1.28.2012

130 წლის წინ,1882 წელს დაიბადა პაველ ფლორენსკი

http://shkolazhizni.ru/archive/0/n-51676/ 
1882 წლია 22 იანვარს, 130 წლის წინ დაიბადა პაველ ალექსანდროვიჩ ფლორენსკი, ბოლშევიკების მიერ მოკლული კიდევ ერთი კაიკაცი. რუსული კულტურის ვერცხლის საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი,მეცნიერი და ფილოსოფოსი. მისი ლიტერატურული გარემოს წევრები იყვნენ ვლადიმირ სოლოვიოვი, ანდრეი ბელი,ვალერი ბრიუსოვი, კონსტანტინ ბალმონტი,დმიტრი მერეჟკოვსკი,ზინაიდა გიპიუსი,ალექსანდრ ბლოკი....
მიხაილ ნესტეროვის სურათი
 "ფილოსოფოსები, პაველ ფლორენსკი
და სერგეი ბულგაკოვი" //1917//
პაველ ფლორენსკიმ უკვე უნივერსიტეტში დაინახა ცოდნის შეზღუდულობა და მიხვდა ღმერთის რწმენის გარეშე ჭეშმარიტების შემეცნება შეუძლებელია. მან გაიცნო დონის მონასტერში მცხოვრები ეპისკოპოსი ანტონი//ფლორენსოვი// და სთხოვა მას კურთხევა ბერად შედგომაზე. ეპისკოპოსმა მას ურჩია ტროიცე-სერგის სასულიერო აკადემიაში შესვლა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ფლორენსკი ხდება მასწავლებელი ამ აკადემიაში. ის წერს წიგნების ღვთისმეტყველების,ფილოსოფიის და ფილოლოგიის საკითხების თაობაზე. დაოჯახდება და ხდება მღვდელი.

ოქტომბრის გადატრიალებამდე რჩება 6 წელი.

პაველ ფლორენსკი რევოლუციის შემდეგ ხდება ტროიცე -სერგის ლავრას სწავლული მდივანი და სალაროს მცველი. მნიშვნელოვანწილად ფლორენსკის წყალობით გადარჩა მისი მთავარი სიწმინდე- წმინდა სერგი რადონეჟელის თავი.

ლავრის დახურვის შემდეგ ფლორენსკი მუშაობს სახალხო მეურნეობის სრულიად საკავშირო საბჭოში//ვსნხ// და მონაწილეობას იღებს რუსეთის სახელმწიფო ელექტრიფიკაციის //გოელროს// განხორციელებაში.  ფლორენსკიმ,რომელმაც 1904 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, გააკეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ნახევარგამტართა სფეროში.

მან შექმნა კარბოლიტი, რომელსაც უწოდეს "ფლორენსკის პლასტმასა".

მას აფასებენ იმდენად რომ აძლევენ სამსახურში მღვდლის სამოსში სიარულის უფლებას.

ფლორენსკი პირველად დაიჭირეს 1928 წელს. ის გადაასახლეს ნიჟნი ნოვგოროდში საიდანაც დაბრუნდა მწერალი მაქსიმ გორკის მეუღლე ე.პ.პეშკოვას შუამდგომლობის წყალობით.

მას კიდევ შეუძლია ოჯახთან ერთად წასვლა პრაღაში,სადაც უკვე დამკვიდრდა რუსული ემიგრაცია. მაგრამ მან თქვა რომ მტკიცედ ისწავლა ყოველი ადამიანის და ხალხების ბედს განაგებს უზენაესი ნება და რომ მას უნდა მივენდოთ.

ამდენად მორწმუნე პაველ ფლორენსკი ფიქრობს რუსეთის მომავალზე. მან ციხეში დაწერა ტრაქტატი "სავარაუდო მომავალი სახელმწიფო მოწყობა" რომელშიც ამბობდა შემდეგს:

"გეგმიანი ეკონომიკა დამღუპველია ქვეყნის მეურნეობისთვის. საჭიროა დეცენტრალიზაცია საქმიანობის იმ სფეროებში სადაც ეს შესაძლებელია-მაგალითად ვაჭრობაში და სოფლის მეურნეობაში. დიდი სახელმწიფო წარმოების გვერდით უნდა ვითარდებოდეს კერძო ინიციატივაც".              
ბოლშევიკებმა ეს უკვე ვერ აიტანეს. ფლორენსკის დააბრალეს არარსებული კონტრრევოლუციური ნაციონალისტური ფაშისტური ორგანიზაცია "რუსეთის აღორძინების კავშირის" ხელმძღვანელობა და 1933 წელს დაიჭირეს.

Pavel Florensky.jpg
პაველ ფლორენსკი
მას მიუსაჯეს 10 წლით ბანაკებში ყოფნა და გადაასახლეს შორეულ აღმოსავლეთში.

ბოლშენიკები ფლორენსკის იქაც იყენებდნენ და ამუშავებდნენ ბამლაგის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში სადაც ის იმუშავებს მუდმივი გამყინვარების პირობებში მშენებლობის ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიით რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ააგებენ ნორილსკს და სურგუტს.

1934 წელს ფლორენსკი გადაჰყავთ სოლოვკების ბანაკში სადაც ის იგონებს წყალმცენარეებიდან აგარ-აგარის და იოდის მიღების ხერს და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

მაგრამ ქვაყნისთვის სასარგებლო მართლმადიდებელი ბოლშევიკებს არ სჭირდებოდათ. მისი ღია და დაუფარავი მართლმადიდებლობა მათ საშიშად ჩათვალეს და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში 10 წლის პქტიმრობის მაგივრად მას მიუსაჯეს დახვრეტა.

მამა პავლე დახვრიტეს 1937 წლის 8 დეკემბერს.

სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე მან თავის მეუღლეს მისწერა:
"მთავარია ღირსეული ცხოვრება, არ იყო ცარიელი ადგილი და ტვირთი შენი ქვეყნისთვის და არა უზრუნველი ცხოვრება.

მ შესანიშნავი წერილის ავტორია ვინმე გალინა რეზაპკინა //ოდნავ შემოკლებული თარგმანი რუსულიდან//.

No comments:

Post a Comment