6.22.2013

6.02.2013

ლოთობა და კგბ სპობს ხალხებს, ანტისტალინისტის სტალინისტად პერესტროიკა

რუსეთის მართლმადიდებლობის სახელგანთქმულ მოღვაწე და ქადაგ მამა ალექსანდრე მენს არაერთხელ მიუღია მუქარით სავსე ბარათები, ბოლოს მას ცულით თავი გაუხეთქეს. 1990 წლის 9 სექტემბერს ის ჩქარობდა ეკლესიისკენ სადაც უნდა მიესწრო ლიტურგიისთვის. 
 
სავარაუდოდ მოხდა შემდეგი: მასთან მიირბინა ვიღაც კაცმა და გაუწოდა ბარათი. მამა ალექსანდრემ ამოიღო სათვალეები და დაიწყო კითხვა. ამასობაში ბუჩქებიდან გამოხტა მეორე კაცი რომელმაც მამა ალექსანდრეს უკნიდან ჩაარტყა ცული (სხვა ვერსიით სამხედრო ნიჩაბი) //ალბათ ისეთი რომელიც გამოიყენეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, გ.მ.//.

დასისხლიანებული მღვდელი გაემართა სადგურისკენ. გზაში შემხვედრმა ქალმა კითხა თუ ვინ უქნა მას ეს. მამა ალექსანდრემ უპასუხა რომ არავინ, რომ ეს მას თვითონ შეემთხვა. მან მიაღწია კარამდე და დაეცა.

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის//გორბაჩოვის// და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი განკარგულებების მიუხედავად მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.

5.30.2013

5.08.2013

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე.

დიდი კატასტროფები პარიზში:
1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
არ ვიცი რაა უფრო დიდი უბედურება, სტიქიური კატასტროფა თუ პერესტროიკა მაგრამ ცხადია ის რომ ყველანაირ უბედურებას ერევა საზოგადოების მყოლი ერი და ხალხი.

რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული. 

ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.

ქართველებს კი, ვისაც საზოგადოება მოგვისპეს 1924-1945 და შემდეგ წლებში, რბილად რომ ვთქვა ცოტა გაგვიჭირდა არსებობა.


მაგრამ უნდა ითქვას რომ ლამაზი პარიზის გაშენებაც არ ყოფილა იოლი საქმე და მისი მკვიდრებსაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ჭირ-ვარამის გადატანა მოუწიათ. ეხლა არ შევჩერდებით ჰუნების და სხვა ვანდალ-ბარბაროსების თუ საფრანგეთის მათზე არანაკლებ ამაოხრებელი ნორმანების თარეშზე  და რევოლუციაზე. ეხლა ცოტას ვილაპარაკებთ პარიზში დიდ ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ მდინარე სენას ხშირ ადიდებებზე, 2009 წელს პარიზში გამოიცა სესილ რენოდას  წიგნი "დიდი კატასტროფები პარიზში"(Cécile Renaudin,Les grandes catastrophes à Paris) გთავაზობთ მის დიდ ნაწილებს.

2.07.2013

დათუნა, გურჯიხლი, უცნობი თამარი:

პატიმატ ტახნაევა
დათუნას ქართული ეკლესია დაღესტანში,"გურჯიხლი" ანუ "ქართველობა" დაღესტანში, უცნობი თამარი, შამილი, ალექსანდრე ბატონიშვილი...


"გურჯიხლი" ანუ ქართველობა დაღესტანში,დათუნას აკლესიის ისტორიიდან დაღესტნელი მკვლევარი პატიმატ ტახნაევას მიხედვით.
               
დათუნას ეკლესიის საკვირველი ბედი
ეკლესია რომელიც გაცოცხლდა იმამი შამილისდროს.

სტატისტიკის თანახმად რუსეთის ყოველი მეორე მიზგითი დაღესტანშია მაგრამ დაღესტანიმისი ისტორიის შუა საუკუნეების პერიოდში ქრისტიანული იყოქრისტიანული იყო  კავკასიისალბანეთიც (რომელიც ავტორის აზრით სამხრეთი დაღესტნის მიწის ნაწილიიყომთარგმნელი).
ქრისტიანული იყო შუა საუკუნეების ავარული სამეფო სარირი რომლის ცენტრიც ხუნზახშიიყო.