ოკულტიზმს შორის, თუმცა ისიც ცხადია რომ საზღვარი ბუნდოვანია და არსებობს ცარიელი არე.

   ქრისტიანის და მაჰმადიანის აზრით ღვთაებრივი უწყება განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, მეცნიერებისთვისაც და უმეცრებისთვისაც. ჭეშმარიტება ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი და თუ ის ადამიანებს ესმით სხვადასხვანაირად, მათი პიროვნების შესაბამისად, ეს არ აუქმებს გამოცხადების მათი წილის ჭეშმარიტებას.

  ოკულტისტების აზრით კი ცოდნის შეძენა ძალუძთ მხოლოდ თავისი პიროვნული ნიჭით ამის უნარის მქონე პირებს, იმათ ვინც იმსახურებს ამას თავისი ნიჭით. და ადამიანს ტრადიციის ჯაჭვთან აკავშირებს ინიციაციის, ზიარების რიტუალი.

              განკუთვნილი ინიციირებულებისათვის, განდობილებისთვის :

  ოკულტიზმი გულისხმობს განსაკუთრებით ნიჭიერი ან საგანგებოდ განდობილი პიროვნებების კუთვნილ ცოდნას თუ შემეცნების მეთოდებს. ეს ცოდნა თუ შემეცნების მეთოდები ფარული, უცნობი უნდა დარჩეს პროფანული, უმეცარი მასისთვის.

 მოძღვრებს შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება ან არსებობის უფრო მაღალი საფეხურის მისაღწევად ან მათ თანამედროვეებზე სასიკეთო თუ დამღუპველი გავლენის მოსახდენად რასაც აკეთებენ წინასწარმეტყველებითაც და მაგიური ქმედებებითაც. რელიგია და ოკულტიზმი ეფუძნებიან ზებუნებრივის რწმენას : მაგრამ რელიგია ეგზოტერულია, ოკულტიზმი-ეზოტერული. მიუხედავად ამისა არსებობს საერთო ზონა : კათოლიკური ეკლესია დღემდე მისდევს ეკსორსიზიმს, ეშმაკის, დემონის განდევნას შეპყრობილიდან.

  არის სხვა განსხვავებებიც. ოკულტიზმი არ უნდა გავაიგივოთ «ოკულტურ მეცნიერებებთან». ოკულტურ მეცნიერებებად უფრო უწოდებენ წინასწარმეტყველების სხვადასხვა ტექნიკას, მანსიებს მათი ყველაზე უფრო კომერციული ფორმით : მკითხაობას, კარტომანსიას, რადიესთეზიას, და ა.შ.

  ამ სერიაში ასტროლოგია არის ოკულტიზმის ანტიპოდებზე  ვინაიდან ის ეფუძნება ასტრონომიის ობიექტურ მონაცემებს და ინტერპრეტაციის ყველასთვის ხელმისაწვდომ, ფართოდ გავრცელებულ მეთოდებს (რაც არ გულისხმობს მათ უტყუარობას). მაშ აქ არ შევეხებით წინასწარმეტყველების ტექნიკებს ან შევეხებით მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მათ საფუძველში არსებული რწმენები ენათესავებიან ოკულტიზმის თუ მაგიის ფონდს.

  არ შევეხებით არც პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს, მაგ. ტელეპატიას, წინათგრძნობას, ტელეკინეზს, შორიდან ობიექტების დეფორმაციას. პარაფსიქოლოგიის ბევრი სპეციალისტ კატეგორიულად უარყოფს მათი კვლევის ობიექტის გაიგივებას ოკულტიზმთან და, ყველაზე უფრო, “ოკულტურ მეცნიერებებთან”.

             ორაზროვანი კონცეფციები :

  მაშ რა არის ოკულტიზმი?

 ოკულტური არაა მხოლოდ ის რაც არ უნდა იცოდეს პროფანმა; უმეცარმა, ის პირველ რიგში არის ჭეშმარიტების ატრიბუტი, ადამიანის, სამყაროს, მატერიალური სამყაროს ყველა ელემენტის, ინტელექტუალურისა და სულიერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი უხილავი კავშირები. ამ ურთიერთობათა გასაგებად უნდა გავიხსენოთ ის რასაც XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგები უწოდებდნენ ლოღიკურის წინა აზროვნებას, ან კლოდ დე ლევი სტროსის “ ველური აზროვნება”.  ჩვენ შეგვიძლია მისი ზოგი მთავარი ნიშნის განსაზღვრა...

  ფუნდამენტურია განსხვავება ფორმალურსა და არაფორმალურს, გამოვლენილსა და გამოუვლენელს, უხილავს შორის. ამ განსხვავებას ვხედავთ ყველა აღმოსავლურ კოსმოგონიაში ბიბლიური შესაქმის წიგნის ჩათვლით :

  ბიბლიური შესაქმე, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა შეიძლება გაიგივდეს ღმერთის მიერ მთელი სამყაროს ამ ორ ნაწილად, გამოუვლინებელ და გამოვლენილ, ხილულ და უხილავ ნაწილებად გაყოფასთან.

 ინდური ფილოსოფიის თანახმად შესაქმე, სამყაროს ქმნა, უწყვეტია: მატერიალურ და არაფორმალურ, გამოუვლენელ სამყაროებს შორის არის შუალედური ზონა, ფსიქიურ მდგომარეობათა არე, ინდივიდუალურ ენერგიათა და ღვთაებრივი სულის გაგრძელებათა შეხვედრის ადგილი რომელშიც არიან ხოლმე არაადამიანური ერთეულებიც, დემონთა ბნელი ცვალებადი გავლენებიც. ესაა მაიას, მარადიული ილუზიის სამეფო. : იდეები იქ იღებენ რეალურის ფორმას, სახეებს, იქმნებიან და ქრებიან.

ეს გოლემია!
   ჩვეულებრივი ენით გამოუთქმელი ეს მისტიკური ზმანებები ხშირად გამოითქმება მითებითა და სიმბოლოების ენით. მათი პოეტური ძალა მოქმედებს ყველაზე რეალისტურად განწყობილ ადამიანზე და სწორედ ამით ხიბლავენ განდობილებს ოკულტისტური სექტები. აქ ვეხებით იმას რასაც ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი უწოდებს კაცობრიობის არქეტიპებს.

    თავისი სხვადასხვა ასპექტის მიღმა სამყარო ერთიანია, ერთია: ყველაფერი ყველაფერშია. ამ ერთის შეხედვით ტავტოლოგიური ფორმულიდან გამომდინარეობს ოკულტიზმის ყველა მანიფესტაცია უმაღლესი გამოვლინებებიდან ყველაზე ვულგარულ გამოვლინებებამდე.

