12.14.2011

ქრისტეს ნათქვამი ევროპელთა თვალით, ფარულის გაცხადება:



ცოდვილი დედაკაცი მარი 
მადლენი იესოს ფეხებთან
 სიმონ ფარისეველთან ყოფნის
 დროს.
  როდესაც იოსები და მარიამი მიდიან იერუსალიმში პატარა იესოს ტაძარში წარსადგენად მათ იღებს სულიწმინდით შთაგონებული მოხუცი სიმეონი რომელიც მარიამს ეუბნება: დაყენებულია ეს მრავალთა დასაცემად და აღსადგენად ისრაელში და დავის ნიშნად // ლუკა 2,34//.
  შეიძლება დავასკვნათ რომ იესო მოიტანს დავას და პროტესტს,მაგრამ მასაც შეედავებიან. ორივე შემთხვევაში მას არასოდეს დააკმაყოფილებს \ჩვეულებრივი შეხედულებები და შეთანხმებები ცისა და მიწის შესახებ.

   იესო უპირისპირდება მისი და რა თქმა უნდა ჩვენი ხანის საყოველთაოდ გავრცელებულ
ჩვეულებებს. მისი ოჯახის თაობაზე ის მსმენელებს ეტყვის თუ ვინ არიან მისი დედა, დები და ძმები და არ შეხვდება თავისი ოჯახის წევრებს რომელთაც სურთ მასთან ლაპარაკი:

    ვიღაცამ უთხრა მას: აი შენი დედა და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ. მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: ვინ არის ჩემი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები?


   თავისი ხელით აჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: აი ჩემი დედა და ჩემი ძმები. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც //მათე 12,47-50//.


     იესო ასევე აფრთხილებს: რადგან მოვედი რათა გავყო კაცი თავისი მამასაგან,ასული თავის დედასაგან და რძალი-თავის დედამთილისაგან //მათე 10, 35//.


    ჩვენ ვერ ჩამოვთვლით იესოს ყველა შეტევას რელიგიურ ხელისუფალთა წინააღმდეგ.




   ვაი თქვენ,მწიგნობარნო და ფარისეველნო,თვალთმაქცნო,რომ გამოჰყოფთ პიტნის,კამისა და კვლიავის მეათედს და გამოტოვრბული გაქვთ რაც მთავარია სჯულში-სასამართლო,წყალობა და სარწმუნოება; ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის დაგეტოვებინათ. ბრმა წინამძღოლებო,კოღოს მწურავებო და აქლემის მნთქავებო ! 
                ვაი თქვენ,მწიგნობარნო და ფარისეველნო,თვალთმაქცნო,გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, ხოლო შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. ბრმა ფარისეველნო,ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი,რომ გარედანაც სუფთა იყოს, 
              ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო,თვალთმაქცნო,რომ ჰგავხართ შეთეთრებულ სამარხებს,რომლებიც გარედან ლამაზები მოსჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით.
           თქვენც ასევე გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანების წინაშე,შიგნით კი თვალთმაქცობით და უსჯულოებით ხართ აღვსილნი.
          ვაი თქვენ,მწიგნობარნო და ფარისეველნო,თვალთმაქცნო,რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა სამარეებს. და ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ ვყოფილიყავით, არ ვიქნებოდით მათი თანამონაწილენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად საკუთარ თავს უმოწმებთ,რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.


                 იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?//მათე 23. 23-33//.

             იესო ჰეროდეს ადარებს მელას და თავის თავს ქათამს //ლუკა 13,31-34//. თანამედროვე პოლიტიკური ცნებებით ეს შეიძლება დახასიათდეს როგორც პოლიტიკური კარიკატურა რაც ზოგი რეჟიმის პირობებში შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდეს.

     იერუსალიმ,იერუსალი,მდამხოცავო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა!  რამდენჯერ მინდოდა შენთა შვილთა შეკრება,როგორც ფრინველი კრებს თავის ფრთებს ქვეშ ბარტყებს,და თქვენ არ ისურვეთ. აი გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად და გეუბნებით თქვენ : ვეღარ მიხილავთ ამიერიდან ვიდრე არ იტყვით: კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!//ლუკა 14,34//. 


             რაც შეეხება მისი როგორც ღმერთის კაცის ქცევას იესო იესო ყოველთვის აკვირვებს და იწვევს აღშფოთებას. მან მისცა უფლება კახპად ცნობილ ქალს დაეზილა მისი ფეხები, წაეცხო ძვირფასი ნელსაცხებელი და გაემშრალებინა ფეხები თავისი თმებით. ის ხვდება და პატივს სცემს წარმართებს და ეუბნება დიდ ქურუმებს და მოხუცებს " ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ მიდიან ღმერთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ იგი,ხოლო მებაჟეებმა და მეძავებმა ირწმუნეს იგი. თქვენ კი იხილეთ ეს და არ მოინანიეთ შემდეგ რომ გერწმუნათ //მათე 21,31-32//.

