სომეხთა და ქართველთა გამაგიჟებელ იოზეფ სტრიგოვსკიზე:
იოზეფ სტრიგოვსკი, ავსტრია და სომხეთი, ავტორი კრისტინე მარანჩი,
ტოროს ტორამანიანის მიერ შეკრებილი მასალის საფუძველზე სტრიგოვსკიმ ჩაატარა უზარმაზარი მასშტაბის შედარებითი კვლევა და დაადგინა სომხეთის როლი ბიზანტიის, ირანის და დასავლეთ ევროპის ხუროთმოძღვრების განვითარებაში. ბევრმა აღნიშნა სტრიგოვსკის დებულებების საკამათო ხასიათი განსაკუთრებით ქრონოლოგიისადმი მისი დაუდევარი დამოკიდებულების და ხუროთმოძღვრების აშკარად რასიული ინტერპრეტაციის გამო. გაცილებით ნაკლები ყურადღება მიექცა სტრიგოვსკის განსაკუთრებით სომხეთით გატაცების მიზეზებს, რატომ გადაწყვიტა ამ გამოჩენილმა მეცნიერმა, ვენას პრესტიჟული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ამდენი დროის და ენერგიის დახარჯვა მსოფლიოს ამ უცნობი კუთხის ხელოვნებაზე წიგნის დასაწერად? მე ამ საკითხს განვიხილავ წიგნის ევროპული და აღმოსავლური კონტექსტის განხილვით. მე შევეცდები იმის დამტკიცებას რომ სტრიგოვსკის ყურადღება მიიპყრო პარალელმა მის საკუთარ სამყაროსთან, პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ავსტრიასთან....მისი ეს ნაშრომი არაა მარტო სომხეთის ხელოვნებისა და არქიტექტურის გამოკვლევა. აქ დეტალურადაა განხილული ლიტურგია, რელიგია, სამახსოვრო წარწერები და ლიტერატურული წყაროები.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რასიულ თეორიასაც. საქმე იმაშია რომ სომხები არიან ინდოევროპელები ანუ არიელები მაშინ როდესაც ქართველები კავკასიური რასისანი არიან.
უნდა ითქვას რომ სტრიგოვსკის აზრით უცხო იყო მხოლოდ დასავლეთიდან მისული ელემენტები. ირანს ის სხვანაირად უყურებდა. ის თვლიდა რომ სომხური ხუროთმოძღვრული ფორმები თავიდან ჩაისახა ირანში, რომ ირანის ფორმები ყოველთვის რჩებოდა ნამდვილი სომხური ტრადიციის ნაწილად.
სტრიგოვსკის აზრით სომხეთისთვის უცხო იყო ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და არა ირანიდან მისული ელემენტები.
ახალი სომხური ეკლესიების ცენტრალური ნაწილის დამაგვირგვინებელი გუმბათი იყო სომხური ნაციონალიზმის დროშა.
1918 წელს იოზეფ სტრიგოვსკიმ დაასრულა ფუნდამენტური ნაშრომი სომხური ხუროთმოძღვრების ისტორიის შესახებ, "სომეხთა ხუროთმოძღვრება და ევროპა" //Die Baukunst der Armenier und Europa//.
ა სომეხთა და ქართველთა გადამრევი სტრიგოვსკი. |
რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნაშრომში არის უნიკალური შედარებითი მასალა, უფართოესი გეოგრაფიული და ქრონოლოგიური მოცვით //კონსტანტინე დიდიდან ბაროკოს ხანამდე//. ასევე პირველადაა წარმოდგენილი სტრიგოვსკიდ მეთოდური სქემა რომელსაც შემდეგ ის იყენებდა თითქმის ყველა თავის ნაშრომში...
სტრიგოვსკის სომხეთისადმი ინტერესის კონტექსტი დღემდე შეუსწავლელია...თავიდან გამოვიკვლიოთ მისი გასაწყვეტილება სომხური ხუროთმოძღვრების მეზობელი საქართველოს ხუროთმოძღვრებისაგან გამოყოფის და შემდეგ შევადაროთ იმ დროის პოლიტიკური ვითარება ავსტრიაში და სომხეთში - ამ ფაქტორის როლი სტრიგოვსკის ყურადღების ამ თემისადმი მიპყრობაში. შეიძლება ითქვას რომ შუა საუკუნეების და თანამედროვე სომხეთში სტრიგივსკი ხედავდა მისი დროის ავსტრიის ვითარების ანარეკლს.
