აღორძინების ხანის ნეოპლატონიზმის და ჰერმეტიზმის მამა ბიზანტიელი ფილოსოფოსი გიორგი პლეთონი |
პრაღა არის მაგიის დასავლური დედაქალაქი. 1510 წელს იქ აბატ ჟან ტრითეიმთან ერთმანეთს შეხვდნენ ფაუსტი,პარაცელსი და აგრიპა (ფრანსუა რიბადო დიუმა, მაგიის ისტორია, პარიზი, ბელფონდ, 1970, François Ribadeau Dumas, Histoire de la magie, Paris, Belfond, 1970).
სწორედ ამ ქალაქის ებრაულ კვარტალში აცოცხლებდნენ რაბები მათ გოლემს //იქვე//. მაგრამ ფილოსოფიით დაინტერესებული 3 სტუდენტი უფრო იმუშავებს "ქალდეურ ტექსტებზე". მაშ დავიწყოთ გარჩევა 3 მიმდინარეობისა მათი საერთო ჰორიზონტის დაუვიწყებლად.
ჩვენ შეგვიძლია მაგია, კაბალა და ალქიმია ერთად დავაჯგუფოთ ზოგადი ცნება "ჰერმეტიზმის" გამოყენებით. ერთი ბოლოდროინდელი წერილის დასასრულს ანტუან ფევრი // Antoine Faivre// ამ ცნებით აღნიშნავს მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-17 საუკუნემდე გაჩენილ აზროვნების სხვადასხვა მიმდინარეობას,მაგალითად ალქიმიას,რენესანსის "ფილოსოფია ოკკულტას"//philosophia occulta// მაგიას,ალექსანდრიულ ჰერმეტიზმს და მის ნეოალექსანდრიულ მანიფესტაციებს,და ზოგჯერ აგრეთვე ქრისტიანულ კაბალას. (Antoine Faivre,"Questions of therminology proper to the study of esoteric currents in modern and contemporary Europe",in Western Esotericism and tse science of Religion,17th Congress of the International Association for the History of Religions,Leuven,Peeters,1998,gv.9).
მაშ უნდა განისაზღვროს აზრის 3 მიმდინარეობა და თანაც ეს 3 მიმდინარეობა პარადოქსულად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს მიერ ანტუან ფევრთან ერთად ჰერმეტიზმად წოდებული საერთო ჰორიზონტის გამოვლინებად.
თავიდან პირველ რიგში ვთქვთ ქალდეაზე. ქალდეადან მოდის დროის ჩვენებური დაყოფა თვეებად,დღეებად,საათებად,წამებად,მაგრამ აგრეთვე ჩვენი ზოდიაქო,ჩვენი 360 გრადუსიანი წრე და მზის საათი(Louis Chochod,Histoire de la magie et ses dogmes,
Paris,Payot,1949,gv.84-85, ლუი შოშო,მაგიისა და მისი დოგმების ისტორის,პარიზი,პაიო,1949,გვ.84-85). ამბობენ რომ აბრაამს ურიდან,ევფრატის სანაპიროზე ქალდეის მთავარი ქალაქიდან,თან უნდა წაეღო კაბალაც.
"კაბალა,წერდა ლუი შოშო,არის მოსეიზმისა და ბაბილონის ტყვეობის ხანის //ძვ.წ.597// სხვა აღმოსავლური მეტაფიზიკებისათვის საერთო სისტემების ნაერთი...ის დოქტრინათა კორპუსად საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფილონისა და ალექსანდრიის სკოლის დროს//ა.წ. პირველი ს.//.// " ქალდეურ წინასწარმეტყველებათა ადგილი პლატონურ თეოლოგიაში, La place des oracles chaldaïques dans
la théologie platonocienne,Colloque interna-
tional de Louvain en honneur de H.D.
Saffrey et L.G.Westerink, Paris,Belles Lettres,2000,gv.109-162//.
მაგრამ ქალდეა არის აგრეთვე ფოკუსის წერტილი ე.წ. ქალდეური წინასწარმეტყველებისა. მაგიური აზრის კანონი ნაწარმოებია პლატონის "ტიმეოსიდან" რომელიც წარმოადგენს ძველი,შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფიების ჰორიზონტს.
ალქიმია თავის მხრივ განვითარდა საბერძნეთში III-VI საუკუნეებში. VI საუკუნეში ოლიმპიოდორე ალქიმიაზე უკვე ლაპარაკობს როგორც კარგად ჩამოყალიბებულ მეცნიერებაზე. ალქიმია ორი,წარმართული და ქრისტიანული ფორმით გაჩმდა მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში.
უფრო მოგვიანებით ისტორიული გავლენა მოახდინა კაბალამ. გერშომ შოლემის თქმით "აღმოსავლური წყაროებით ნაკლებად ნაკვები კაბალა თავიდან გაჩნდა სამხრეთ საფრანგეთში. ესპანეთში ის საოცრად სწრაფად აყვავდა და განვითარდა XIII-XVII საუკუნეებში. მისი კულმინაციური პუნქტია რაბი მოსე დე ლეონის ფსევდოეპიგრაფიკული წიგნი "ზოჰარი" //XIII საუკუნის ბოლო, C.G.Scholem,La Kabbale et sa symbolique,Pris,Payot,1980,გვ.108 გ. შოლემი,კაბალა და მისი სიმბოლიკა).
აქვე ვაზუსტებთ რომ ალქიმიის კავშირი კაბალასთან ნაკლებად ბუნებრივია ვიდრე ამას აღნიშნავდა ზოგი მითოგრაფი და ოკულტისტი. ბერნარდ სულერ "ენციკლოპედია იუდაიკაში" ამბობს რომ ალქიმიას და კაბალას აქვთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნები და სიმბოლური სისტემები. რაფაელ პატაე თავის მხრივ აღნიშნავს რომ ცნება ალქიმია არ ჩანს თალმუდურ ლიტერატურაში (Raphael Patae,The Jewish Alchemists,Princeton,Unicersity Press,1994,gv.160).
ქალდეურ წინასწარმეტყველებათა ათასწლოვანი ტრადიცია დასავლურ სწავლულ ლიტერატურაში აჩვენებს მაგიის გავლენას ცოდნისა და სიბრძნის უმაღლეს სფეროებზე.
დასავლური კოსმოლოგიის ყოველი მოვლენის ჰორიზონტის სამყაროს სხვადასხვა ადგილს ქალდეური წინასწარმეტყველების შესახებ პროკლუსის კომენტარზე მეტად ადგენენ მისი მოძღვარი სირიანუსის ნაშრომები. ცენტრისკენული რიგით იქ ჯერაა ზე-ციური( supra-céleste) ,ემპირეად // empyrée// წოდებული ადგილი სადაც არის ზეგრძნობადი,არამატერიალური და ღვთაებრივი ფორმები. შემდეგ არის გარე გარსი,რომელსაც უწოდებენ ცის ზურგს. შემდეგ მოდის ცის კამარა ანუ სფეროს შიდა გარსი და ბოლოს ქვე-ციური,ცისწვეშეთი ანუ ცისქვეშა კამარა რომელიც შეიცავს მატერიას.
უმაღლესი ადგილები დასახლებულია ზეგრძნობადი,გონებით მისაწვდომი ღვთაებებით. იგე-ებს,ამკრებებს აკისრიათ პრინციპებისკენ აღმავალი სულებისთვის დახმარების გაწევა. ცისქვეშა კამარა თავის მხრივ შეიცავს მატერიის შემადგენელ ოთხ ელემენტს და სწორედ ამ " დაბალ სამყაროში" უნდა დაუპირისპირდეს სული მატერიას და მასთან დაკავშირებულ ცუდ დემონებს რომლებიც ჯერ კიდევ ავსებენ ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანების,მაგრამ აგრეთვე აღორძინების ხანის სწავლულთა ბუნებრივ გქრემოს.
ამ დემონების რწმენა, მომდინარეობს, მაშ, ნეოპლატონური ტრადიციიდან და ეყრდნობა ფილოსოფიური და სამედიცინო ტრადიციის უდიდეს სწავლულთა კოსმოლოგიას და ფსიქოლოგიას და არა ხალხურ შიშებსა და უმეცრებას.
ალქიმია,თავის მხრივ,მრავალ ცივილიზაციაში არსებობდა უძველესი ხანიდან
( Z.R.W.M. von Martels éd. Alchemy revisited,Leiden,1990), მაგრამ ლათინურ დასავლეთამდე მან მოაღწია არაბული ცივილიზაციის სწავლული ტრადიციის მეშვეობით.
დასავლური ცივილიზაცია მაშინ გამდიდრდა გამოხდის,დისტილაციის ხერხით და გოგირდის და ვერცხლისწყლის მეტაფიზიკით,რაც დაემატა ოთხი ბერძნული ელემენტის მეტაფიზიკას( S.Matton,"Marsile Ficin et l'alchimie",in Alchimie et philosophie à la Renaissance,Paris,Vrin,1993,gv136 :
ჰერმეტიზმის მამა ჰერმეს ტრისმეგისტი |
მაგრამ ლათინურმა მეცნიერებამ მიიღო აგრეთვე მრავალი ნაყალბევი. ყველაზე გავლენიანებს შორის იყო ფსევდო-გებერის //ვინც არ იყო ჯაბირ იბნ ჰაიან// ნაწერები.