  სიმბოლოები არაა მხოლოდ რეალობასთან დაკავშირებული პირობითი ნიშნები: ისინი მონაწილეობენ ამ რეალობაში. ისინი სინამდვილის მსგავსად ამოუწურავები არიან. მათი გაღრმავებით ადამიანი წვდება გნოზისს, ცოდნის უმაღლეს ფორმას: სიმბოლური აზროვნება ჯობნის რაციონალურ აზროვნებას. მრავალფეროვნებაში ერთის მომცველს, მას არ ეშინია, ისე როგორც ეშინია გონებას, სიბნელისა და წინააღმდეგობებისა.

    გაგების სიძნელე, მნიშვნელობათა ორაზროვნება აღქმულია როგორც უტყუარობის და ცოდნის სიღრმის საწინდარები. ინდივიდის თუ საგნის გამოსახულება, სახელი, მონაწილეობენ იმაში ვისაც ან რასაც აღნიშნავენ და გამოსახულებაზე  და სახელზე ზემოქმედებით შესაძლებელია ზემოქმედება იმაზე რასაც ან ვისაც ისინი გამოხატავენ სიმბოლურად. ინდივიდუალურ ფსიქიურ ენერგიებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა, გაერთიანება, შეჯახება ერთმანეთთან. განსაკუთრებული წვრთნისა და ვარჯიშების თუ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით  ამ ენერგიებს შეუძლიათ ურთიერთობა შორიდანაც, ზემოქმედება მატერიალურ ობიექტებზე, მომავლის განჭვრეტა. ამაში ვხედავთ ყველანაირი მაგიური ქმედების  სახასიათო ნიშნებს: ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების ნაცვლად დაკავშირება ხდება ანალოგიების და შესაბამისობათა თანახმად.

    ასეთია დომინანტები ყველა ოკულტისტური პრაქტიკისა და დოქტრინისა მიუხედავად მათი უდიდესი მრავალფეროვნებისა უძველესი ხანიდან მათ თანამედროვე გაგრძელებებამდე.


           ჯადოსნები;

  პალეოლითის ნახატებით თუ ვიმსჯელებთ უძველესი პრაქტიკა უეჭველად არის მაგია და მისი სფერო იმდენად ვრცელია რომ მისგან შეიძლება გამომდინარეობდეს არა მხოლოდ ოკულტიზმის შტოთა უმრავლესობა არამედ რელიგიაც რომელთანაც ის დიდი ხნის მანძილზე იყო გაიგივებული და მეცნიერებაც კი რომელიც მაგიისგან მხოლოდ თანდათანობით განთავისუფლდა.

  ჯადოსანს თუ შამანს აქვს სხვა ადამიანებზე მეტი ძალა.  ამ ძალის წყაროა მისი განსაკუთრებული ნიჭი, მისი ურთიერთობა უხილავ ძალებთან და სწორედ აქ ეხება უშუალოდ მაგია ოკულტიზმს , საიდუმლოთა ცოდნას რაც მას აქცევს განდობილად. ამ ცოდნას ჯადოსანი არ უმხელს პროფანს, უმეცარს.

  მაგრამ ეზოტერული ცოდნის პრაქტიკული მხარე მეტ-ნაკლებად უარყოფილია თანამედროვე ოკულტისტების მიერ ან საეჭვოა მათი აზრით. შეიძლება მათ მაგიის ზოგი პრაქტიკული გამოვლინება საშიშად მიაჩნდეთ და ამიტომ ისინი არ უმხელენ მათ თავის ადეპტებს. ინიციაცია, განდობა, ზიარება მათთვის უფრო არის გამოცდა ან განსაცდელი რომელიც უმეცარს აძლევს ახალ სულიერ სამყაროში შეღწევის და მისი პიროვნების გარდაქმნის საშუალებას.

  ქრისტიანულმა ეკლესიამაც დაგმო მაგია არა როგორც ტყუილი არამედ როგორც ურჯულო. რელიგიურ მიდგომასა და მაგიურ დემარშს შორის ამიერიდან არის ანტინომია.  რელიგიური მიდგომა პასიურია და ემორჩილება ღმერთის ნებას რომლის დახმარების მოპოვებაც მას ძალუძს ლოცვით და ქველმოქმედებით.. მაგია მიზნად ისახავს ზებუნებრივის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, მის დამორჩილებას და ამ მიზნის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ცუდი ძალების, ეშაკისა და დემონების დახმარებით.  მიუხედავად ამისა რელიქვიების კულტი, სარწმუნოებრივი მედალები და ღვმერთის ზოგი მოხმობა შეიძლება ენათესავებოდეს მაგიას და ოკულტიზმს.

  ესენიელები, რომელთაც ახალი შუქი მოჰფინა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა, როგორც ჩანს შეადგენდნენ ოკულტისტურ სექტას. ისინი ნაწილდებოდნენ კანდიდატებად, ახალბედებად და განდობილებად. ეს ნიშნები ჩანს პირველ ქრისტიანულ თემებშიც რომლებშიც იყვნენ მსმენელები, ნათლობისთვის მომზადების პროცესში მყოფნი და მონათლულები. ნათლობა, მონათვლა უდრიდა ინიციაციას.

    გარიგება ეშმაკთან :

  ეკლესიამ უარყო მაგიური პრაქტიკები არა მათი არაეფექტურობის გამო არამედ იმიტომ რომ ისინი ეშმაკის ნამოქმედარი იყო.  ეს იყო ეშმაკისთვის გარკვეული რეკლამის გაწევა იმიტომ  რომ მისი არსებობა იყო რწმენის საკითხი. მაგიურმა პრაქტიკებმა თავი შეაფარა ხალხური ცრურწმენების ბნელ სამყაროს სადაც მათ თითქმის იატაკქვეშა არსებობის მიუხედავად თითქმის დღემდე მოაღწიეს.  რელიგიამ კი თავის სასარგებლოდ აიღო მაგიის ნაწილი, რაზეც მეტყველებს რელიქვიების კულტი. გვიან შუა საუკუნეებში მაგიის გააფთრებულმა დევნამ, კოლექტიურმა სიგჟემ, ჯადოსნების და კუდიანების კოცონებზე დაწვამ ( მათ ბრალად ედებოდათ ეშმაკთან გარიგება) ვერ მოსპო ინტერესი მაგიისადმი, რაც ცოცხალია დღესაც.

    ჯადოსნები, მაგიური სიტყვებით მკურნალები არსებობდნენ და მოქმედებდნენ პრაქტიკულად ყველგან, განსაკუთრებით გლეხობაში ( მაშინ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში). მათ მოხერხებულად დააღწიეს თავი რეპრესიებს და ეს ფარული კულტურული დინებები მოიტანეს დღემდე.

  ქრისტიანულ სამყაროში დევნილმა მაგიამ თავი შეაფარა ებრაელებს და მაჰმადიანებს.