საქართველო versus სომხეთი. სომხური და ქართული არქიტექტურების მაგვსება, გააჩინა რამოდენიმე ჰიპოთეზა მათი ურთიერთობის შესახებ.
მე-19 საუკუნის ევროპულ მეცნიერებაში სომხური და ქართული ტრადიციები არ გაიყოფოდა ერთმანეთისგან და ისინი ითვლებოდნენ ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ამიერკავკასიურ შტოდ. //ევროპული მეცნიერებისთვის უაღრესად დამახასიათებელი ტერმინოლოგია, როდესაც სომხური ზეგანის ვრცელ ტერიტორიაზე განვითარებული ისტორია და კულტურა დაყვანილია ამიერკავკასიაზე, რედაქტორის შენიშვნა//.
მაშ რატომ განიხილავდა მათ სტრიგოვსკი ცალ-ცალკე? Die Baukunst-ის დასაწყისში სტრიგოვსკი ხაზს უსვამს სომხური და ქართული ხელოვნებების ერთმანეთისგან განსხვავების აუცილებლობას, თუმცა ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მათი გაყოფა არც ისე იოლია.
სტრიგოვსკის მოჰყავს თავისი მიდგომის ორი მიზეზი. პირველი - სიახლოვე კულტურულ ცენტრებტან. არსებობს საქართველოს და ბიზანტიის მჭიდრე კონტაქტების //განსაკუთრებით მათთვის საერთო მართლმადიდებლობის ხაზით// დამადასტურებელი საბუთები,მაგრამ ქვეყნის შემოქმედებითი შესაძლებლობების შეფასებისას სტრიგოვსკი ხაზს უსვამს მის იზოლირებულ გეოგრაფიულ მდგომარეობას.
მაშ რატომ განიხილავდა მათ სტრიგოვსკი ცალ-ცალკე? Die Baukunst-ის დასაწყისში სტრიგოვსკი ხაზს უსვამს სომხური და ქართული ხელოვნებების ერთმანეთისგან განსხვავების აუცილებლობას, თუმცა ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მათი გაყოფა არც ისე იოლია.
სტრიგოვსკის მოჰყავს თავისი მიდგომის ორი მიზეზი. პირველი - სიახლოვე კულტურულ ცენტრებტან. არსებობს საქართველოს და ბიზანტიის მჭიდრე კონტაქტების //განსაკუთრებით მათთვის საერთო მართლმადიდებლობის ხაზით// დამადასტურებელი საბუთები,მაგრამ ქვეყნის შემოქმედებითი შესაძლებლობების შეფასებისას სტრიგოვსკი ხაზს უსვამს მის იზოლირებულ გეოგრაფიულ მდგომარეობას.
სომხეთის ჩრდილოეთით მდებარეობა ხელს უშლიდა საქართველოზე სამი ძალის – ბიზანტიის, სპარსეთის და ალბათ სირიის გავლენას.
თავისთვის არატიპიური ტრადიციული სულისკვეთებით სტრიგოვსკი ამტკიცებს რომ სომხეთმა შეასრულა უფრო მნიშვნელოვანი როლი მთავარ კულტურულ ცენტრებთან //განსაკუთრებით როგორც ჩანს სპარსეთთან// მისი კონტაქტების წყალობით.
თავისთვის არატიპიური ტრადიციული სულისკვეთებით სტრიგოვსკი ამტკიცებს რომ სომხეთმა შეასრულა უფრო მნიშვნელოვანი როლი მთავარ კულტურულ ცენტრებთან //განსაკუთრებით როგორც ჩანს სპარსეთთან// მისი კონტაქტების წყალობით.
საქართველომ კი სტრიგოვსკის აზრით ვერ შესძლო თავისი საკუთარი მხატვრული ფორმების შექმნა და ის იძულებული გახდა დაყრდნობოდა სომხეთს.