დოქტრინალურ დონეზე გარდაქცევის (transmutation) კონცეფციამ შეარყია ტრანსსუბსტანციის კონცეფცია,რისი შედეგიც იყო დაეჭვება მეტალურგების ხელოვნებაში და გამოსახდელი,დისტილაციის აპარატის (alambic) ექსპერიმენტში.
კაბალას წინამორბედი ალქიმია დასავლეთში შევიდა არაბული მეცნიერების თარგმნითა და შესწავლით.
ესპანეთის რეკონკისტის დროს აღმოჩენილი ალქიმია ნაწილობრივ თარგმნეს მე-13 საუკუნეში( Jacques van Lennep,Alchimie,Gand,Dervy,1985,gv.16.).
მაგრამ ესპანეთი იყო დასავლეთში ალქიმიის შესვლის უმთავრესი და არა ერთადერთი გზა.
მე-16 საუკუნე ხშირად ითვლება ალქიმიის ოქროს საუკუნედ. მეტიც,ამ საუკუნეს შეიძლება ალქიმიის საუკუნე ვუწოდოთ. მაშინ ჰორიზონტი გახსნა მრავალმა ექსპერიმენტატორმა და ექიმმა რომელთაგანაც ყველაზე სახელგანთქმული იყო პარაცელსი.
შუა საუკუნეებიდან უწყვეტად არსებული მაგია,მაშ,იფურჩქნება იმ დროს როდესაც ჯერ არ ეპარებათ ეჭვი ცისქვეშეთში დემონების არსებობაში.
მაგია მაშინ მეცნიერებაა. "ბუნებრივი მაგია, წერს პორტა,იგივე ბუნებრივი ფილოსოფია ანუ უმაღლესი მეცნიერებაა"( Giambattista della Porta,La magie naturelle, Editions de la Maisnie,
1975,gv.2).
კაბალა გამოჩნდა და კაბალისტებმა შუა საუკუნეების ყველაზე ვიზიონერი სწავლულების ყურადღება მიიპყრეს მე-14 საუკუნის ბოლოს.
1380 წლისთვის კონსტანტინეპოლში კაბალაში განსწავლული პირველი ბერძენი სწავლული უნდა ყოფილიყო ნეო-წარმართი ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ქალდეურ წინასწარმეტყველებათა კომენტატორი გემისტ პლეთონი Gémiste Pléthon//.
მაგრამ ებრაულ მისტიკაში და მის დემონებში განსწავლულ ინტელექტუალებს შორის ჰუმანისტების აღფრთოვანება ქალდეური სამედიცინო-ალქიმიური და რაბინული ბიბლიოთეკების ერთად დანახვით ყველაზე უკეთ გამოხატა პიკო დელა მირანდოლამ.
თუმცა უდრო ადრე უნდა ვილაპარაკოთ მარსილიო ფიჩინოზე და ალქიმიაზე.
2.
ბოლო ხანს სილვენ მატონმა აჩვენა მარსილიო ფიჩინოს ალქიმიის ისტორიაში ჩართვის აუცილებლობა.
ფლორენციის პლატონური სკოლის მოძღვარი და "ერუდიტთა პრინცი" იყვნენ იმ დროის ჰერმეტიზმის ორი მთავარი ფიგურა.
მარსილიო ფიჩინომ იქ ითამაშა უდიდესი როლი 1471 წელს ჰერმეტული კორპუსის თარგმნით,მისი პლატონური მოძღვრებით და თეორიული ალქიმიური ნაწერებით ის გადმოსცემდა სპირიტუს მუნდის //სამყაროს სულის// მისეულ დოქტრინას .
პიკო დელა მირანდოლა თავის მხრივ არის ფილოსოფოსი რომელმაც თავის მსოფლმხედველობაში ჩართო კაბალა და ეს უკანასკნელი იქცა ბუნების ფარული კანონების ახსნის კოდად.
მაგრამ ალქიმია და კაბალა აღწევენ სხვადასხვა გზებით და მე-16 საუკუნეში ისინი ჯერ არ ეხებიან ერთმანეთს.
გაქრისტიანებული კაბალას მთავარი ფიგურაა კოსმოპოლიტური მისიის მქონე მარგინალი ინტელექტუალი გიომ პოსტელი (Guillaume Postel), სეფერ იეცირას მთარგმნელი Valérie Neveu-ს თქმით პოსტელის ნაშრომი იყო კაბალას ცენტრალური ნაშრომი,ზოჰარის, გამოქვეყნება. პოსტელმა 15 წლის მანძილზე ორჯერ თარგმნა ეს ნაშრომი,რაც მოწმობს იმაზე რომ პოსტელის აზრში "ზოჰარს" ეკავა ცენტრალური ადგილი (Valérie Neveu, "De Guillaume Postel à Richar Simon: Zohar et autres sources hébraïques
dans les collecyons de la bibliothèque de
Rouen",in Documents oubliés sur
l'alchimie,la kabbale et Guillaume Postel
offerts à François Secret,Genève,Droz,
2OO1,gv.251-277).
ცოტა მოგვიანებით ბოლო დრომდე გამოუქვეყნებელ ნაშრომში ჯორდანო ბუნო იძლეოდა მაგიის ერთ-ერთ განსაზღვრებას ექვსიოდე განსაზღვრებიდან,( G.Bruno,De la Magie, Paris,Allia,2000,gv. 7.იხ . Frances
A.Yates,Giordano bruno et la tradition her-
métique,Paris,Dervy,1996, ჯ.ბრუნო,მაგიაზე,პარიზი,2000).
მაგიის პირველი მნიშვნელობა მაგს//მოგვს// აიგივებს ბრძენთან ბერძენი სოფისტებიდან ებრაელ კაბალისტებამდე სპარსი მოგვების ჩათვლით.
მეორე მნიშვნელობა ეხება "სასწაულებს მხოლოდ აქტიური და პასიური პრინციპების გამოყენებით,როგორც ამას ვხედავთ მედიცინაში და ქიმიაში. სწორედ ამას უწოდებენ ბუნებრივ მაგიას";
ბრუნო შემდეგ მაგიას აიგივებს ფორმულებისმრიცხვებისა და ფიგურების დამოკიდებულებების გამოყენებასთან;
მხოლოდ ბოლოსაა მაგია მიჩნეული " ზემო დემონების დახმარებით ქვედა დემონებზე ბატონობის მიზნით გარეშე თუ უფრო მაღალი ძალების მოხმობად.... ". მაშინ ესაა ტრანსბუნებრივი თუ მეტაფიზიკური მაგია,რომელსაც ეწოდება თეურგია.
მაგია და ალქიმია ერთმანეთს ჰგვანან მათი კვლევის საგნის,ბუნების ფარული კანონების ხასიათით (H.Védrine,"Alchimie,hermetisme et philosophie chez
Giordano Bruno",in Alchimie et philosophie
à la Renaissance, op.cit.gv.362:
ბრუნოს თანახმად ალქიმია არის ბუნებრივი მაგიის ნაწილი. მაგია და კაბალა ამას გარდა ერთმანეთს ჰგვანან მათი ალფანუმერიული პერმუტაცია-გადაადგილებებით
( permutations alphanumériques) და მათ მიერ ზებუნებრივ არსთა მოხმობით.
და ბოლოს,ალქიმია და კაბალა ერთმანეთს თითქოს ნაკლებად ბუნებრივად უახლოვდებიან. ეს ხდება მოგვიანებით,ნახსენებ მიმდინარეობათა ინტეგრაციის სულ ბოლოს,როდესაც იმ ხანის ფალსიფიქატორი ავტორები იწყებენ ალქიმიის თაობაზე თხზულებათა წერას ებრაული ეზოტერიზმისთვის ტიპიური ინციაციური გადაცემის მოდელის მიხედვით. სულერის და პატაესის ნაშრომები დაგვიანებით შეხვედრას ხსნის იმით რომ ამ ორ სისტემას აქვს განსხვავებული მიზნები.
1616 წელს ჟან-ვალენტან ანდრეამ გამოაქვეყნა ნაშრომი "ქრისტიან როზენკროიცის ქიმიური ქორწილი"( Noces Chymiques de Christian Resencreutz).
ფილოსოფიური ქვის მიღების მსურველ ავტორს უნდა ჰქონოდა ინიციაციური გამოცხადება
რობერტ ფლადმა //Robert Fludd// თავისი 1617 წლის Utriusque cosmi-თ თავისი წვლილი შეიტანა ორი სისტემის კომბინაციის გავრცელებაში. აღნიშნული ორი პირველი ნაშრომი უაღრესად პოპულარული იყო და დღესაც უაღრესად პოპულარულად რჩება.
იმ ხანის ლიტერატურაში პრეცენდენტი უცნობია. ჯონ დის Monas Hieroglyphica 1564 წელს აე ეხება ალქიმიას და მხოლოდ ორჯერახსენებს ლითონს // თეორემები XXIII და XIV) დამბოლოს,გქმოუცდელი ყალბი ალქიმიკოსების ნაშრომი // თეორემები XVIII//; სიტყვა რომელიც თითქოს უპირისპირდება იმას რასაც Yates წერდა დიზე:
" რენესანსის დროს " ალქიმია",ახალი სტილი,დაუკავშირდა ახალ მაგიას და კაბალას.. დი არის ამის ერთი მაგალითი,ვინაიდან ალქიმია მასთან ხდება ინტერესთა ერთ-ერთი მთავარი ცენტრი".