   არაბული მაგიური ლიტერატურა ნეოპლატონიკოსთა მსგავსად ერთმანეთისგან ანსხვავებს სიკეთის ანგელოზების მომხმობ თეთრ მაგიას და შავ სატანურ მაგიას. საკუთრივ ისლამის რწმენები დიდად არ განსხვავდება დაპყრობილი ქვეყნების ცრურწმენებისგან და მათ ბოლოს და ბოლოს შექმნეს  საერთო ფონდი რომელიც დღეს განსაკუთრებით მდიდარია მაღრიბულ ისლამში.

   განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ებრაულ ეზოტერულ დოქტრინა კაბალას. სიტყვა კაბალა ნიშნავს ტრადიციას.  იქ მაგიური პრაქტიკები თავიდან არც ისე მნიშვნელოვანი იყო. უმთავრესი ყურადღება ექცეოდა მოსეს მიერ მიღებული გამოცხადების და დაწერილი კანონის უაღრესად რთულ მისტიკურ ინტერპრეტაციას.

       კაბალა გავლენას ახდენდა იუდაიზმიდან გამოსულ ქრისტიანობაზე და ისლამზე ; საუკუნეების მანძილზე მის ანარეკლს ვხედავთ როგორც პიკო დე ლა მირანდოლას ნაირ ავტორებში ისე ხალხური მაგიის რიტუალურ ფორმულებში რომლებიც დიდი ხანია რაც გაუგებარია მათი წარმომთქმელებისთვის.

   თანამედროვე ოკულტისტური სექტები სარგებლობენ ამ არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის ზოგი ფრაგმენტით. კაბალას ავტორები იყვნენ ქრისტიანობის წინა ორი საუკუნის რაბინები და მათი მოძღვრება გაამდიდრეს შუა საუკუნეების კაბალისტებმა.

   კაბალა შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე დასავლური ოკულტისტური მიმდინარეობების პროტოტიპად და ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.


კაბალისტური მაგიის მაგალითი, პრაღული ლეგენდა გოლემზე, ხელოვნური ადამიანის შექმნის შესახებ :

 « ეს მოხდა 1580 წელს პრაღაში. ღვთისმსახურმა ტადეუშმა, ებრაელების მტერმა, სცადა სიმშვიდის და თანხმობის დარღვევა და ებრაელების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წამოყენება რასაც უნდა მოყოლოდა მათი რბევა და დევნა.

   რაბი ლევმა დროულად გაიგო ამის შესახებ და სიზმარში ჰკითხა ღმერთს თუ როგორ უნდა ებრძოლა ბოროტ მტერთან. რაბი ლევმა გაიგო რომ მას ცის მიერ ნათქვამი ასოთა რაოდენობით შეუძლია მიწისგან ცოცხალი არსების შექმნა. მან მოაყვანინა თავისი სიძე იცხაკ ბენ სიმეონი და თავისი მოწაფე იაკობ ბენ ხაიმ სასონი და გაანდო მათ გოლემის შექმნის საიდუმლო. « მე გთხოვთ დახმარებას იმიტომ რომ მის შესაქმნელად საჭიროა ოთხი სტიქია: შენ, იცხაკ, იქნები ცეცხლი, შენ, იაკობ-წყალი, მე ვიქნები ჰაერი. ჩვენ ერთად მეოთხე სტიქია მიწისგან შევქმნით გოლემს ».

  მან ასწავლა რომ თავიდან საჭიროა განწმენდა რათა მზად იყვნენ ხელოვნური ადამიანის შექმნის დიდი საქმისთვის.

  დათქმულ დღეს მათ თიხისგან გააკეთეს მამაკაცის ფიგურა. ის მიცვალებულივით უძრავად იწვა.

ლევმა ღვთისმსახურ იცხაკს უბრძანა  შვიდჯერ შემოევლო თიხის სხეულისთვის ირგვლივ მარჯვნიდან მარცხნივ  და თან გარკვეული წინადადება ეთქვა. თიხის სხეული გაწითლდა. რაბი ლევმა ლევი იაკობს უბრძანა სხეულის გარშემო მარჯვნიდან მარცხნივ შვიდჯერ შემოვლა და მისი სტიქიისთვის დადგენილი ციფრების თქმა. წითელი ფერი გაქრა. ფიგურაში გაიზარდა ფრჩხილები. მაშინ რაბი ლევმა თვითონ შემოუარა ირგვლივ თიხის სხეულს და ჩაუდო მას პირში პერგამენტზე დაწერილი შემი. შამივემ ერთად წარმოთქვეს სიტყვები : “ და შთაბერა მას სახეში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამიანი ცოცხალ სულად”. გოლემმა გაახილა თვალები.

“იცოდე რომ ჩვენ შეგქმენით შენ მიწისგან. შენ უნდა დაიცვა ებრაელები დევნისგან. შენ გერქმევა იოსები.შენ უნდა შეასრულო ჩემი ბრძანებები. თუ გიბრძანებ სახურავიდან გადახტომას უნდა გადახტე, თუ გაგაგზავნი ზღვის ფსკერზე უნდა წახვიდე.” იოსები დაეთანხმა.

  გოლემი მხეცდება:

ყოველ პარასკევს რაბი ლევი გოლემს აძლევდა სამუშაოს. შაბათს როგორც წესი გოლემი უნდა ყოფილიყო საგუშაგოზე და უნდა გამოეჩინა სიფრთხილე.
  ერთ პარასკევს რაბი ლევს დაავიწყდა გოლემისთვის სამუშაოს მიცემა და ის უსაქმოდ დარჩა. მოწყენილმა გოლემმა დაიწყო ცოფიანივით სირბილი  ებრაელთა ქალაქში და სპობდა ყველაფერს რაც კი გზაზე ხვდებოდა. ხალხი გარბოდა ყვირილით “იოსებ გოლემი გაგიჟდა”. ეს ამბავი მალე გაიგეს სტარონის სინაგოგაში სადაც ლოცულობდა რაბი ლევი. ის გამოვარდა და იყვირა: “იოსებ გაჩერდი”! გოლემი მორჩილად გაჩერდა. რაბი ლევმა ის იპოვა და უბრძანა სახლში წასვლა. გოლემმა მას დაუჯერა როგორც ბავშვმა. მას შემდეგ რაბი ლევს აღარასოდეს დავიწყებია გოლემისთვის დავალებების მიცემა.

           გოლემის მოსპობა :

როდესაც თემს აღარ ემუქრებოდა ცილისწამება და საფრთხე რაბი ლევმა იხმო თავისი სიზე იცხაკი და მოწაფე იაკობი და უთხრა მათ რომ მათ უნდა მოსპონ გოლემი. ეს ხდებოდა 1593 წლის დასაწყისში. მათ ჩაატარეს იგივე პროცედურა ოღონდ უკუღმა. გოლემი ისევ იქცა მიწის უსულო გროვად, მაგრამ სიცოცხლეში ის იყო ებრაელი ხალხის მცველი.