ქართველთა შემოქმედებითი უძლურების საჩვენებლად სტრიგოვსკის მოჰყავს ანბანის შექმნის ანალოგია.
"ისევე როგორც სომხური ანბანის შემქმნელმა ანბანი შექმნა ქართველებისთვის, აქტიური გაცვლა ხდებოდა ფორმათა ხელოვნების სფეროშიც. ჯობია რომ ამაში დავინახოთ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ერთმანეთთან ახლო მიმდინარეობა და არა მეტოქეობა".
თუ პირველი წინადადების აზრს მივყვებით აქტიური გაცვლა უფრო სომხეთიდან საქართველოსკენ იყო ვიდრე პირიქით.
სტრიგოვსკის რწმენას ქართული ანბანის უფრო გვიან წარმომავლობაზე იზიარებდნენ და იზიარებენ წარსულის და დღევანდელობის მრავალი მეცნიერი. ამას ამბობს მეხუთე საუკუნის ადრეული წყარო "მაშტოცის ცხოვრება". მაგრამ ორი ანბანის შექმნის ქრონოლოგიაზე ისევ კამათობენ უმთავრესად სომეხი და ქართველი მეცნიერები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სტრიგოვსკიმ ანბანთა დამოკიდებულება გამოიყენა ანალოგიად. ის მუდამ ამტკიცებდა რომ ხელოვნების ისტორია დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინაა, მაგრამ ამ და სხვა შემთხვევებში ის აჩვენებს თუ რა გავლენა მოახდინეს მასზე ფილოლოგიურმა კვლევებმა.
სომხეთით სტრიგოვსკი განსაკუთრებით დაინტერესდა სომეხი ხელოვნების ისტორიკოსების გაცნობის შემდეგ. საუკუნეთა მიჯნაზე მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მიეძღვნა სწორედ სომხური ძეგლების შესწავლას. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ანისის გათხრები ნიკო მარის ხელმძღვანელობით და ზვარტნოცის გათხრები ხაჩიკ დადიანის //Дадян// მესროპ ტერ-მოვსესიანის ხელმძღვანელობით. ტოროს ტორამანიანმა გამოაქვეყნა სომხეთის მთავარი ეკლესიების თავისი პირველი სისტემატური გამოკვლევები. მან გაზომა თითქმის ყველა ეკლესია. ის კონცენტრირებული იყო მხოლოდ სომხურ ეკლესიებზე და არა კავკასიის მთელ რეგიონზე.
სწორედ ამ მეცნიერებს უნდა შეესრულებინათ მნიშვნელოვანი როლი სტრიგოვსკის მიერ სომხეთის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებაში. თავის Die Baukunst-ში სტრიგოვსკი ამტკიცებდ რომ მისი აზრი სომხური ხუროთმოძღვრების ქართულისგან განსხვავებულობის შესახებ განმტკიცდა 1889 წელს მის სომხეთში მოგზაურობისას. სტრიგოვსკის მოგზაურობის მიზანი იყო ეჩმიაძინში დაცული ხელნაწერის ნახვა და მას არ უნახავს სომხური თუ ქართული არქიტექტურის თითქმის არც ერთი ძეგლი, მაგრამ ის შეხვდა სომეხ მეცნიერებს და ასე შექმნა თავისი მასშტაბური კონცეფცია სომხური და ქართული ხუროთმოძღვრებების შესახებ ამ ხუროთმოძღვრებათა ძეგლების უნახავად.
სტრიგოვსკიმ ორი ერი ერთმანეთისგან გამოყო და სომხეთი ცალკე განიხილა უეჭველად მისი დროის პოლიტიკური და რასიული აზრის გავლენითაც.
ნაციონალიზმი მაშინ შეეხო მრავალ მაშინდელ გამოკვლევას. მისი განტოლება მრავალ შემთხვევაში უბრალო იყო: ერთი ერი - ერთი ტრადიცია.
ემილ მალის //Emile Male// და ჯოვანი რივოირას //Giovanni Rivoira// ნაშრომი შუა საუკუნეების მხატვრული სტილების განსაზღვრისას ეროვნულ საზღვრებზე აჩვენებს ანაქრონისტულ აქცენტს.