ჩვენ საქმე გვაქვს ოკულტურ ჭეშმარიტებათა სამი სისტემის მეტაფიზიკურ შეხვედრასთან...
მოგვების და კაბალისტების ცა,ე.ი.10 სეფიროტის მიერ შექმნილი 4 სამყარო დასახლებულია ცოცხალი ენერგიის სხვადასხვა ფორმით // მაგ. ელოჰიმები,მთავარნაგელოზები და ანგელოზები,ელემენტალები //elementaux//,ონდინები და სხვ. ...
ჩვენ გვაქვს,მაშ,ორი სპეკულატური თეოლოგია რომლებიც ავითარებენ უხილავი,არამატერიალური,ზეგრძნობადი ფორმების ხილულ,მატერიალურ სამყაროს ფორმებთან დამაკავშირებელ რწმენას. პოპულარულ,მაგრამ პირველ რიგში და ძირითადად სწავლულ რწმენას. ეს რწმენა სულაც არაა მარგინალური.
ამ რწმენის თანახმად ადამიანს აქვს ხილულ,მატერიალურ ფორმებში ჩამალულ უხილავ,არამატერიალურ ფორმებთან ურთიერთობის უნარი და ამის ტექნიკა არაა დასავლური ცოდნის მარგინალური ტექნიკა,პირიქით,ანტიკური ხანის შემდეგ ის ცენტრალურ როლს ასრულებს მეტაფიზიკურ პეიზაჟში:
"ჯადოსნობა,წერდ ლიუკ ბრისონი, შეიძლება ჩაითვალოს პროკლუსის მიერ წარმოდგენილი პლატონური თეოლოგიის მთავარ ელემენტად.
აქედანაა შუა საუკუნეების რწმენა რომელსაც არ უარყოფს აღორძინების ხანის ჰუმანიზმიც და რომლის თანახმადაც გარემომცველი ჰაერი სავსეა მოხეტიალე სულებით.
აქედან გამომდინარე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში იქმნება სულებთან ურთიერთობის ხელოვნება...
სწორედ ამ თითქმის სხეულს,მაგრამ არა სხეულს,თითქმის სულს,მაგრამ არა სულს,ეყრდნობიან არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის და დღეგრძელობის უზრუნველმყოფელი მედიცინა,ჰიგიენა,დიეტეტიკა,არამედ ის ასტრალური მაგიაც,რომელიც იძლევა მატერიალური და ინტელეატუალური სიმდიდრის შეძენის საშუალებას ( S.Matton,"Marsile Ficin
et l'alchimie",in Alchimie et philosophie à la Renaissance,Paris,
1993,გვ..146).
ამ სულს ფიჩინო შემდეგნაირად ახასიათებს:" ძალიან თხელი სხეული,თითქმის არასხეული,და თითქმის უკვე სული,და ისევე თითქმის არა-სული და თითქმია სხეული".
ჩვენ,მაშ,შეგვიძლია დავასკვნათ რომ დასავლურ მე-16 საუკუნეში მაგიის კონცეფცია ბაზისური კონცეფციაა.
ითვლება რომ მაგია აღწერს ბუნების ჩვენთვის ხელმისაწვდომ,მაგრამ ფარულ თვისებებს რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ბუნების ეს ფარული ასპექტი ხშირად გაიგივებულია სიცოცხლის გარკვეულ ფორმასთან ან სულთან.
თავის ნაშრომში "ბუნებრივი მაგია" // La magie naturelle//
შარლ-გუსტავ ბურგ წერს:
" ბუნებრივი მაგიის კონცეფცია განუყოფელია მე-16 საუკუნის მენტალობათაგან.
აღორძინების,რენესანსის ხანის პრინციპია ვიტალურობა ანუ ყველაფრის დუღილი...
ა, კოირი //A.Koïre// შესანიშნავად ამბობს თავის ნარკვევში პარაცელსზე:
" მაგია ბუნებრივია იმიტომ რომ ბუნებაა მაგიური"(Giambatista della Porta,
La magie naturelle,Editions de la Maisnie,1975,gv.VI).
მაგია მაშინ მიდის ყველანაირ ჯადოსნობამდე და სასწაულამდე. ჩვენ ვხედავთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიჩინოს ვიტას აზრის ამ მიმდინარეობისთვის.
ფიჩინოს როგორც ალქიმიკოსის დანახვით ჩვენთ დავინახავთ აგრეთვე იმ გავლენას რაც მოახდინა ჰერმეტული კორპუსის სახელგანთქმულმა მთარგმნელმა და გამოჩენილმა ნეოპლატონიკოსმა.
ოკულტური ჭეშმარიტებები მაშ არის ჭეშმარიტებები ზეგრძნობადი ფორმების და გრძნობადი სამყაროს ბუნებრივი ფორმების ფარულ შესაბამისობათა შესახებ.
3.
ამას გარდა, ანტიკური ხანიდან არის ქალდეური წინასწარმეტყველებებიდან მომდინარე სულების და ებრაული კაბალის დემონების,ბრუნოს კლასიფიკაციაში წარმოდგენილი "მათემატიკური მაგიის" მატარებელი დემონების თანხვედრა და შეხვედრა. ის რომ პალესტინაში მე-16 საუკუნეში აყვავებულმა კაბალამ მოხიბლა დასავლელი ინტელექტუალები,შეიძლება აიხსნას ებრაული კულტურის პროგრესიული გამჭვირვალებით ლათინურობასთან შედარებით.
გერშომ შოლემის სწორი შენიშნვით 1492 წელს ებრაელების ესპანეთიდან განდევნის შემდეგ კაბალა ებრაელებისთვის იქცა მესიანური ტიპის პასუხად.
დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში ხდებოდა კაბალის სწავლება მიუხედავად იმისა რომ ზოჰარი შეიძლებოდა ყოფილიყო ფალსიფიკაცია და თალმუდი მრავალჯერ იყო დაგმობილი რომის პაპის მიერ.
იულიუს მესამემ 1533 და 1555 წლებში პავლე მეოთხემ 1555 წელს,პიუს მეხუთემ 1566 წელს და კლემენტ მეშვიდემ 1592 და 1599 წლებში გასცეს თალმუდის მოსპობის ბრძანება.
მიუხედავად ყოველივე ამისა გიომ პოსტელმა 1552 და 1553 წლებში ორჯერ თარგმნა და გამოსცა ზოჰარი და სეფერ იეცირაჰი, იმხანად უკვე ანიმიზმთან დაპირისპირებული ინტელექტუალები გაიტაცა კაბალას მსგავსმა ჯადოსნურმა მისტიკამ რომელიც ასწავლიდა აქამდე უცნობი დემონური ძალების მოხმობას. ეს იყო სიახლის,რომ არა ვთქვათ კომბინაციებისა და მანიპულაციების ახალი თამაშის მიმზიდველობა.
ბრუნო ამბობს რომ მაგიას პირველ რიგში მისდევენ ექიმები და ალქიმიკოსები. ალქიმიკოსის ჰაერში კაბალა გავრცელდა მოგვიანებით,რაც მე-17 საუკუნის დასაწყისში გააჩენს სხვა,სულიერი ალქიმიის ცნების ირგვლივ განვითარებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას რომლის ყველაზე ცნობილი ფენომენია როზენკრეიცერთა //Rose-Croix-tთა// ფენომენი.
ორმაგი გავრცელება შეიძლება შემდეგნაირად განაწილდეს: ალქიმია და მაგია იკვლევენ ერთი და იგივე ბუნების ფარულ კანონებს,მაშინ როდესაც მაგია და კაბალა ციფრების და ასოების გადასმის,ტრანსპოზიციის ( permutation) ხერხს.
ალქიმია დასავლეთში გამოჩნდა მეთორმეტე საუკუნეში და კაბალა მეთოთხმეტე საუკუნის დასასრულიდან. მაგრამ ყველაზე მეტად მე-15 საუკუნის დასასრულიდან.ალქიმიის და კაბალას კომბინირება მოხდება მოგვიანებით,მე-17 საუკუნის დასაწყისში,აღორძინების ხანის შემოდგომაზე.
ნათელია რომ ოკულტურ ჭეშმარიტებათა მატარებელი და მათ შესაბამის ეზოტერულ ტრადიციებზე დაფუძნებული ეს სამი მიმდინარეობა ერთმანეთზე ახდენდა გავლენას არა იმიტომ რომ ისინი სუნთქავდნენ ერთი და იგივე ჰაერით,არამედ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ამ ჰაერის მსგავსი ანიმისტური კონცეფციები.
ადამიანებმა დაივიწყეს რომ მოკვდავთა უმრავლესობისთვის ფარული მოვლენების განმხილველი ეზოტერული ტრადიციები განიცდიან ერთმანეთის გავლენას.
ყველაზე ფარული,ყველაზე საიდუმლო ჭეშმარიტება შეიძლება იყოს ის რომ სქიდუმლო ჭეშმარიტებები იოლად იცვლება ერთმანეთში ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ყალბდება,
აზრის ეს სამი მიმდინარეობა//ბუნებრივი მაგია,გაქრისტიანებული კაბალა და თეორიული და პრაქტიკული ალქიმია// ბატონობდა საუკუნეზე და ანტუან ფევრის //Antoine Faivre// აზრით ისინი შეადგენენ გულს იმისა რასაც უწოდებენ ჰერმეტიზმს....