  ამბობენ რომ თუ კი გააბრაზებენ პრაღელ ებრაელებს მათ შეუძლიათ გოლემის ისევ გაღვიძება და მაშინ ვაი მათ მტრებს. (ალისა სელეზნევა, “პრაღას ტელეგრაფი”, 28.05.2010).

   მრავალი კაბალისტის ინტერპრეტაციით გოლემის გაცოფება იყო სასჯელი რომელიც ღმერთმა მოუვლინა თავისი ძალის შეგრძნებით გათავხედებულ ადამიანს ( მთარგმნელი).

            ასტროლოგები და ალქიმიკოსები :

  ქრისტიანი ევროპის მიერ უარყოფილი ოკულტიზმის დაბალი ფორმები ეხლა ისევ აღორძინდა და ყვავის და იფურჩქნება კანონიერი, თუმცა საკმაოდ საშიშ საქმიანობის საზღვრებში

   ჩვენი თანამედროვე ასტროლოგების განცხადებები ხშირად ჩნდება რუბრიკაში « ოკულტური მეცნიერებები » მაგრამ თანამედროვე ასტროლოგია არაა დაკავშირებული ოკულტიზმთან. ის სულაც არაა ინიციირებულთა, განდობილთა წილი და იქცა მასობრივ ფენომენად. ჰოროსკოპის შედგენაში აღარაფერია ეზოტერული. სრულებით საკმარისია კარგი სპეციალიზებული სახელმძღვანელო და რამოდენიმე მათემატიკური ცნება.

სალამანდრა ცეცხლში
    არც საიდუმლოა და არც ფილოსოფიური პრეტენზია, კიდევ უფრო ნაკლებად, კოსმიური ჟრჟოლა, იმაში რაც გადაიქცა ინდივიდუალურ ხვედრთა შესაძლებლობლების განჭვრეტის სრულებით ეგზოტერულ ტექნიკად. განჭვრეტათა უტყუარობაზე აქ არაა ლაპარაკი. შეიძლება დავასკვნათ რომ ასტროლოგია დღეს ყველაზე მეტად ვულგარიზებულია ფართო საზოგადოებაში რაც მას აქცევს ოკულტისტური ძიების სრულებით საპირისპირო რამედ.

  ძალიან იოლად გასაგები ევოლუცია. თავიდან ვარსკვლავების და ადამიანის სხეულის ნაკვთების შესაბამისობის იდეაზე (კაბალისტებისთვის ძვირფასი იდეა) დაფუძნებულმა ასტროლოგიამ შეითვისა ასტრონომიის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვებული ცოდნა.  და საბოლოო ანგარიშით  თანამედროვე ასტროლოგიის პრესტიჟი მნიშვნელოვანწილად დაფუძნებულია მისი ანგარიშების რაციონალურ და მეცნიერულ ასპექტებზე რაც ადამიანს ავიწყებს ასტროლოგიის წმინდა ირაციონალურ საფუძვლებს. მაგრამ ყოველთვის არ ყოფილა ასე. ძველი ასტროლოგები მათ წინასწარმეტყველებებს ხშირად გამოთქვამდნენ ბუნდოვანი სიმბოლური ფორმით რომლის მნიშვნელობაც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განდობილებისთვის, ინიციირებულებისთვის. ასეთი იყო სახელგანთქმული მიშელ ნოსტრ-დამ, იგივე ნოსტრადამუსი, ოკულტისტი ასტროლოგის ტიპი. მისი წინასწარმეტყველებები ისევ კვებავენ სპეციალიზებულ პრესას მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო იმ ასტროლოგიასთან რომელიც მიმართავს მკაცრ მათემატიკურ ლოღიკას.

   რაც შეეხება ალბათ ქალდეაში და ეგვიპტეში გაჩენილ ალქიმიას  რომლის ოქროს ხანაც იყო III-V საუკუნეების ალექსანდრიაში და შემდეგ VI საუკუნის ბიზანტიაში, ელინისტური ხანის ალქიმიკოსები გარდა ლითონთა გარდაქმნისა და ყველა ავადმყოფობის მკურნალი პანაცეის ძიებისა ცდილობდნენ სრულყოფილი ბედნიერების მოპოვებას ღვთაების წიაღში, სამყაროს სულთან გაიგივებას და კავშირის დამყარებას ციურ სულებთან.

     ეზოტერიზმის მიზნები :

   ალქიმიკოსად ვერ ხდებოდა ყველა და ნებისმიერი მსურველი. აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნიჭი და ასკეზა. უმეცრებისთვის “მცირე ქმნილების” და “დიდი ქმნილების” დასამალავად ალქიმიკოსები იყენებდნენ სიმბოლურ ენას და მრავალმნიშვნელოვან სიტყვებს და ბგერებს. მათი მანიპულაციების სხვადასხვა ეტაპის აღწერისას ალქიმიკოსები შეგნებულად აბუნდოვანებდნენ თანმიმდევრობას, იყენებდნენ კრიპტოგრაფიას და საგანგებო ანბანებს. გასაგებია რომ მათი ლიტერატურა არაა იოლად გასაშიფრი. მათი მსოფლმხედველობა ასევე გამოიხატებოდა გრაფიკული სიმბოლოებით ( ურობოროსი-თავისი საკუთარი კუდის მკბენი გველი, მატერიის ერთიანობის და მარადიულის სიმბოლო, ზოგი მისტიკოსის მიერ დადგენილი ხელახლა დაწყება ოკულტისტების საკრალურ დროში და სხვ.), მრავალი სიმბოლოს გამაერთიანებელი რთული კომპოზიციებით რომლებიც ასახავენ მათ გამაერთიანებელ ურთიერთობებს. ეს უცნაური ნახატები ხშირად ლამაზია და ხიბლავს მნახველს.

   “ საიდუმლო გამხელისას კარგავს თავის ძალას,მის გამხელისას ვასუსტებთ მას, წერს როჯერ ბეკონი. ხალხს არ ძალუძს მისი გაგება; ის მას ვულგარულად გამოიყენებს და დაუკარგავს მას ყოველგვარ მნიშვნელობას. სიგიჟეა სალათის მიცემა სარეველათი კმაყოფილი ვირისთვის.

   საიდუმლოს მცოდნე ბოროტი ცუდად გამოიყენებს მას და შესძრავს სამყაროს. მე არ წავალ ღმერთისა და მეცნიერების ინტერესის წინააღმდეგ და ამიტომ არ დავწერ საიდუმლოს ისე რომ მისი გაგება შესძლოს ნებისმიერმა ვინმემ”.