ამიერკავკასიის მრავალეროვანი ფენომენის აღწერა შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსულიყო გაბატონებულ მეცნიერულ აზრთან.
ჩვენ აქ ისევ ვხვდებით კონცეფციას რომელიც სომხეთს და სომხურ კულტურას შემოფარგლავს ამიერკავკასიის, სამხრეთ კავკასიის ვიწრო საზღვრებით. იქ იმხანად სომხური კულტურის ძეგლები უკეთ იყო შესწავლილი ვიდრე სომხური ზეგანის დანარჩენ ნაწილზე //რედაქტორის შენიშვნა//.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რასიულ თეორიასაც. საქმე იმაშია რომ სომხები არიან ინდოევროპელები ანუ არიელები მაშინ როდესაც ქართველები კავკასიური რასისანი არიან.
სტრიგოვსკი დიდად და დიდად აფასებდა არიულ რასას და თვლიდა რომ კავკასიელი არაარიელი ქართველები ინდოევროპიელ არიელ სომხებთან შედარებით განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე იდგნენ...
სტრიგოვსკის აზრით მდაბალი კავკასიელი ქართველები ემორჩილებოდნენ მაღალ არიელ სომხებს და უცხონი იყვნენ აღმოსავლურ-არიული ფორების აკვანი ირანისთვის.
მდაბალი კავკასიელი ქართველები სტრიგოვსკის მტკიცებით ავრცელებენ არიულ სომხურ ფორმებს. მისი მტკიცებით ქართული ხუროთმოძღვრების მსგავსება სომხურთან ამტკიცებს მაღალი არიული რასის უპირატესობას უფრო დაბალ კავკასიურ რასასთან შედარებით. სტრიგოვსკის ყურადღება მიიპყრო სწორედ არიულმა სომხეთმა, სომხური ხუროთმოძღვრების სავარაუდო არიულმა ბუნებამ.
მე-19 საუკუნეში ინდოევროპული ფილოლოგიის საფუძვლების ჩაყრის შემდეგ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაძლიერებულ ყურადღებას აქცევდნენ არიული ერთობის სხვა ასპექტებს. წამოაყენეს თეორიები კულტურული ტრადიციების, რელიგიის, და, სტრიგოვსკის შემთხვევაში, მხატვრული ფორმების შესახებ.
მაგრამ სომხური ხუროთმოძღვრების კვლევა სტრიგოვსკის აზრით გამართლებული იყო როგორც მისი არიული ხასიათით ისე მისი კავშირით თვითონ სტრიგოვსკის სამშობლოსთან. к Die Baukunst-ის წინასიტყვაობაში ის წერს რომ ჩრდილოეთმა უნდა დაინახოს თავისი კულტურის წყაროები სომხეთში, სპარსეთში და ინდოეთში.
ომისდროინდელი ავსტრიული ოპტიმიზმით სტრიგოვსკი გამოთქვამს იმედს რომ ომი მალე გააერთიანებს სხვადასხვა რეგიონის არიელებს და ისევ გახსნის ძველ "არიულ სახმელეთო გზას".
სომხური ხუროთმოძღვრების არიული ხასიათის მნიშვნელობა სტრიგოვსკისთვის აისახა მისი წიგნის მეორე სავარაუდო სათაურში "სომხეთის ადრექრისტიანული გუმბათური ნაგებობები. 4 წიგნი არიულ ხუროთმოძღვრებაზე". ეს ქვესათაური იგეგმებოდა სულ მცირე 1917 წლიდან და მოშორებული იქნა წიგნის პუბლიკაციის წინ.
მაგრამ ტექსტში დარჩა მითითებები მასზე. განყოფილებაში ინდოეთში არიული ხუროთმოძღვრების კვალის შესახებ სტრიგოვსკი წერს: "ყველაფერი რაც წარმოვადგინე ამ ნაშრომის ქვესათაურის //"4 წიგნი არიულ ხუროთმოძღვრებაზე"// შესაბამისად უნდა იძლეოდეს სტიმულს სხვადასხვა სამეცნიერო წრიდან ჩემი კოლეგების ყურადღების გასამახვილებლად".