8888888888888888888888888888888888
მთარგმნელის შენიშვნა:
ამით ვამთავრებთ ამ პატარა,მაგრამ ძალიან საინტერესო ნარკვევს. ჩვენ გვასწავლიდნენ რომ აღორძინების ხანა იყო მატერიალური,ხილული სამყაროსადმი ინტერესის გამარჯვება და შუა საუკუნეების მეტაფიზიკისა და მისტიკის დამარცხება,რომ აღორძინების ხანა იყო "რეალური ადამიანის დაბრუნება რეალურ სამყაროში".
არადა აღორძინების ხანის ადამიანისთვის სამყარო იყო სულიერი და კეთილი და ბოროტი უხილავი სულიერი ძალებით სავსე არსი.
აღორძინების ხანის ადამიანისთვის ამ უხილავ სულიერ ძალებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ადამიანის და სამყაროს ბედს // თემის გაგრძელება იქნება//.
dzalebith romlebthanac urthierthobacgansazghvravda mnishvnelovantsilad adamianis
da samyaros beds. am didi themis gagrdzeleba
iqneba...
888888888888888888888
ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-2:
4.
ჟაკ დარიულა, ესთეტიკური ფილოსოფიის შესავალი (Jacques Darriulat,Introdiction à la pholosophie esthetique)
მარსილიო ფიჩინო ///1433-1499//
ბიბლიოგრაფია:
მარსილიო ფიჩინოს ნაშრომები : "პლატონური თეოლოგია", "სულის უკვდავების შესახებ","პლატონის "ბანკეტის" კომენტარი","სიცოცხლის სამი წიგნი".
მარსილიო ფიჩინო დაიბადა 1433 წელს ფუგლინში,ფლორენციის ახლოს. ფლორენციაში მან ისწავლა " ჰუმანიტეს"-ები, შემდეგ ფილოსოფია და მედიცინა. კოზიმო უფროსი // მედიჩის// ექიმის შვილმა,თვითონ ექიმმა,დაიწყო ლუკრეციუსის თარგმნით და მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა ეპიკურიზმის კვალი.
ის საკმაოდ ღრმად იცნობდა ასტროლოგიას//იმხანად მედიცინა და ასტროლოგია დაკავშირებული იყო ერთმანეთთან//. "სიცოცხლის სამი წიგნი" აჩვენებს რომ წამლები ნამდვილად აქტიურია მხოლოდ მაშინ როდესაც ვარსკვლავის მდებარეობა ხელსაყრელია დაავადებული ორგანოსთვის.
მარსილიო ფიჩინო საუცხოოდ ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. გემისტო პლეთონის წინადადებით ის გახდა კოზიმო უფროსის მიერ დაარსებული პლატონური აკადემიის ხელმძღვანელი.
გემისტო პლეთონი// Gemisto Pléthon , 1355-1450// იყო ფლორენციაში 1439 წლის კრების დროს ჩასული ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი.
ფანატიკოსი პლატონისტი გემისტო პლეთონი აცხადებდა რომ დადგა მოსეს,ქრისტეს და მუჰამედის რელიგიური ტყუილის დასასრულის და კლასიკური საბერძნეთის ღმერთთა უსწრაფესი დაბრუნების დრო.
1462 წელს კოზიმო უფროსმა მას მისცა ვილა გარეგიში,ფლორენციის ახლოს და მას გადასცა მრავალი ბერძნული ხელნაწერი.
საზოგადოდ მიღებულია რომ 1462 წელი არის პლატონური აკადემიის დაარსების თარიღი // ეს აკადემია უფრო იყო ახლო მეგობართა წრე.ისინი უფრო არაფორმალურად იკრიბებოდნენ//.
ეს აკადემია არის წინაპარი აკადემიებისა რომლებიც გამრავლდნენ მე-16 საუკუნის იტალიაში,მე-17 საუკუნის საფრანგეთში და ევროპის ყველა ქვეყანაში.
აკადემია შემოქმედთათვის იქცა მათი მდგომარეობის გაკეთილშობილების ინსტრუმენტად.
აკადემიკოსის წოდებას მხატვრობა მექანიკური ხელოვნების რანგიდან ლიბერალური ხელოვნების რანგში აჰყავდა. მხატვრებს ეს ანთავისუფლებდა კორპორაციათა ბატონობისგან.
1463 წელს ფიჩინომ დაასრულა ჰერმეტულ ნაწერთა თარგმნა და შემდეგ შეუდგა პლატონის დიალოგთა თარგმას,რაც გაასრულა 1469 წლამდე.
ესაა პლატონის პირველი სრული თარგმანი ლათინურად. 1469-1474 წლებში მან დაწერა თავისი "პლატონური თეოლოგია", მისი მთავარი ნაშრომი.
1473 წლის 18 დეკემბერს 40 წლის მარსილიო ფიჩინო აკურთხეს მღვდლად. მას არასოდეს ჰქონია მნიშვნელოვანი ხარისხი იერარქიაში და ის ძირითადად დაკავებული იყო მისი საყვარელი აკადემიით. 1474 წელს,მღვდლად კურთხევის შემდეგ,მან დაწერა "ქრისტიანული რელიგია",რომელიც ჰგავს რელიგიურ სწავლებას. 1484 წლის შემდეგ ფიჩინომ მრავალი წელი მიუძღვნა პლოტინის თარგმნას და კომენტირებას,რაც გამოქვეყნდა 1492 წელს. 1489 წელს ფიჩინომ გამოაქვეყნა ნაშრომი ასტროლოგიასა და მედიცინაზე "სიცოცხლის სამი წიგნი".
1494 წელს, პეტრე მედიჩის გაძევების შემდეგ,ის სახელგატეხილი წავიდა სოფელში.
მარსილიო ფიჩინო გარდაიცვალა 1499 წელს,სავონაროლადან ერთი წლის შემდეგ.
თავიდან მოხიბლული ფიჩინო მალე ჩამოშორდა სავონაროლას და გარდაცვალებამდე მან დაწერა სავონაროლას წინააღმდეგ მიმართული სიტყვა.
სავონაროლა კი მკაცრი იყო გარეგგის ბრძენის წარმართულ-ქრისტიანული სინკრეტიზმის მიმართ. მან განაცხადა :
"პლატონი ასწავლის თავხედობას და არისტოტელე ურჯულოებას"
( Chastel,Marsile Ficin et l'art,gv.14).
ჩანართი რუსული საიტიდან dic.academic.ru
(Pletho, Georgius Gemistus //გემისთო//) , 1355-1450. ბიზანტიელი მწერალი და ფილოსოფოსი,ძველბერძნული ფილოსოფიის კარგი მცოდნე და პლატონის დამცველი. მან მისტრაში//პელოპონესი// დააარსა სკოლა. ზოგი მოწმობით მან ეს სახელი დაირქვა მისი სათაყვანო პლატონის სახელთან თანაჟღერადობის გამო.
პლატონის მოძღვრებით დასავლელი ჰუმანისტები მან დააინტერესა 1439 წელს ფლორენციაში მოგზაურობის დროს. ის მონაწილეობდა ფლორენციის საეკლესიო კრებაში და იმედოვნებდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების შერიგებას.
კოზიმო მედიჩის მხარდაჭერით პლეთონმა დააარსა "პლატონური აკადემია" და მალე მის ირგვლივ შეიქმნა ფილოსოფოს ნეოპლატონიკოსთა წრე.
პლეთონის თხზულებებს შორისაა-ზოროასტრეს რელიგია//გამოქვეყნდა პარიზშო 1538 წელს// და პლატონის განსხვავებაზე არისტოტელესგან//გამოიცა ვენეციაში 1540 წელს//.
პლეთონი დაბრუნდა მისტრაში და გარდაიცვალა იქ 1450 წელს.
.
// გაგრძელება იქნება//.
dic.academic.ru
(Pletho, Georgius Gemistus)
(ок. 1355-1450), византийский писатель и философ, знаток древнегреческой философии и защитник Платона, основавший школу в Мистре (Пелопоннес). По некоторым свидетельствам, Плифон взял себе это имя из-за его созвучия с именем Платона, перед которым Плифон преклонялся и к учению которого привлек внимание западных гуманистов во время своей поездки во Флоренцию (в 1439) для участия в соборе, где надеялся добиться примирения Восточной и Западной церквей. При поддержке Козимо Медичи Плифон основал во Флоренции "Платоновскую академию", и вскоре вокруг него собрался кружок философов-неоплатоников. Среди сочинений Плифона - Религия Зороастра (опубликовано в Париже в 1538) и О различиях между Платоном и Аристотелем (опубликовано в Венеции в 1540). В 1441 Плифон возвратился в Мистру. Умер Плифон в Мистре в 1450.
ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-3:
მარსილიო ფიჩინო ყველაზე ხშირად ახსენებს ჰერმეს ტრისმეგისტს,ზოროასტრეს.დიდ ყურადღებას აქცევს აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკას, პითაგორას,პლოტინს,პროკლეს,იამბლიქს,მაგრამ მისი უდიდესი მოძღვარია პლატონი. ის პლატონს არისტოტელეზე ბევრად უფრო მეტად აფასებს და ასე შორდება შუა საუკუნეების მთელ ერთ ტრადიციას. მარსილიო ფიჩინო ამით ექცევა ქრისტიანული პლატონოზმის მიმდინარეობაში.