   ასეთი ეზოტერიზმი დიდი თავსატეხია თანამედროვე ადამიანისთვის . მის გასაგებად აუცილებელია გასაღები, გასაღებები, სიმბოლური ენის ცოდნა, მისი სულის გათავისება.  თანამედროვე მეცნიერების სულის ესოდენ საწინააღმდეგო სულისა. აქ ვხედავთ ნეოპლატონურ დოქტრინებს  რომელთა თანახმადაც ადამიანის მიკროკოსმი არის კოსმიური მაკროკოსმის ანარეკლი, ფენომენები ერთმანეთს უკავშირდება არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით არამედ შესაბამისობებისა და ანალოგიების ძიებით.

  განდობილი, ინიციირებული შეიძლება მივიდეს გნოზისამდე, ღმერთის  ბუნების ინტუიტიურ ტოტალურ ცოდნამდე.

   ასე გაგებული ალქიმია ძალიან შორსაა « უბრალო » ოქროსმაძიებლებისგან. ისაა რელიგია, სუპრარელიგიაც კი ვინაიდან მიზნად ისახავს ყველა დანარჩენი რელიგიის მოცვას. მისგან გამომდინარე და მიუხედავად მისი ეზოტერული და ნახევრადიატაკქვეშა ხასიათისა  ჩვენ შეიძლება მივდიოთ სხვადასხვა მიმდინარეობას რომლებიც აღორძინების ხანიდან პარაცელსთან ერთად მოდიან თანამედროვე ოკულტიზმამდე რომელსაც, სხვათა შორის, არ უთქვამს უარი ალქიმიაზე (გაგრძელება იქნება).

6.17.2011

ცოცხალი საქართველოს ცხოვრების სურათებიდან

Добавьте подпись
ვალერიან გუნია
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 13 06, ორშაბათი, 22:54-ზე

ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი პატრიარქი ვალერიან გუნიას ხსოვნას:
დაიბადა 1862 წლის 9 იანვარს სენაკის მაზრის სოფელ ეკის შეძლებულ ოჯახში. მამა, ლევან გუნია საკმაოდ განათლებული კაცი იყო. მუშაობდა ჯერ ადმინისტრაციის მოხელედ და შემდეგ ფოთის ქალაქის თვითმმართველობაში. ვალერიანის დედა იყო ანასტასია ქაიხოსროს ასული ჩიჩუა, იმ დროსითვის დიდი მწიგნობარი და მცოდნე ადამიანი. ვალერიანი 5 წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა და მამის ზედამხედველობით ბაბუის ოჯახში იზრდებოდა. 7 წლის ასაკში მას მასწავლებლად მიუჩინეს პოლონელი ემიგრანტი სტანისლავ ( ზოგი ვერსიით ვაცლავ) გრინცევიჩი, დიდი გემოვნების ადამიანი, მხატვარი, მუსიკოსი და ლიტერატურის კარგი მცოდნე. . 13 წლის ვალერიანი მამამ თბილისში ჩაიყვანა და გერმანული ენის შესწავლის მიზნით გერმანელის ოჯახში დააბინავა. 1876- -1881 წლებში ვალერიანი სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში სადაც მისი თანაკლასელები იყვნენ ოსკარ შმერლინგი და გიგო გაბაშვილი. ამ უკანასკნელთან ვალერიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამ პერიოდში თვითონ ვალერიან გუნიაც გატაცებული იყო ხატვით.

1880 წელს ვალერიან გუნია დაუახლოვდა გრ. ჩარკვიანს და ზ. ჭიჭინაძეს, ხშირად დადიოდა მათ წიგნის მაღაზიაში ლორის მელიქოვის ქუჩაზე. ამავე წელს ვ. გუნიამ დაიწყო ქართული “სამუდამო” ( მუდმივმოქმედი) სცენის დაარსება. სწავლის პერიოდში ინტენსიურად კითხულობდა პოლიტიკურ ლიტერატურას და ჩაება იმდროინდელ არალეგალურ მოძრაობაში. იყო ნაროდნიკული, ხალხოსნური ორგანიზაციის წევრი. რევოლუციური ორგანიზაციის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე თავდასხმის შესახებ მოსწავლეთა არალეგალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის გამო ვალერიან გუნია სასწავლებლიდან გარიცხეს.

" წითელი ათწლეული »

  მიშელ დოიჩის წიგნი «წითელი ათწლეული» ( 2007) გვიყვება სამყაროს გარდაქმნის მსურველი თაობის დაკარგულ ჯარისკაცთა შესახებ. გერმანიაში მას უწოდებენ «პროტესტის თაობას».
  «წითელი არმიის ნაწილი» ( «რაფ» , «როტე არმეე ფრაქსიონ») ანუ ბაადერ-მაინჰოფის ჯგუფი გაჩნდა 1970 წლის პირველ მაისს.

  სტუდენტური ჯანყის უკანდახევის შემდეგ ანდრეას ბაადერმა, გუდრუნ Ʈ8;სლინმა, ულრიკე მაინჰოფმა და მათმა ამხანაგებმა გადაწყვიტეს დაწყება შეიარაღებული ბრძოლისა ლიბერალური სახელმწიფოს ავტორიტარული სტრუქტურების წინააღმდეგ. მათ სურთ გასამართლება მშობლებისა რომლებსაც ყველას უგამონაკლისოდ ბრალდება ყოფილი ნაცისტობა. « რაფი » აცხადებს რომ დადგა იმპერიალისტურ დედაქალაქებში შეიარაღებული ბრძოლის დრო, რომ ისტორიის სუბიექტი დღეს ისაა და არა გაბურჟუებული გერმანელი პროლეტარიატი.

                                      II    

" აღმოსავლეთ გერმანიის ( გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია « შტაზის » მე-12 განყოფილების ამოცანა იყო ბრძოლა ტერორიზმთან, მაგრამ « შტაზის » ეს ბრძოლა მეტისმეტად თავისებურად ესმოდა. .

  სწორედ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტრუქტორები წვრთნიდნენ და ასწავლიდნენ არაბ ტერორისტებს და « რაფის », მემარცხენე ექსტრემისტული იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრებს რომლებიც 1970-ან წლებში თავზარს სცემდნენ დასავლეთი, ფედერატული გერმანიის მკვიდრებს.

 ასე მაგალითად « რაფის » თავდასხმა ნატოს გენერალ ფრედერ+12;კ კროზენზე მოამზადეს და მისი რეპეტიცია მოაწყვეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მის მანქანას ტანკსაწინააღმდეგო დანადგარიდან ესროლეს « რაფის » ტერორისტებმა. ისინი ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ დასავლეთ გერმანიაში და იმალებოდნენ და იწვრთნებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტეტეროვის პოლიგონზე. სადაც წვრთნიდნენ ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებსაც. ასე გაწვრთნეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დღევანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი რონი კაზრილსი თუ ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრი დუმისო დაბენგვა.