ამ ეტაპზე სტრიგოვსკიმ ჩამოაყალიბა საერთოარიული ხუროთმოძღვრების კონცეფცია, თუმცა ის ჯერ იყო საწყის სტადიაზე. სტრიგოვსკიმ ალბათ ჩათვალა რომ მკითხველები არ იყვნენ მზად ამ არატრადიციული იდეისთვის და ამიტომ მოაშორა ეს ქვესათაური. იმ დროს სხვა მეცნიერულ დისციპლინებში გაბატონებული არიული იდეები ჯერ არ თამაშობდნენ შესამჩნევ როლს ხელოვნების ისტორიაში, მით უმეტეს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ისტორიაში. საზოგადოების ინტერესებისთვის პერიფერიულ თემაზე ამ ძვირი და 800-ტაბულიანი წიგნის გამოცემისას უნდა მოშორებულიყო ყველაფერი რასაც შეეძლო ხელის შეშლა მისი წარმატებისთვის.სტრიგოვსკისადმი მიწერილ წერილებში გამომცემლები "Anton Schroll & Co.“ ნანობდნენ ამ წამოწყების სარისკო ხასიათის გამო.
თავისი სამეცნიერო კარიერის შუაში მეცნიერმა დაიწყო არიული ღერძის შექმნა ხუროთმოძღვრებისთვის და ხელოვნებისთვის და მის ძალისხმევას თან ახლდა გაძლიერება ინტერესისა ხელოვნებაში ეროვნულის და რეგიონალურის მიმართ.
როგორც Die Baukunst-ში, ისე "ქრისტიანული საეკლესიო ხელოვნების წარმოშობაში" სტრიგოვსკი ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა "ადგილის გენიას" და ადგილობრივ ტრადიციებს.
როგორც დავინახავთ სომხური ხუროთმოძღვრება გამოხატავდა არა მარტო რასიულ, არამედ ეროვნულ მეობას. Die Baukunst დაიწერა 1913-1918 წლებში და ასეთი ფოკუსი არაა გასაკვირი, ომმა წინ წამოსწია იმპერიული მეობის და უსაფრთხოების საკითხები.
როგორც ავსტრიაში ისე სომხეთში იმ წლების მოვლენები იყო თანამედროვე ისტორიის ყველაზე მტკივნეულ და ღრმა მოვლენებს შორის.
ავსტრიაში ომი ემუქრებოდა იმპერიის საფუძვლებს, სომხეთში იმავე წლებში მოსპეს ხალხი და შემდეგ სახელმწიფოებრიობა აღდგა პატარა და დღემოკლე რესპუბლიკის სახით.
შემდეგ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ავსტრიისა და სომხეთის მდგომარეობის გავლენას სტრიგოვსკის მიერ სომხური ხუროთმოძღვრების გაგებაზე.
ეროვნული ხუროთმოძღვრების წარმოშობა. დავიწყოთ სტრიგოვსკის მიერ სომხური ხუროთმოძღვრების წარმოშობის აღწერით.
ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო მეოთხე-მეშვიდე საუკუნეები. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა იქცა სახელმწიფო რელიგიად, მე-5 საუკუნის დასაწყისში კი შეიქმნა სომხური ანბანი. მომდევნო ორი საუკუნე იყო ბოზანტიის და სპარსეთის იმპერიებთან მშვიდობის და ომების ხანა. ეს აისახა სომხეთის საზღვრების ცვლილებაში და მისი პოლიტიკური ავტონომიის და რელიგიური თავისუფლების ხარისხში.
ხუროთმოძღვრების ისტორია სტრიგოვსკის გადმოცემით არის საერთოეროვნულ აღმავლობათა და დაქვეითებათა მსგავსი თანმიმდევრობა.
სტრიგოვსკი ამტკიცებს რომ ცენტრალურ-გუმბათური შენობები სომხეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში პირველად გაჩნდნენ მე-4 საუკუნეში.