ფიჩინოს მთავარმა ნაშრომმა "პლატონის თეოლოგია" დიდი გავლენა მოახდინა დროზე.
გავუყვებით რა ფიჩინოს ამაღლებით( ascensionnelle) დიალექტიკას,ჩვენ პირველ რიგში შევისწავლით მის კოსმოლოგიას//ხილული სამყარო//,შემდეგ მის სულის თეორიას//ზეგრძნობადი სამყარო//,რათა ბოლოს გავიაზროთ მისი ღმერთისკენ სწრაფვის მოტივი,ესე იგი სიყვარული.
ხილული სამყარო :
მისი კოსმოლოგია,იერარქიზებული სამყარო,გეოცენტრული სისტემაა,თუმცა ფიჩინო თაყვანს სცემს მზეს,უხილავი ღმერთის ხილულ ხატს.
10 ცა ერთმანეთს მისდევს მზარდი სულიერების რიგით. ციური მატერია უკვდავია,მოძრაობა თანდათან იშვიათდება და წყდება ფიქსირებულთა სფეროში. სინათლე სულ უფრო და უფრო კაშკაშაა და უსასრულო ხდება ემპირეაში (Empyrée).
ციური ცეცხლის ადგილში სამყარო საფეხურებად მაღლდება ღვთაებრივ საფეხურამდე.
ღმერთი ასე აღწევს სამყაროში რომელიც არის მისი შემოქმედებითი აქტის ემანაცია;
Théologie,II,6:
"ღმერთი ყველგანმყოფია", ფიჩინოსთან ასე ხედავენ ძალიან ძველ ფორმულას. ის განმეორებულია აღორძინების ხანის პლატონური ჰერმეტიზმის მიერ.
ამ ჰერმეტიზმის თანახმად სამყარო არის სფერო რომლის წრეხაზიც არსადაა და ცენტრი კი ყველგანაა.
სფეროების მამოძრავებელი ძალაა კოსმიური სიყვარული.
ყოველი სფერო მიისწრაფის მასზე უფრო სრულყოფილ,მასზე ერთი საფეხურით უფრო მაღლა მდგომ არსთან შეერთებისკენ // იმიტაცია ასე არის უსასრულოდ დაუკმაყოფილებელი სიყვარული//.
ფიჩინო ამ მხრივ ეთანხმება დანტეს კოსმოლოგიას. "ღვთაებრივი კომედიის"
ჯოჯოხეთის,განსაწმენდლის და სამოთხის სამი საგალობელი ( chants) თავდება ერთი და იგივე ლექსით:"სიყვარული,რომელიც ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს".
სიყვარულით ამოძრავებული ეს სამყარო,მაშ,სულიერია // ყოველი მოძრაობა გულისხმობს სულს როგორც მამოძრავებელ პრინციპს//.
ეს სამყარო,მაშ,ცოცხალია,მას ასულდგმულებს უნივერსალური,საყოველთაო სიცოცხლე რომელიც წარმართავს ყველაფრის ზრდასა და აღორძინებას. "პლატონის თეოლოგიის" ზოგი პასაჟი გვახსენებს ვენერას ხოტბას,რომლითაც იწყება ლუკრეციუსის პოემა.
ფიჩინოს მიერ აღწერილ სამყაროს მართავენ მსგავსება და სიმპატია,თანაგრძნობა. მსგავსება- საგნები ერთმანეთს ეხმაურებიან ხილულის შიგნით და ხილულსა და ზეგრძნობადს შორის. ფორმის ანალოგია უდრის ფუნქციათა ექვივალენტურობას.
შეიძლება ითქვას რომ ფიჩინოსთან მეტაფორა და ანალოგია უდრის დემონსტრაციას.
ასეა რომ ვერცხლს აქვს მთვარის რაღაც ღირსება და ოქროს-მზისა,და ისინი იზიდავენ ამ მნათობების ფარულ ძალებს.
არაფერია იზოლირებული სამყაროში,ყველაფერი აღწევს ერთმანეთში და ერევა ერთმანეთს,ყველაფერი ირეკლება სარკეთა უსასრულო თამაშში.
ასე ხდება რომ ხმის გამომცემი ქნარი აჟღერებს მის გვერდით არსებულ ქნარს.
სწორედ ასე მოქმედებს ვარსკვლავების გამოსხივებები სხეულზე და სულზე ისევე როგორც ფეხმძიმე ქალი თავისი წადილის ხატს აღბეჭდავს ჩანასახის სხეულზე.
ასტროლოგია არის სიმპატიური,თანამგრძნობი სამყაროს მეცნიერება.
თვით მშვენიერება,რომელიც იბადება მთლიანობაში ნაწილების სიმეტრიიდან,ჰარმონიიდან და სრულყოფილი შესაბამისობიდან,არის ხატი ორგანიზებული კოსმოსისა რომელშიც ვერც ერთ ელემენტს ვერ შევხედავთ იზოლირებულად,სადაც ყოველ ელემენტს დავინახავთ მის ჰარმონიულ ურთიერთობაში მთლიანობასთან.
მშვენიერების სრულყოფილი თანხმობა თავის თავთან არის,მაშ,ხატი კოსმიური ჰარმონიისა რომელშიც ირეკლება შემოქმედის სიდიადე...
და სამყაროს მშვენიერება გამომდინარეობს მისი შემადგენელი ელემენტების სრულქმნილი პროპორციებიდან consonantias-ის da concordia discors-ის კანონების თანახმად:
აქედანაა ფიჩინოს მიერ ხშირად განმეორებული პითაგორული ანალოგია კოსმოსსა და მუსიკის პარტიტურას ( partition) შორის.
მუსიკის ჰარმონია ჩვენთვის მშვენიერია მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩვენი ყურისათვის იმეორებს კოსმოსის სფეროთა ღვთაებრივ მუსიკას.
სწორედ ამიტომაა რომ მსგავს ხატს შეუძლია სიმპატიით,თანაგრძნობით ეფექტური ზემოქმედება ობიექტზე რომლის ხატიცაა ის.
ამიტომ ენიჭება ფუნდამენტური მნიშვნელობა ხედვას,მსგავსებათა აღქმისათვის ყველაზე მზა გრძნობას // ეპიკურეს და ლუკრეციუსის თეორიების ახლო ტეორიის თანახმად ხედვა,მხედველობა არის სახეთა,ხატების მატერიალური მიღება//.
თვალი მიკროკოსმში არის მაკროკოსმის ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი მზის ხატი.
ასეა რომ ხედვის ობიექტი მოქმედებს მხედველ სუბიექტზე :
ასე მაგალითად ჭირიანთან შეხვედრა საკმარისია ჭირით დაავადებისთვის და ლამაზის მზერა საკმარისია თვალებით სიყვარულის გულამდე შესაღწევად.
სიყვარული ასე არის ჯადო,ჩვენ გვაჯადოებს ლამაზი ფიგურა რომელიც გვიყურებს და ჩვენში აღვიძებს მარადისობის წადილს.
ხილულ სამყაროში სულის სრულებით ზეგრძნობად ბუნებას ყველაზე მეტად უახლოვდება სინათლე,რომლის პრინციპადაც ფიჩინო თვლის უსასრულო სიჩქარეს:
ცეცხლი,რომელიც თავისი წმინდა ბუნების გამო მეტად უახლოვდება სულიერ ბუნებას... ასევე იძენს იღებს უხორცო და დაუყოვნებლად მოქმედი სინათლის გაჩენის უნარს.
ეს აძლიერებს სინათლისა და სულის მწვერვალი გონიერების ანალოგიას : გონი ჭეშმარიტებას ფაქტიურად იღებს მოულოდნელი გამოცხადებით და არა სილოგიზმის განვითარებით.
მშვენიერება,რომელიც არის გრძნობადის ზეგრძნობადის მიმართ სიმპატიის,თანაგრძნობის ნიშანი, არის სინათლისა და დიდმშვენიერების წყარო // ამ თემას ვხედავთ უკვე წმინდა ავგუსტინესთან და წმინდა თომასთან//.
სინათლე არის ერთგვარი ღვთაება რომელიც ამ ქვეყნის ტაძარში იმეორებს მსგავსებას ღმერთთან. ღმერთის ყველა ქმნილებათა გამნათებელი სინათლე არის ღვთაებრივი სიცხადის ერთგვარი "დიდმშვენიერება".
იმეორებს რა პლატონის "ბანკეტში" ამოკითხულ დაპირისპირებას,ფიჩინო ამბობს რომ ხილული სამყაროს მშვენიერება განსახიერებულია მიწიერ ვენერაში,ხოლო ზეგრძნობადი სამყაროს მშვენიერება-ციურ ვენერაში.