   მოსკოველმა ამხანაგებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო პოლიტიკურ პოლიცია შტაზის 1960-ან წლებში დაავალეს რევოლუციის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების ექსპორტი ყოფილ კოლონიებში... ( გერმანული რადიო « გერმანული ტალღა », 18.05. 2003).


6.10.2011

თანამედროვეობის ფესვებთან

 გარდამტეხი 1968 წელი, «განებივრებულთა ჯანყი»
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 09 06, ხუთშაბათი, 17:19-ზე
ა 1968 წლის მაისიც...
ვის აღარ ახსოვს მაისი 68 ?  ეს «მოუხელთებელი» ვითარება დე გოლისთვის აფეთქდა სრული დასაქმების პერიოდში აყვავებულ, წყნარ, ობივატელურ და კოლონიალური ომებისაგან ბოლოს და ბოლოს განთავისუფლებულ საფრანგეთში. მოწყენილ
საფრანგეთში მოხდა პირველ რიგში ოიდიპოსური და კულტურული გარდატეხა : ომის შემდეგ დაბადებული თაობა აღნიშნავდა თავის ოც წელს და იწყებდა ლაპარაკს უფროსი თაობების წინააღმდეგ. ძველი სამყაროს კედლები შეზანზარდა მთელს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი 1968 წლის მაისიც. რა დარჩა 1968 წლის დღესასწაულისგან ? 30 წლის შემდე შედეგი კონტრასტულია. გაბატონებულმა აზრმა გასრისა რევოლუციური ოცნება. დევიზი « ყველაფერი პოლიტიკურია » შეცვალა დევიზმა « ყველაფერი ეკონომიკურია ». ალტერნატიური კულტურა, ესოდენ ძვირად დაპყრობილი სიტყვის თავისუფლება წალეკა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხმაურებმა. 30 წლის შემდეგ სახელგანთქმული « აკრძალულია აკრძალვა » განა უფრო ლიბერალიზმს არ გამოადგა ვიდრე თავისუფლებას, უფრო უკანონობას ვიდრე ცივიზმს ? ყველაფერი მოინელა ბაზარმა ? ილუზიების დაკარგვის, გადახრების მიუხედავად 1968 წლის მაისის ნათესებმა შესაძლებელი გახადა სამყაროს სხვაგვარად გააზრება, დააჩქარა ქალების მიერ

ევროპული ვნებების ისტორიიდან:

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე!
 ალან რიდინგი
 «და დღესასწაული გაგრძელდა, კულტურული ცხოვრება ოკუპირებულ პარიზში», ინგლისურად გამოცემული ამ წიგნის ფრანგული თარგმანი მალე უნდა გამოვიდეს. ალან რიდინგი 12 წლის მანძილზე იყო « ნიუ იორკ ტაიმსის »კულტურული კორესპონდენტი ევროპისთვის, იყო აგრეთვე მისი კორესპონდენტი მადრიდში, რიოში და მეხიკოში, ცხოვრობს პარიზში.
თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