მე-5 საუკუნეში მათი მშენებლობა შეწყვიტეს იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვის აუზიდან სომხეთში მოხვდა ბაზილიკის ტიპი, მაგრამ მე-7 საუკუნეში ცენტრალურ-გუმბათური ფორმა აღორძინდა.
სტრიგოვსკი ხუროთმოძღვრების ამ განვითარებას ადარებს იმ დროის კულტურის განვითარებას-ანბანის გამოგონების შემდეგ გაჩენილი სომხური ლიტერატურის ტრადიციას.
"ფორმათა ხელოვნებაში, წერს ის, ბერძენთა და სირიელთა საეკლესიო სულს არასოდეს არ შეუღწევიათ იმდენი ხნით როგორც ლიტერატურაში.
ეროვნული საწყისების სული არის საეკლესიო ნაგებობებში..."
სტრიგოვსკის აზრით სომხური ხელოვნება და ხუროთმოძღვრება უფრო ძლიერად გამოხატავდნენ ეროვნულ მეობას იმიტომ რომ ისინი ნაკლებად გააფუჭა ხმელთაშუა ზღვიდან მომავალმა გავლენებმა.
სტრიგოვსკის აწუხებს ხმელთაშუა ზღვის გავლენები და ეს მაწილობრივ აყალიბებს მის შეხედულებას მეხუთე საუკუნეზე.
მეხუთე საუკუნეში გაძლიერდა მთარგმნელობითი საქმიანობა-სომხურად თარგმნიდნენ ბერძნულ და სირიულ ტექსტებს. ეს პერიოდი ითვლებოდა სომხური ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ პერიოდად, მაგრამ სტრიგოვსკი მას ნაკლები ენთუზიაზმით აფასებს.
სტრიგოვსკი ამბობს რომ სწორედ იმ დროს შეიტანეს სომხეთში ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ჰორიზონტალურად გაჭიმულ შენობათა ტიპი.
სტრიგოვსკი ამტკიცებს საუკუნის გადაფასების აუცილებლობას:
" მეხუთე საუკუნეს, განსაკუთრებით 407-440 წლებს უწოდებენ "ოქროს საუკუნეს", მაგრამ ფორმათა ხელოვნების თვალსაზრისით ეს მცდარია.
ფილოლოგები ალბათ არ ცდებიან როდესაც ლაპარაკობენ გრამატიკაზე და სტილზე, მაგრამ მეხუთე საუკუნეში სომხურ ტაძარში შეაღწიეს ბერძნულმა საეკლესიო ფორმებმა და მან დაკარგა წმინდა ეროვნული სახე.
სომხეთის ჭეშმარიტი ისტორია, ეროვნული კეთილდღეობის ბარომეტრი, სტრიგოვსკიდ აზრით შეიძლება დავინახოთ ხუროთმოძღვრების ძეგლებში. მეხუთე საუკუნემ მოიტანა აქტიური ლიტერატურული შემოქმედება, მაგრამ აგრეთვე ხუროთმოძღვრებაში შეიტანა უცხო ელემენტები რომელთაც დაამახინჯეს მეოთხე საუკუნის ფორმათა სიწმინდე.
უნდა ითქვას რომ სტრიგოვსკის აზრით უცხო იყო მხოლოდ დასავლეთიდან მისული ელემენტები. ირანს ის სხვანაირად უყურებდა. ის თვლიდა რომ სომხური ხუროთმოძღვრული ფორმები თავიდან ჩაისახა ირანში, რომ ირანის ფორმები ყოველთვის რჩებოდა ნამდვილი სომხური ტრადიციის ნაწილად.
სტრიგოვსკის აზრით სომხეთისთვის უცხო იყო ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და არა ირანიდან მისული ელემენტები.
მე-5 საუკუნეში ბაზილიკებს საკმაოდ ხშირად აშენებდნენ, მაგრამ მე-7 საუკუნეშუ ისინი მნიშვნელოვანწილად განდევნეს ცენტრალური დაგეგმარების ხუროთმოძღვრულმა ფორმებმა.
სტრიგოვსკის აზრით ეს იყო ერის აღმავლობის გზაზე დადგომის მაჩვენებელი.