სამყაროს მშვენიერება,რომელსაც გვიმალავს ხანგრძლივი ჩვევა,ხოტბას ასხამს შემოქმედის სიდიადეს :
" ერთი ხანგრძლივი ჩვევა ასუსტებს აღფრთოვანებას. თუ კი მშობლებმა სულ პატარა ბავშვობიდან აღგზარდეს ყველა მხრიდან დახურულ სახლში,ისე რომ შენ არ შეგეძლო სამყაროს ამ წარმტაცი მშვენიერების დანახვა 30 წლამდე და თუ,მაშინ სახლის გახსნით მათ ის შენ უეცრად გაჩვენეს,შენ უეჭველად იმდენად აღფრთოვანებული იქნებოდი მშვენიერებით რომ მანამდე გაურკვეველი ეხლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ირწმუნებდი რომ ყველაფერი შექმნა ერთადერთმა უნიკალურმა დიდოსტატმა და ყველაფერს ეს დიდოსტატი მართავს" // გაგრძელება იქნება//.
ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-4:
სულის ამაღლება:
მატერიალური და ხილული სამყაროს ამ იერარქიას შეესაბამება სულიერი და უხილავი სამყაროს იერარქია.
"პლატონურ თეოლოგიაში" ფიჩინო განასხვავებს ხუთ ფუნდამენტურ სუბსტანციას:
1. სხეულს, განსზღვრულს რაოდენობითთ,ე.ი. განფენილობით...2.სულს,რომელსაც აქვს საკუთარი თავის შეცნობის,სხეულისაგან აბსტრაქციის უნარი,მაგრამ რომელსაც არსებობა შეუძლია მხოლოდ სხეულთან კავშირში. "შეიცან თავი შენი" ახასიათებს სულს,როგორც ეს პირველმა აღიარა სოკრატემ. ეს დაბრუნება საკუთარ თავთან ფიჩინოს აზრით აღნიშნავს წრის საუცხოობას,საკუთარი თავის ცნობას გრძნობად სამყაროში,,,3. ანგელოზი,ყველანაირი სხეულიაგან თავისუფალი სული,რომლის ცოდნაც სასრულო რჩება.
და ბოლოს ღმერთი,უსასრულო და ყოვლისმცოდნე სული.
ადამიანის სული,მატერიალური სხეულისა და ღვთაებრივი სულის დამაკავშირებელი არსი არის vincula anu copula mundi (Theologia,III,2).
ადამიანი მოქცეულია უკიდურესობათა შორის: ის შეიძლება დაეცეს და იქცეს ცხოველად ანუ მატერიაში ჩაფლულ სულად ან შეიძლება ამაღლდეს ანგელოზამდე,სხეულისგან თავისუფალ სულამდე.
ადამიანი,ან უფრო ადამიანის სული ამდენად არის ბუნების უდიდესი სასწაული
( Theologia,III,2,t.I gv?141 და142) :" ადამიანის სული,რომელსაც ფიჩინო timeos 35 a-ს თანახმად უწოდებს მესამე არსს არის ბუნების უდიდესი სასწაული //maximum est in natura miraculum// იმდენად რომ მას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ "ბუნების ცენტრი,ყველაფრის შუაგული,სამყაროდ შეერთება,ყველაფრის სახე,სამყაროს კვანძი და კავშირი".
აქ ვხედავთ ასკლეპიუსის ანუ Corpus hérmeticumის XIV traqtatis გახსენებას.
ავგუსტინეს ის მოჰყავს "ღმერთის ქალაქში":
" ადამიანი,მაშ,ო ასკლეპიუს, არის დიდი სასწაული ( magnum miraculum), პატივისცემისა და თაყვანისცემის ღირსი ცხოველი ვინაიდან ის გადადის ღვთაებრივ ბუნებაში თითქოს თვითონ ღმერთი იყოს..."(Asclepius,§2, გი რაშე სანის გამოცემა,1996.გვ.81-
სასწაული იმიტომ რომ სწორედ ადამიანის სულთან ერთად მაღლდება მატერიალური სულიერში და ქმნილება იხსნება ღვთაებრივის შეცნობისკენ
სწორედ ამიტომაა რომ ადამიანი,ე.ი. ადამიანის სული განსაკუთრებული ღირსებითაა შემოსილი სამყაროში,სწორედ მას ძალუძს მოწყვეტა გრძნობადისგან და ზეგრძნობადისკენ ამაღლება.
ანგელოზები ბინადრობენ სულიერის სამეფოში ისე როგორც მხეცები ბინადრობენ მატერიალურის სამეფოში,მხოლოდ ადამიანი მაღლდება საზღვრამდე,მხოლოდ ადამიანს ძალუძს ერთი სამეფოსგან მოწყვეტა და მეორე სამეფოსაკენ ამაღლება.
ადამიანის სულის სწორედ ეს თვისება ანიჭებს მას უკვდავებას .."პლატონური თეოლოგიის" ქვესათაურია "სულის უკვდავებაზე"//.
ადამიანის სული შფოთავს და გატანჯულია მელანქოლიით,ტანჯვით რომლის ობიექტიც განუსაზღვრელია და რომელიც სტანჯავს გენიალურ ადამიანებს.
მელანქოლიაზე "სიცოცხლის წიგნის" III-VII თავებში ვკითხულობთ შემდეგს:
სამყაროსაკენ მიქცეული სული ვერასოდეს ხვდება სიყვარულის ობიექტს. მას სიმშვიდის მოპოვება შეუძლია მხოლოდ შინაგანი სამყაროს გარდაქმნით,თუ კი ის მიმართავს თავის ჭეშმარიტ სამშობლოს,ანგელოზისა და ღმერთის ზეგრძნობად სამყაროს. სული დაჯილდოებულია ნებით,რომლითაც ნებავს თავისი სიყვარულის ობიექტი. სული დაჯილდოებულია გონიერებით,რომლითაც მას ძალუძს მისი სიყვარულის ობიექტის ხილვა დაუყოვნებელი ინტუიტიური ცოდნით.
ასეთი გამოცხადება ადამიანებისთვის იშვიათი და ხანმოკლეა,მაგრამ ის არაა შეუძლებელი.
მხოლოდ უფლის ხილვას ძალუძს მელანქოლიის შფოთის დამშვიდება.
ინტუიტიური ცოდნა უფრო მაღალია ვიდრე ლოღიკური დემონსტრაცია.
ამ ყოველთვის ხატოვანი და მეტაფორული აზრისათვის ცოდნა ხატის აღქმა უფროა ვიდრე რაღაც წინადადების განვითარება
ეს იწვევს ფიჩინოს აღფრთოვანებას ეგვიპტური იეროგლიფებით. ფიჩინო მათ იცნობდა ჰორაპოლონის Hierogliphica-dდან,რომელიც ითვლებოდა ერთი ეგვიპტელი ქურუმის ფარულად შენახულ გამოცხადებად. ეს ტექსტი,რომელიც ფლორენციაში 1419 წელს ჩაიტანა მღვდელმა კრისტოფორო ბუონდელმონტიმ,სინამდვილეში ბევრად უფრო ახალია იმიტომ რომ ისაა ა.წ მეორე-მესამე საუკუნეების უცნობი ალექსანდრიელის ნაშრომი. მის გამოცემას 1505 წელს ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა. მთელი კლასიკური ხანის მანძილზე ჰორაპოლონის სიმბოლიზმი გავლენას ახდენდა ძველი იეროგლიფების ინტერპრეტაციაზე.
იეროგლიფი ფიჩინოსთვის არის იდეა გარდაქმნილი ხატად,რაც სილოგიზმის რთულ გზას ცვლიდ იდეის ( ideias) უშუალო ხილვით :
" ეგვიპტელი ქურუმები ღვთაებრივ მოვლენათა აღსანიშნავად არ იყენებდნენ ასოებს,ისინი იყენებდნენ მცენარეების და ცხოველების სრულ ფიგურებს, რადგანაც ღმერთის აზრი მოვლენათა,საგანთა შესახებ არაა რთული,დისკურსიული აზრი,ისაა მარტივი და უშუალო ფორმა.დროის თქვენი გაზომვა,მაგალითად,მრავალფეროვანი და მობილურია, ის ხედავს რომ დრო მიედინება და ერთგვარი რევოლუციით დასაწყისს უკავშირებს დასასრულს. ის ქმნის საგანთა უსასრულო რაოდენობას და მათ სათითაოდ სპობს,
ეგვიპტელები მთელ ამ ცნებას ხედავდნენ ერთ ხატში სადაც წარმოდგენილი იყო ფრთოსანი გველი რომელსაც პირში უკავია საკუთარი კუდი. სხვა ხატები წარმოდგენილია სხვა ანალოგიური ხატებით,რასაც აღწერს Horus"(Chastel-is ნაშრომ "Marsile Ficin et l'art"-შიi, მარსილიო ფიჩინო და ხელოვნება-ში,gv.82-ზე მოყვანილი წერილი.
იდეა მოდის პლოტინიდან. პლოტინი ეგვიპტურ იეროგლიფებში ხედავდა ხატებით და არა წინადადებებით შემეცნების ნაშთს : მეხუთე ენეადა,VIII ( " ზეგრძნობად მშვენიერებაზე),5 da 6:
" ეგვიპტელი ბრძენები არ იყენებენ ნახატ ასოებს რომლებიც იშლებიან სიტყვებად და წინადადებებად და რომლებიც წარმოადგენენ ბგერებს და სიტყვებს.
ყოველი იეროგლიფი არის განსხვავებული რამის ხატი. ისინი მათ ხატავდნენ ტაძრებში ყოველი არსის ყველა დეტალის აღსანიშნავად. ყოველი ნახატი,ნიშანი,მაშ,არის მეცნიერება,სიბრძნე,რეალური რაღაც და არა რაღაც თანმიმდევრული აზრი,როგორც მსჯელობა ან განხილვა ".