კულტურა ოკუპაციის პირობებში.
ჰიტლერი პარიზში
მწერლები და არტისტები, მოხიბლვის ლამაზი ოპერაცია : პარიზში გაგზავნილმა ნაცისტმა ემისარებმა ბრწყინვალედ მოხიბლეს ფრანგი ინტელიგენცია და არტისტ-ხელოვანები. საფრანგეთის კულტურული ელიტის დიდი უმრავლესობა დაემორჩილა ცენზურის წესებს და ის დიდი არაფრით დახმარებია ანტინაცისტურ წინააღმდეგობას. მაგრამ ხელოვნებათა და მწერლობის დიდი ფიგურების უმრავლესობა აქტიური კოლაბორაციონისტები არ ყოფილან. გამონაკლისი საზოგადოდ ადასტურებს წესს. ომიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ბოლო ხანს გამოქვეყნებულ საუბრებში ჟან პოლ სარტრი ამბობდა რომ ფრანგებს, განსაკუთრებით მწერლებს და ხელოვანებს ნაცისტური ოკუპაციის დროს ჰქონდათ არჩევანი თანამშრომლობასა და წინააღმდეგობის გაწევას შორის. ცხადია რომ მან აირჩია მეორე გზა : « ჩვენ ყველა ფრანგს ვეუბნებოდით იმას რომ ჩვენ არ ვიქნებოდით გერმანელთა ნების შემსრულებლები”. ( ჯონ გერასსი, “საუბრები ჟან პოლ სარტრთან”, გრასე, 2011,; “ ტოკინგ ვიზ სარტრ”, იელი, 2009, პირველი გამოცემა ფრანგულადაა, მეორე-ინგლისურად). სარტრი კოლაბორაციონისტი მართლაც არ ყოფილა მაგრამ მისი ქცევა ნაკლებად გმირული იყო იმასთან შედარებით რასაც ომის დამთავრების შემდეგ ლაპარაკობდა. ალან რიდინგი რომლის შეხედულებაც ფრანგული ინტელიგენციის შესახებ არც მორალიზატორულია და არც შემწყნარებელი სარტრს ათავსებს წინააღმდეგობის შორეულ პერიფერიაზე. სარტრის პიესებს მისი თაყვანისმცემლnები და მოგვიანებით თვითონ სარტრიც თვლიდნენ ნაცისტებისადმი ოპოზიციის ფარულ გამოხატულებად, მაგრამ მათ უპრობლემოდ მიიღეს გერმანული ცენზურის ვიზა-ნებართვა და რაიხის ოფიცრები სიამოვნებით ესწრებოდნენ ამ პიესების პრემიერებს ისევე როგორც მათ შემდეგ გამართულ მიღებებს. ფილოსოფოსი უეჭველად უფრო ახლოს იყო სიმართლესთან როდესაც იმავე საუბრებში ამბობდა: “ 1939-1940 წლებში შეძრწუნებული ვიყავით ჩვენთვის საზიზღარი საქმისთვის სიკვდილის, ტანჯვის პერსპექტივით. ჩვენ არ გვინდოდა სიკვდილი და ტანჯვა ჩვენთვის საზიზღარი საქმისათვის, ესე იგი საზიზღარი, კორუმპირებული, არაეფექტური, რასისტული, ანტისემიტური საფრანგეთისთვის რომლებსაც მდიდრებისთვის ხელმძღვანელობდნენ მდიდრები. არავის სურდა სიკვდილი ამის გულისთვის და ეს მანმადე სანამ გავიგებდით რომ ნაცისტები უარესები იყვნენ.” მოთხრობები თავგადასავლების შესახებ : ჩემს ბავშვობაში ჰოლანდიაში ომის შემდეგ მტკივნეული მოგონებები გერმანული ოკუპაციის შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ადამიანთა მეხსიერებაში. მონაყოლი ისტორიები სარტრის პირველი დეკლარაციის სულისკვეთებისა იყო: ჩემი თანამემამულეები ან “კარგები” იყვნენ ან “ცუდები”, დაუმორჩილებლები და წინააღმდეგობის გამწევნი ან მონა კოლაბორაციონისტები. ჩვენი პროფესორები, ახლობლები, მეგობრები “კარგები" იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ქუჩის ბოლოს თამბაქოს დუქანში კანფეტების გამყიდველ ქალზე, მაგალითად, ამბობდნენ რომ ის გერმანელის საყვარელი იყო და მისგან და მისნაირებისგან არ უნდა გვეყიდა ნუგბარი საჭმელები და ტკბილეულობა ოცი წლის შემდეგაც. ჩვენ ასევე ძალიან გვიყვარდა თავგადასავლების საბავშვო მოთხრობები რომლებიც ხოტბას ასხავდნენ ომის გმირების გმირობებს. მხოლოდ მრავალი ათწლეულის შემდეგ გავიგეთ რომ ეს იდეა ცრუ, მატყუარა იდეა იყო, რომ “კარგის” და “ცუდის” კატეგორიები სულაც არ იყო მარტივი და რომ ადამიანთა უმრავლესობა არც განსაკუთრებით კარგი იყო და არც აბსოლუტურად ცუდი და რომ ნამდვილი გმირები და ნამდვილად ოხრები და ბოროტმოქმედები შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ. მდგომარეობა საფრანგეთში უფრო რთული იყო. 
ნაცისტები პარიზში
ნიდერლანდებისგან განსხვავებით საფრანგეთი დაახლოებით ერთი საუკუნე იყო გახლეჩილი პროგრესისტ რესპუბლიკელებად და გააფთრებით ანტისემიტურ ანტიდემოკრატიულ მოძრაობებად. 1914 წელს ნეიტალურად დარჩენილ ჰოლანდიელებს არ დაუკარგავთ მილიონზე მეტი ადამიანი პირველი მსოფლიო ომის სასაკლაოზე. ამას გარდა გერმანელებს ჰოლანდიაში არ გაუკეთებიათ ის რაც გააკეთეს არ უცდიათ ჰოლანდიური კულტურული ელიტის მოხიბლვა ქათინაურებით და მოსყიდვა სოციალური დაწინაურებითა და განსაკუთრებით დიდებულ მიღებებზე მიწვევით. ამსტერდამი არ იყო პარიზი... ფრანგმა ფაშისტმა მწერალმა და ნაცისტებთან თანამშრომელმა პიერ დრიე ლა როშელმა 1939 წლის დეკემბერში გარკვეული სიზუსტით აღნიშნა : “ომს არაფერი შეუცვლია, პირიქით, ფრანგები დაყოფილები არიან ისე როგორც არასდროს....” რიდინგი ხატავს ამ განხეთქილებების ბნელ სურათს. განხეთქილებებმა მწვერვალს მიაღწიეს დრეიფუსის საქმის დროს 1894 წელს და ანტისემიტმა მემარჯვენეებმა განსაკუთრებული სიმდაბლე გამოავლინეს მაშინ როდესაც 1936 წელს საბჭოს თავმჯდომარე გახდა წარმოშობით ებრაელი ლეონ ბლუმი. უკიდურეს მემარჯვენეთა მოძრაობა "ფრანგული აქციის" დამფუძნებელმა შარლ მორასმა მოუწოდა მისი მოკვლისკენ, ფიზიკური მოსპობისკენ მაშინ როდესაც მისი პოლიტიკა საფრანგეთს მიიყვანდა “ბლუმის საოცნებო ურჯულო ომამდე ჩვენი თანამებრძოლი იტალიელების წინააღმდეგ. კონსერვატორმა კათოლიკე მწერალმა მარსელ ჟუანდომ რომელიც ჟან კოქტოსთან და შემოქმედებითი წრეების სხვა დიდ ფიგურებთან ერთად ომის დროს ხშირად დადიოდა ლიტერატურულ სალონებში დაწერა: “ ბატონი
ნაცისტი ტკბება ეიფელის კოშკით