თავში "ეროვნულთა გამარჯვება" სტრიგოვსკი აღწერს ეროვნული განახლების პროცესს: "ისევ გააძევეს ეპისკოპოსების მიერ სირიული და მცირეაზიური მეთოდიკით აგებული საეკლესიო შენობები... დამკვიდრდა მას შემდეგ გაბატონებული გუმბათური ნაგებობის ფორმა".
"გაუფუჭებელი" სომხური ფორმების ახალი საუკუნე ეროვნული გრძნობების ისეთივე მაჩვენებელი იყო როგორც მეხუთე საუკუნის მოვლენები.
ცენტრალური გეგმარების ეკლესიების მშენებლობა ნიშნავდა "ეროვნული გრძნობის აღმავლობას".
სტრიგოვსკის მტკიცებით "კაშკაშად ბრიალა ნაციონალიზმმა გამოიწვია მშენებლობის ჭეშმარიტი გაფურჩქვნა".
ამ ძეგლებში შეიძლება დავინახოთ ქვეყანაში გაბატონებული ახალი კლიმატი. ამისათვის საკმარისია შენობის გარეგნული სახის ერთადერთი სახასიათო ნიშნის, გუმბათის დანახვა.
ახალი სომხური ეკლესიების ცენტრალური ნაწილის დამაგვირგვინებელი გუმბათი იყო სომხური ნაციონალიზმის დროშა.
" ეროვნულის გამარჯვება ჩანს ნაგებობის დანახვისთანავე, ამბობს სტრიგოვსკი, -გუმბათი მაშინვე ბატონობს".
სტრიგოვსკი სომხური ხუროთმოძღვრების ისტორიას განიხილავს როგორც უცხო გავლენათა და ეროვნულის აღდგენის მონაცვლეობას, საზიანო დასავლური გავლენების და გარეშე ძალის გადაჭრით მომშორებელი კაშკაშად ბრიალა ნაციონალიზმის პერიოდების მონაცვლეობას.
ეს ყველაზე გარკვევით ჩამოყალიბებულია მესამე ნაწილის შესავალში.
"ხუროთმოძღვრების განვითარება არაა Kunstwollen //Kunst-ხელოვნება და wollen-მოსწრაფება, სწრაფვა, რედაქტორის შენიშვნა//. ეს უფრო არის გარკვეულ პირობებში და გარკვეული იმპულსებისას გაჩენილი აუცილებლობა, ნებაზე უფრო ძლიერი სწრაფვა. სომხებს სურდათ ერთადერთი, მეხუთე საუკუნის საეკლესიო მოძრაობის მიერ მოტანილი ბერძნულ-სირიული გავლენის წაშლა."
სტრიგოვსკის აზრით ხელოვნებაში განვითარებას სტიმულს აძლევა არა დიზაინის ფორმალური მოთხოვნები, როგორც თვლიდა რიგლი, არამედ ერის გადარჩენის ბევრად უფრო ფუნდამენტური ინსტინქტი.
სტრიგოვსკის აღიარებით მის თვალსაზრისზე მნიშვნელოვანწილად იმოქმედეს სომხეთის ისტორიის და რელიგიის როგორც სომეხმა ისე ევროპელმა მკვლევარებმა...
თვითონ სტრიგოვსკის ადრეულ ნაშრომთა დიდი ნაწილი ეძღვნება ბრძოლას უცხოურ დამახინჯებებთან.
აღმოსავლეთის, მცირე აზიის, სირიის, ირანის მკვლევარ სტრიგოვსკის განსაკუთრებით უყვარდა სომხეთი სადაც მან აღმოაჩინა რაღაც სრულებით უნიკალური- ირანისაგან განსხვავებით ქრისტიანული და მცირე აზიისგან და სირიისგან განსხვავებით არიული ქვეყანა რომელიც ეთნიკური თუ სახელმწიფოებრივი მთლიანობის სახით არსებობდა ქრისტიანობამდელი ხანიდან.
ამას გარდა სომხეთი, სტრიგოვსკის თანახმად, მუდამ ებრძოდა უცხოურ გავლენებს და ინარჩუნებდა ეროვნულ სახეს.
No comments:
Post a Comment