პლოტინი უეჭველად ფიქრობს "კანონთა" სახელგანთქმულ ტექსტზე ( 656 d-e)
სადაც პლატონი ხოტბას ასხავს ეგვიპტურ ხელოვნებას. აღორძინების ხანის აღფრთოვანება იეროგლიფების სავარაუდო სიმბოლიზმით არის გამოცანების,საიდუმლოთა,ემბლემების მოდის გავრცელების საწყისი.
ეს თვალსაზრისი არის ჭვრეტითი ცხოვრების ნეტარება და სიტკბოება და წინასწარ გვაგრძნობინებს სამოთხეში მყოფ ნეტართა ცხოვრების გემოს.
იმ ხანის სიმბოლიზმის თანახმად მჭვრეტელობითი ცხოვრება უფრო მაღალი რანგისაა ვიდრე პრაქტიკული ცხოვრება,ისე როგორც რაშელი უფრო მაღლაა ლიაზე.
გონიერება ფიჩინოს თანახმად არის ყველაზე უფრო ინტუიტიური და მიჯნურის,შეყვარებულის და არა დედუქციური,ლოღიკური უნარი.
ფიჩინოს მორალი მიმართულია ამ მჭვრეტელობითი ცხოვრებისკენ,ამაღლებისკენ და ნაკლებადაა დაინტერესებული ადამიანთა მათ შორის ურთიერთობათა ეთიკით და პოლიტიკით ანუ მოქალაქეთა ურთიერთობით მათი ორგანულად გამაერთიანებელი სახელმწიფოს შიგნით.
გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროების საზღვარზე,შეერთების ადგილას მყოფი ადამიანური სული (anima) გაორდება გონებად ( mens) და სულად( animus) :
გონება,გონიერება არის სპეკულატური უნარი,რომელიც იძლევა ზეგრძნობადის ხილვის საშუალებას ; სული არის უფრო მატერიალური,ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ხასიათის,განწყობილების შემადგენელი ტემპერამენტი // გაგრძელება და დასასრული იქნება//.
iqneba).
ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-5:
სიყვარულის ფილოსოფია:
ფიჩინოს მთელი ფილოსოფია ასე შეიძლება გაგებული იქნეს როგორც სიყვარულის ფილოსოფია. პლატონის ნაწარმოებებიდან ის ყველაზე დიდი სიამოვნებით კითხულობს "ბანკეტს" და " ფედრს". არისტოტელეს მეგობრობის თეორიას ( Nic VIII) და ციცერონის De Amiticiaს ის უკავშირებს პავლეს სახელგანთქმულ წერილებს გულმოწყალებაზე,თანაგრნობაზე.
სული ნებით,მაგრამ ასევე გონიერებით //ვინაიდან მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ჩემი ამაღლება ღმერთის ხილვამდე და უსიყვარულო გონიერებას არ ძალუძს ცოდნა// მთლიანად ამოძრავებულია სიყვარულის მიერ.
მატერიალურ სამყაროსაც მთლიანად ამოძრავებს სიყვარული. სიყვარული არის წარმომქმნელი,წარმომშობელი,მშობელი ძალა რომელიც ახდენს სამყაროს ორგანიზაციას და აჩენს ფორმას საწყის ქაოსში.
სიყვარული არის აგრეთვე მიმზიდველი ძალა რომელიც სამყაროს სულის მთლიანობაში აერთიანებს სამყაროს შემადგენელ ნაწილებს
სიყვარული არის ერთიანობის ღვთაებრივი პრინციპი.
ადამიანური სიყვარული არის ღვთაებრივი სიყვარულის ანარეკლი გრძნობად,მატერიალურ სამყაროში და სიყვარულის ობიექტი არის როგორც გამოუთქმელი ღვთაებრივი მშვენიერების წინათგრძნობა.
ასეა რომ შეყვარებულებმა სინამდვილეში არ იციან თუ რა უნდათ სინამდვილეში :
სიყვარულის ობიექტისაკენ სწრაფვისას მათ სინამდვილეში სურთ ღმერთის ჭვრეტა : " აქედან გამომდინარე შეყვარებულის წადილს ვერ ამშვიდებს უმშვენიერეს სხეულთან სიახლოვეც.
შეყვარებული მიისწრაფის არა სხეულისაკენ არამედ სხეულში არეკლილი ღ;ერთის სიდიადისა და ბრწყინვალებისაკენ და შეყვარებულს საგონებელში აგდებს და მისთვის მისთვის მიუწვდომელია სწორედ ის რაც მას აღაფრთოვანებს.
სწორედ ამიტომაა რომ შეყვარებულებმა არ იციან თუ რა სწადიათ მათ ან თუ რას ეძებენ ისინი ვინაიდან მათ არ იციან თუ ვინ არის ღმერთი რომელმაც თავის ქმნილებებში დატოვა ტკბილი არომატი. სწორედ ეს არომატი გვაღელვებს ყოველ დღე".
და ფიჩინო პლოტინისგან იღებს ნარცისის ხატს. ნარცისისა რომელიც კვდება რათა ჩაიხრჩოს თავისი სიყვარულის გრძნობად კერპში,ნარცისისა რომელსაც არ შეეძლო ამ ხატი-ეკრანის უკან თავისი სიყვარულის ნამდვილი ობიექტის,შემოქმედი ღმერთის დანახვა.
სიყვარული,მაშ,არის დაბადება სულიერი სამყაროსათვის და სიკვდილი მატერიალური სამყაროსათვის, სიკვდილი საკუთარი თავისთვის და თავდავიწყება,საკუთარი თავის დაკარგვა სხვაში:
პლატონი სიყვარულს უწოდებს მწარე რამეს ( Amorem Plato rem amaram vocaf). ეს სწორეა ვინაიდან შეყვარებული კვდება.
თვით ორფეოსმა სიყვარულს უწოდა ტკბილ-მწარე ( glukupikron)ვინაიდან სიყვარული არის ნებაყოფლობითი სიკვდილი....
ამბობენ რომ შეყვარებული კვდება იმიტომ რომ საკუთარი თავის დამვიწყებელი მისი აზრი ფიქრობს მხოლოდ საყვარელზე...შეყვარებულის სული აღარაა მასში და ის ვინც აღარაა მასში აღარ ცხოვრობს მასში და ვინც აღარ ცხოვრობს კვდება.
ამიტომაა რომ შეყვარებული მკვდარია საკუთარი თავისთვის,მაგრამ ცხოვრობს ის სხვაში? რასაკვირველია".
ასე,თუ კი გონიერების დამახასიათებელი აქტი არის ზურგის შექცევა გრძნიობადი ივთებისთვის და საკუთარ თავში შესვლა,ეს მოქცევა შინაგანობაში არა იმდენად საკუთარი თავის აღმოჩენაა რამდენადაც სიმთვრალის აღმოჩენაა ვინაიდან მასში მყოფი ღვთაების აღმოჩენა თითქოს სწყვეტს სულს საკუთარი თავისაგან ექსტაზის მეშვეობით. სწორედ შინაგანობაში ჩნდება ტრანსცენდენტურობა.
ღმერთის სიყვარული ასე არის ყველა სიყვარულის ჭეშმარიტება. ყველანაირი მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში და შეყვარებულებს ერთმანეთი უყვართ ღვთაების საერთო განცდით.
აკადემიას უნდა შეეკრიბა მეგობრები სულში,რომლებიც დიოტიმეს თეორიის თანახმად შთაგონებული და განაყოფიერებულები უნდა ყოფილიყვნენ სიყვარულით,რასაც მათთვის უნდა ებიძგა მრავალი ლამაზი სიტყვის დაწერისკენ.
სასიყვარულო სიმთვრალის ამ განდიდებაში ვხედავთ შუა საუკუნეების თავაზიანი,კურტუაზული სიყვარულის,დანტეს,პეტრარკას სიყვარულის გახსენებას.
სიყვარული,რომელიც არის ემოციური სწრაფვა ღვთაებრივისკენ,ამაღლებისკენ,არის აგრეთვე ყველანაირი ცოდნის ჭეშმარიტი წყარო.
ნაშრომში "კომენტარები "ბანკეტზე" ფიჩინო იმეორებს პლატონის მიერ "ფედრში" ნახსენებ გაშმაგების,გახელების ოთხ სახეს:
სასიყვარულო სიგიჟე მიწიერი ვენერას თანახმად,პოეტური სიგიჟე მუზების თანახმად,მისტიკური გახელება დიონისეს თანახმად და წინასწარმეტყველური სიგიჟე აპოლონის თანახმად.
პირველი სულს სწყვეტს საკუთარ თავს და ასწავლის მას სიკვდილს. მეორე აღვიძებს მას კოსმოსის ჰარმონიის აღსაქმელად,მესამე არის განწმენდა რომელიც ადამიანს სწყვეტს გრძნობადს და მის ყურადღებას აპყრობს არა მატერიელური სამყაროს მრავალფეროვან ბრწყინვალებას არამედ მისი ერთიანობის პრინციპს.
და ბოლოს მეოთხე მაღლდება გონიერებით (mens),რომელიც არის სულის მწვერვალი,თვით ერთიანობის ხილვისაკენ.