ბლუმი არაა ჩვენიანი, ვერც ერთი ევროპელი ვერ გაიგებს ვერასოდეს ვიღაც აზიატის აზრებს ». გერმანელები უკვე ოკუპაციამდე რამოდენიმე წლით ადრე ხიბლავდნენ გამოჩენილ ფრანგ ფიგურებს. ფრანგი ჟურნალისტი რობერ ბრაზილაში სხვებთან ერთად 1937 წელს მიიწვიეს ნიურნბერგში ნაცისტების შეკრებაზე დასასწრებად და ის იმდენად მოხიბლა და მოაჯადოვა ჰიტლერის თაყვანისმცემელთა მარშით გავლამ, დროშების ფრიალმა და დაფდაფების ცემამ რომ მან ეს მოვლენა შეადარა ზიარებას, ევქარისტიას. ალბათ მხოლოდ რეაქციონერ ფრანგს თუ შეეძლო ჰიტლერში ქრისტეს სხეულის დანახვა. რაიხის მომავალი ელჩი ოკუპირებულ საფრანგეთში ოტო აბეცი ქრთამავდა ფრანგული პრესის პატრონებს რათა მათ გამოექვეყნებინათ გერმანელების მაქებარი წერილები. ბრაზილაში, სელინი, დენოელი : სინამდვილეში ანტისემიტიზმს საფრანგეთში სულაც არ სჭირდებოდა გერმანელების გამხნევება. ბრაზილაში უკვე 1937 წელს ხელმძღვანელობდა ანტისემიტურ ჟურნალს “მე ვარ ყველგან” და ომის დროს იყენებდა ამ ჟურნალს ტრიბუნად ებრაელებისა და კომუნისტების სალანძღავად. სელინმა გა გამოაქვეყნა პამფლეტი სადაც ის ებრაელებს ბრალად სდებდა ხელის შეშლას გერმანულ--ფრანგული ალიანსისთვის. გაიყიდა ამ პამფლეტის 80 000 ეგზემპლარი. ფრანგული პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრება მოწამლული იყო პრონაცისტური სიმპატიებით. ამის მიზეზი სულაც არ ყოფილა გერმანიის და გერმანელების სიყვარული. მორასს, მაგალითად, ეჯავრებოდა გერმანია და და სელინს არა იმდენად უყვარდა გერმანელები რამდენადაც ეზიზღებოდა ებრაელები და კომუნისტები. ყველაფერ ამას ფესვები გადგმული ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციაში. მემარჯვენე ექსტრემისტებს სძულდათ საერო, დემოკრატიული და ეგალიტარული რესპუბლიკა, მრავალი მათგანი ოცნებობდა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენაზე. სხვებს ეჯავრებოდათ ნებისმიერი ინგლისური და ამერიკული გავლენის გამოვლენა. დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული ტრავმა. ყოველი დაპირისპირება გერმანიასთან აღვიძებდა მტკივნეულ და შემაძრწუნებელ მოგონებებს ესნის და ვერდენის სასაკლაოების შესახებ. თითქმის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ქვეყნის დიდ მამად გამოჩენილმა მარშალმა პეტენმა რომელმაც 1940 წელს სცადა ზავის დადება გერმანიასთან და შექმნა ვიშის ფსევდოდამოუკიდებელი სახელმწიფო. საფრანგეთი გადაურჩებოდა კიდევ მილიონი ადამიანის დაღუპვას. და მსხვერპლი რისთვის ? 1940 წლის დამარცხებისას ქვეყანამ დაკარგა ა ას ათასზე მეტი ადამიანი და იშვიათად თუ ვინმეს უნდოდა ისევ ერის დაცვა. მემარცხენეებს, სარტრსაც, ეზიზღებოდათ ის რასაც ხედავდნენ, ბურჟუაზიული, კორუმპირებული, რეაქციული ქვეყანა. ფაშისტები დრიე ლა როშელი და ბრაზილაში მადლიერები იყვნენ გერმანელებისა რომლებმაც მოსპეს დეკადენტური წყობა რომელშიც ბატონობდნენ ებრაელები, პროგრესისტები და ფრანკ-მასონები. ვიში ფაქტიურად იყო საუკეთესო საშუალება ძველი ანგარიშების გასაწორებლად, ფრანგული რევოლუციის მიერ მოტანილი ზიანი როგორც იქნა გამოსწორებული იქნებოდა. ებრაელებისგან და სხვა გამრყვნელი ელემენტებისაგან გაწმენდილი სისხლის ღრმა საფრანგეთი ფახზე დგებოდა დიდი ომის გმირის მფარველი ფარის უკან. ისმოდა სიმღერა : “ მშობლიური მიწიდან მოდის წმინდა ცეცხლი…… აი ჩვენ მარშალი! " ზოგი უფრო ზომიერი კონსერვატორი პოლ კლოდელის მსგავსად ასევე ბედნიერები იყვნენ იმით რომ გახდნენ « ხელისუფლების აღდგენის » ( მათივე სიტყვით) მოწმე რადიკალური ანტიკათოლიკური პარტიის ( პროფესორები, ადვოკატები, ებრაელები, ფრანკ-მასონები) სამოცწლიანი უღლის მოშორების შემდეგ. სამარცხვინო იყო სიტყვა “დეკადანსი”. მრავალი მემარცხენე, ცენტრისტ და მემარჯვენე თვლიდა რომ სკანდალებით, ჯანყებით და პოლიტიკოსთა ღალატით დაჭიანებული მესამე რესპუბლიკა იმდენად ავადმყოფი იყო რომ გარკვეული დისციპლინა სასარგებლო იქნებოდა საფრანგეთისთვის ამისთვის თუნდაც გერმანული ბატონობის ატანა ყოფილიყო საჭირო. ანგლო-საქსები ისევ საზიზღრები იყვნენ და რაიხის ჯარისკაცების ქცევა თავიდან მაინც შესანიშნავად კორექტული იყო.... მაგრამ რიდინგი იმასაც აღნიშნავს საკმაოდ სამართლიანად რომ მრავალმა ფრანგმა, მათ შორის კლოდელის ნაირმა კონსერვატორებმა ძალიან მალე შეიცვალეს თვალსაზრისი და სარტრთან ერთად დაასკვნეს რომ რა პრობლემებსაც არ უნდა გაეტანჯა საფრანგეთი “ნაცისტები უარესები იყვნენ”. ომის პირველი დღეებიდანვე იყო წინააღმდეგობის უბეები განსაკუთრებით ადამიანის მუზეუმთან დაკავშირებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის. არაპროფესიონალები იატაკქვეშა წინააღმდეგობის სფეროში, ეს მამაცი მეცნიერები და მწერლები რომელთაც ხელმძღვანელობდა ეთნოლოგი ბორის ვილდე დააპატიმრეს და მათი უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს.მათ შეკრებებს და პროკლამაციებს არ დაუჩქარებიათ ომის დამთავრება. იმ დროს როდესაც გერმანიის გამარჯვება ევროპაში თითქოს უეჭველი იყო, როდესაც დე გოლის ხმა ძლივს ისმოდა ( თუ კი მას ვინმე აქცევდა ყურადღებას) მათი მოქმედებები შეიძლებოდა ჩაეთვალათ არარეალისტურად, მეტიც, თავხედურად. მიუხედავად ამისა რიდინგი ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას: “ ისინი ფიქრობდნენ რომ ბევრად უფრო ადრე სიცოცხლისუნარიან ბრძოლამდე ფრანგებს საკუთარი თავი უნდა წარმოედგინათ წინააღმდეგობის გამწევებად, მათ უნდა უარეყოთ ღია თანამშრომლობა ნაცისტებთან და საკუთარი თავი დაერწმუნებინათ იმაში რომ ოკუპაციისათვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელი იყო”. უუნდა გავიხსენოთ ისიც რომ მიუხედავად ფრანგული ანტისემიტიზმის ძალისა საფრანგეთის ებრაელთა დაახლოებით 75% გადაარჩინეს დეპორტაციას ( 350 000-დან დაახლოებით 90 000 დაიღუპა). ჰოლანდიაში, სადაც ებრაელებს ნაკლებად სტანჯავდა ანტისემიტიზმი, დაიღუპა ებრაელთა დაახლოებოთ 75%. ვიშიმ 1940 წლის ზაფხულიდან მიიღო რასიული კანონები გერმანელების მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლის გარეშე. საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად საბჭოს თავმჯდომარე პიერ ლავალი და მისი ჩინოვნიკი პოლიციური საქმეებისთვის რენე ბუსკე პირადად იყვნენ პასუხისმგებლები ათასობით ებრაელის, მათ შორის ბავშვების დაპატიმრებაზე და დეპორტაციაზე და მათ არც ჰქონიათ განსაკუთრებით ანტისემიტების სახელი. მაგრამ ის რომ 1944 წელს კიდევ ცოცხალი იყო იმდენი ებრაელი განაპირობა უამრავი ფრანგის, მასწავლებლების, მღვდლების, წინააღმდეგობის მონაწილეთა, ექიმების, გლეხების და სხვათა სიმამაცემ