                წარმოდგენების არც ერთი სფერო არ გადაურჩა ძირფესვიან გადასინჯვას. მსოფლწესრიგიც კი.

                   ხშირად უთქვამთ რომ იესოს ხანაში ადამიანებს წარმოედგინათ სამ სართულად გაშლილი სამყარო. ზევით იყო მიუწვდომელი ცა,შუაში იყო ადამიანის სამყარო, მიწისქვეშ კი იყო შეოლი თუ ჰადესი სადაც ჩადიოდნენ ნაღვლიანი მიცვალებულები.

                  არა და იესომ ციური სასუფეველი წარმოადგინა როგორც მინდორში დაფლული განძი რომელიც არის ჩვენს ფეხქვეშ და მის აღმოსაჩენად საკმარისია დახრა//სასუფეველი ცათა წააგავს საუნჯეს მინდორში დაფარულს,რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს,მისი სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს,რაც გააჩნია,და ყიდულობს მინდორს, მქთე 13,44//.

          და ბოლოს ერთ-ერთი უკანასკნელი ქმედებით იესო არღვევს დიდ აკრძალვას: ის პურის სახით აჭმევს თავის სხეულს და ღვინის სახით ასმევს თავის სისხლს. რადგან ჩემი ხორცი საჭმელია ნამდვილი და ჩემი სისხლი სასმელია ნამდვილი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება და მე კი-მასში. როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მე მამით ვცოცხლობ,ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემით. ესაა ზეციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა,თავენმა მამებმა რომ ჭამეს//მანანა// და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს
         ამას ამბობდა სინაგოგაში,კაპერნაუმში სწავლებისას.ბევრი მის მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: მაგარი სიტყვაა,ვის შეუძლია ამის მოსმენა?.. 

          მას შემდეგ ბერი მის მოწაფეთაგანი წავიდა უკან და აღარ დადიოდა მასთან//იოანე  6,56-66//.

                                 იზრაელის ტრადიცია:

                      ამის მთქმელი იესო არ ყოფილა ნოვატორი. ის უფრო ეწერებოდა იზრაელის ტრადიციაში.

            წინასწარმეტყველები და ბიბლიის მნიშვნელოვანი პერსონაჟები ღმერთის მოსმენისას და მის სიახლოვეს ყოფნისას უარყოფდნენ ჩვეულებრის შეხედულებებს რომლებიც შემოფარგლული იყო ხელისუფლებისთვის ბრძოლისა და ახლომხედველური უსაფრთხოების საკითხებით. 
        თქმას იმისა რომ ღმერთი არის შემოქმედი და რომ ის არსებობს მის ქმნილებაში ჰქონდა დიდი შედეგები ყოველდღიური ცხოვრებისთვის. 


           სიცოცხლე ჩემთვის არ მოუცია ჯგუფს რომელსაც ვეკუთვნის,ის მოდის უფრო შორიდან. ეს განცხადება აუტანელია იმათთვის ვისაც სურთ ყველას და ყველაფრის გაკონტროლება და დამორჩილება. ის ნიშნავს რომ ადამიანს ძალუძს მათთვის გვერდის აქცევა. 


                   წყვეტა:


     მისი საზოგადოებრივი ცხოვრების დასაწყისში იესო შაბათს საუბრობს ნაზარეთში.ის კითხულობს ნაწყვეტს წინასწარმეტყველი ისაიადან რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: უფლის სული არის ჩემზე,ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად,წარმომგზავნა გულით დამწუხრებულთა განსაკურნებლად,ტყვეთათვის განთავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის საქადაგებლად,ჩაგრულთა თავისუფლად გასაშვებად,...//ლუკა 4,18//.

              იესომ უთხრა მსმენელებს რომ ეს ნათქვამი ეხლა ასრულდა მათ თვალწინ. მსმენელები გაოგნებულები არიან. ისინი იცნობენ იესოს და მის ოჯახს და აი ის ამბობს რომ მისი სიცოცხლის წყარო სხვაგანაა და არა სოფლის თემში. ის თითქოს ადგას სხვა გზას და არა იმას რაც გაუკაფა მას თემმა. მაშ იესო არ იქნება ერთგული თემისა რომლისგანაც ესოდანაა დაავადებული? 


                იესო ამბობს რომ უფლის სულმა მას გაუხსნა გზა და მისცა მისია რომლის მიცემაც არ ძალუძს ადამიანთა არც ერთ საზოგადოებას.


                   კანონის დარღვევები:


            


                 

No comments:

Post a Comment