და ბოლოს,როდესაც სული გახდა ერთი,ერთი ვამბობ მე,რომელიც არის ბუნებაში და სულის არსშიც,მას რჩება მხოლოდ დაუყოვნებლივ დაბრუნება ერთტან,ესე იგი ღმერთთან.
ამ ამოცანას სიყვარულის,ესე იგი მშვენიერების და სიკეთის წადილის მეშვეობით ასრულებს ციური ვენერა.
სიყვარული,მაშ,არის სულის ამაღლების პრინციპი და მიზანი.
ფიჩინო ასკვნის:"ყველა სიშმაგიდან ყველაზე ძლიერი და ყველაზე გამოჩენილია სასიყვარულო სიშმაგე".
სიყვარული არის შთაგონების უნიკალური,ერთადერთი მამოძრავებელი ძალა,პოეტების და მხქტვრების ღვთაებრივი სიგიჟე, furor divinus.
// "მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა და ეს სიყვარული აგვამაღლებსო",შოთა ბევრად ადრე მარსილიო ფიჩინომდე//.
დასკვნა იქნება
ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-6//დასასრული//:
მარსილიო ფიჩინო თავს ქრისტიანად თვლიდა და სულ არ ფიქრობდა იმაზე რომ წარმართობის და ქრისტიანობის მისი საინტერესო ნაზავი შეიძლება ჩაეთვალათ მწვალებლობად.
მარსილიო ფიჩინო დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველაზე ბრძენმა წარმართებმა,და,განსაკუთრებით პლატონმა, წინასწარ განჭვრიტეს ქრისტიანული გამოცხადება და რომ ღმერთის ერთი და იგივე იდეა შთააგონებს ყველა ფილოსოფიას და რელიგიას. ფიჩინოს აზრით ეგვიპტური ჰერმეტიზმი თუ ის რაც მას ჰერმეტიზმად მიაჩნდა არ ეწინააღმდეგებოდა მოსეს წიგნებს.
ფიჩინოს ისიც სწამდა რომ პლატონმა მიიღო ფილოსოფიის წიაღში ჭეშმარიტი რელიგიის გაჩენის და ასე ქრისტიანობის გაბატონებისთვის ნიადაგის მომზადების ღვთაებრივი მისია.
მაშ ებრაულ სიბრძნეს //მოსე//,წარმართი ბერძენი ფილოსოფოსების//პლატონი და ორფეოსი//მეგვიპტელების//ჰერმეს ტრისმეგისტი// თუ სპარსელების//ზოროასტრე// მსოფლმხედველობასა და ქრისტეს მოძღვრებას შორის არსებობს ფარული ჰარმონია.
აღორძინების ხანის ერუდიციის მიზანი,მაშ,იყო საყოველთაო უნივერსალური რელიგიის ადგება//იმისა რასა მოგვიანებით,ყველაზე მეტად მე-18 საუკუნეში,უწოდებენ "ბუნებრივ რელიგიას"// თვითონ ფიჩინო ლაპარაკობს "religio communis naturalisque"-ზე// რომლის უმაღლესი ჭეშმარიტება უნდა გაემხილა ქრისტიანულ გამოცხადებას.
მიუხედავად ამ ერთსულოვნების განცდისა ფიჩინოს ნაშრომს მსჭვალავს ერთგვარი ორაზროვნება მისი "სიცოცხლის წიგნის" სამედიცინო და ასტროლოგიურ მატერიალიზმსა //რის გამოც ის კიდეც დაგმო ეკლესიამ// და "პლატონური თეოლოგიის"სპირიტუალიზმს შორის.
ფიჩინოს მიერ სიყვარულის განდიდება ყოველთვის ორაზროვანია,ის მერყეობს მშვენიერების სენსუალურობასა და მისტიკური ჭვრეტის წმინდა სულიერებას შორის. ეს ორაზროვნება მოაზროვნისა რომელიც თავიდან იყო ეპიკურეველი და ლუკრეციუსის კომენტატორი და შემდეგ მიბრუნდა პლატონისკენ და წმინდა ავგუსტინესკენ ჩანს მთელ მის ფილოსოფიაში.
სწორედ ასე რომ ფიჩინოსთვის სული ერთის მხრივ არის გონიერება,სრულიად სულიერი უნარი,რომელსახ აქვს ზეგრძნობადის ხილვის და გრძნობისთვის ზურგის შექცევის უნარი.
ამავე დროს "სიცოცხლის წიგნი" სულს ახასიათებს როგორც ორთქლს,წმინდა,ცხელი და კაშკაშა სისხლის კვამლს,მისი შემადგენელი ოთხი განწყობის // მელანქოლია,ფლეგმატური,სასტიკი,გულფიცხი// მეტ-ნაკლებად ზომიერ წონასწორობას.
"სიცოცხლის წიგნშიც" ფიჩინო გრძლად ლაპარაკობს ხატების ეფექტურობაზე ვარსკვლავების გავლენებთან დაკავშირებით და ამავე დროს მაგიის მიმდევრობაში ბრალდების შიშით ამბობს რომ ამისი არ სჯერა.
ფიჩინოს პლატონიზმი იტალიაში გავლენას ახდენდა მთელი მე-16 საუკუნის მანძილზე და გავლენიანი იყო ჩრდილოეთის ქვეყნებშიც.
მარსილიო ფიჩინოს ნაწერებმა დიდი გავლენა მოახდინეს პარაცელსზე რომელიც გერმანიაში არის მთელი ფილოსოფიური ტრადიციის საწყისთან,
საფრანგეთში კი ჰუმანიზმის იდეების გავრცელებაში დიდ როლს ასრულებდნენ ფრანსუა პირველის და მარგარიტა ნავარელის ჰუმანისტური წრეები.
ერაზმი კარგად იცნობდა მარსილიო ფიჩინოს ნაშრომებს და კეპლერამდე //უფრო ვიდრე გალილეიმდე// მე-17 საუკუნის დასაწყისში განიცდის მის გავლენას ///თემა ალბათ დროებით ამით მთავრდება//.
___________________________________
amith mthavrdeba es thshemis azrith
dzalian saintereso shesavali aghordzine-
bis xanis philosophiashi, romelic gvithshve-
nebs rom sristianobis tsarmarthobith
shecvlis gardauvaloba-aucileblobis
mqadagebeli dasavleth evropashi iyo gada-
gvarebul-dakninebuli bizantieli " marthlma-
didebeli". is gvithshvenebs imasac rom
aghordzinebis xanis devizi " realuri ada-
miani realuri samyaroshi"-s realuri sam-
yaro da realuri adamiani sulac ar yophila
primitiuli erthudjrediani materializmi da
is savse iyo hermetuli da da ara marto her-
metuli misticizmith..;
marsilio phithshinos siyvarulis theoriaze
laparakis shemdeg ar sheidzleba ar gagva-
xsendes qristes sayvareli motsaphe
ioane da misi saxareba, rac uetshvelad
iyo marsilio phithshinos siyvarulis theo-
riis tsyaro :
" ramethu ise sheiyvara ghmerthma
qveyniereba,rom misca thavisi mxolod-
shobili dze ratha yoveli misi mortsmune
ar daighupos,aramed hqondes saukuno
sicocxle.
ramethu ar tsarmoagzavna ghmerthma
thavisi dze qveynierebaze ratha gaasa-
marthlos qveyniereba,aramed rom qvey-
niereba gadarthshes mis mier.
visac is stsams ar gasamarthldeba,xolo
visac ara stsams ukve msdjavrdadebulia,
radganac ar irtsmuna ghmerthis mxolod-
shobili dzis saxeli.
sasamarthlo ki is aris rom sinathle
movida qveynierebaze da adamianebma
sinathleze metad sheiyvares sibnele, vi-
naidan boroti iyo mathi saqmeni.
vinaidan yvelas,vinc borotebas
sthshadis, sdzuls sinathle da ar midis
sinathlesthan,rom ar iqnes mxilebuli misi
saqmeni... ( ioanes saxareba 3,16,20)
sayvarelno, gviyvardes erthmanethi,
ramethu ghmerthisaganaa siyvaruli, xolo
yoveli,visac uyvars, ghmerthisgan aris
shobili da icnobs ghmerths.
visac ar uyvars, mas ar sheucnia
ghmerthi,vinaidan ghmerthi siyvarulia
( mociqul ioanes pirveli tserili 4, 7-8)...
imashi sheicanith siyvaruli rom man
thavisi suli dado thshventhvis da
thshvenc unda davdoth sulebi erthma-
nehisthvis ( ioane I,3,16)
vinc ambobs rom sinathleshia, xolo
thavisi dzma sdzuls,igi kvlav bnelshi
imyopheba.
visac thavisi dzma uyvars is sinathleshi
rthsheba da sacduri ar aris masshi.
is ki,visac thavisi dzma sdzuls,bnelshi
imyopheba da bnelshi dadis, vinaidan sib-
nelem daubrmava thvalebi. ( ioane I,9-11).
thshven vicith rom sikvdilidan sicocxle-
shi gadavedith imitom rom gviyvars
dzmebi; visac ar uyvars,sikvdilshi
rthsheba ( ioane I,3,4).
usiyvarulod mze ar suphevs cis
kamaraze, mze, uxilavi ghmerthis xiluli
xati !...
No comments:
Post a Comment