12.12.2011

ქრისტეს ნათქვამი ევროპელთა თვალით, ყველაფერზე ძლიერია სიყვარული:

რემბრანდტი,უძღები
 შვილის დაბრუნება
   როგორც მამამ მე შემიყვარა,და მე შეგიყვარეთ თქვენ,დარჩით ჩემს სიყვარულში!
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ,ჩემს  სიყვარულში დარჩებით,როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში.
  ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით,რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და იყოს თქვენი სიხარული სრულყოფილი.
  ესაა ჩემი მცნება: რათა გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.  
იმაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია, ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის .//იოანე 15,9-13//.


   პარიზიდან ევრიში ჩასულს ხვდება პანო ევრის ახალი კათედრალის უზარმაზარი ფოტოთი რომელსაც ხაზს უსვამ სიტყვა სიყვარულის//amour//5 ასო.



   კათოლიკური ეკლესია იესოს მოწოდების არსად თვლის მოწოდებას სიყვარულისკენ. მართალია მაგრამ ის მუდამ უნდა იყოს დაკავშირებული სახარების სხვა მოთხოვნებთან.
   ორი თუ მრავალი რეალობის შეერთება აუცილებელია ყოველი მათგანის ზუსტად გაგებისთვის. ეს ძალიან კარგად გამოხატა წმინდა პეტრემ მის მეორე იწერილში:
   ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში სათნოება და სათნოებაში შემეცნება, შემეცნებაში-თავშეკავება, თავშეკავებაში-მოთმინება, მოთმინებაში-ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობაში ძმური სიყვარული,ძმურ სიყვარულში-სიყვარული. ვინაიდან თუ ეს არის და მრავლდება თქვენში, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში;ხოლო ვისაც ესენი არ გააჩნია,ის ბრმაა თავისი სიბეცით და დავიწყებული აქვს თავის წინანდელ ცოდვათაგან განწმენდა"//5-9//.


  იესოსთვის სიყვარული ხშირად ნიშნავს ორპირობისა და უსამართლობის დაგმობას. ის კარგად იცნობს ადამიანს,ნათლად ხედავს მოწინააღმდეგეთა ფარულ ზრახვებს და უყოყმანოდ,ოსტატურად და მტკიცედ,ზოგჯერ გესლიანადაც ამხელს მათ.


     მთელი სულიერი ცხოვრების ცენტრში:


    სიყვარული მრავალჯერაა ნახსენები სახარებებში. მარკოზს გამოჰყავს მწიგნობარი რომელსაც აინტერესებს ებრაელთა არსებობის ფუნდამენტური საკითხები და ეკითხება იესოს თუ რა არის კანონის არსი.  იესო იხსენებს ორ მცნებას: პირველი არის, ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი უფალი ერთი არს. და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა //ეს არის პირველი მცნება//.
   მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არის.//12 31//.


  მწიგნობარი დაეთანხმა და თქვა რომ ეს მართლაც მეტია ყოველგვარ მსხვერპლზე და შესაწირავზე.


  ეს სამმაგი განზომილების მქონე ორმაგი სიყვარული განსაზღვრავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან,სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან.


  7 საუკუნით ადრე ამ მწიგნობრამდე წინასწარმეტყველმა ოსიამ უკვე ჩაწერა ღმერთის შემდეგი სიტყვები:  მინდა მოწყალება, ლმობიერება და არა მსხვერპლი //ოს 6,6//.


მომთაბარე მწყემსი ძველი ებრაელებისთვის საქონლის მსხვეროლად შეწირვა იყო კულტის ერთ-ერთი მთავარი მომენტი და ოსიას  ეს ფრაზა მუდამ მოქმედებდა ებრაელთა ცნობიერებაზე და სვინდისზე.
   იესოს ხანაში მრავალი რაბინი თვლიდა მას ძალიან მნიშვნელოვან მოთხოვნად და იესოც ორჯერ იმეორებს ამას.  პირველად როდესაც კეთილგონიერთა მტრული განწყობის მიუხედავად მოწაფედ მოუწოდებს მებაჟე ლევის და მეორედ კი სადილობდა ამ მდიდარ პარიასთან//მათე 12,7//.ორივე შემთხვევაში იესო რიტუალურ და მორალურ მოთხოვნებზე მეტად აფასებს ადამიანთა მოთხოვნილებებს.
   მისი ხანის მრავალი ებრაელი მოაზროვნის მსგავსად ლმობიერება,მოწყალება ცენტრალური ღირებულებაა. . შევჩერდეთ ცოტა ხნით ამ მნიშვნელობით სავსე სულიერ განწყობაზე.


    ლმობიერება, მოწყალება,ღვთაებრივი ქალურობა:


  ლმობიერება,მოწყალება იმ ცნებებიდანაა რომლებიც როგორც ძველ ისე ახალ აღთქმაში გამოხატავენ მიდგომათა უდიდეს სიმდიდრეს რომელიც მოკლედ გამოიხატება სიყვარულის ცენტრალურ,მთავარ ცნებაში.  ლმობიერება,მოწყალება მოეთხოვება ადამიანებს მაგრამ მისი წყარო ღმერთშია. ებრაულ ენაში პარალელური ცნება რაჰამიმ აღნიშნავს დედის წიაღს,ღვთაებრივ ქალურს. ლაპარაკია დედის კავშირზე მის შვილთან, .
  საინტერესოა რომ რემბრანდტის სურათში "უძღები შვილი" მამასთან დაბრუნებული შვილი მუხლმოყრილია და თავს ადებს მამას მკერდს.
   შვილის გაქაცევა და ურთიერთობის გაწყვეტა ოჯახთან არის ცოდვის სიმბოლო, ადამიანი შორდება, სწყდება თავის ღვთაებრივ წყაროს. დაბრუნებული, ის უბრუნდება სიყვარულს.

      იესო ქრისტეში გაცხადებული ღმერთი :


   საუკუნეების სვლასა და იზრაელის სულიერი ცნობიერების დახვეწის კვალდაკვალ ებრაელებს უძლიერდებოდათ განცდა იმისა რომ ისინი უყვარდა ღმერთს.
  ამის დანახვა ადვილია როდესაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავაწყობთ ძველი აღთქმის ტექსტებს.


  ღმერთი იქ თავიდან აღქმულია როგორც მთელი სამყაროს და განსაკუთრებით ადამიანების შემოქმედი. შემდეგ როგორც ის  ვინც შეუწყო ხელი ადამიანის ცხოვრების დალაგებას //10 მცნება//, ფიზიკურ და სულიერ ზრდას. ღმერთს ძალიან უყვარს ის რაც გამოვიდა მისგან. როგორ უნდა გავიგოთ რომ ყოველი სიხარულისა და ყოველი ტანჯვის მიღმა მყოფი ღმერთი ესოდენ ღრმად განიცდის ადამიანთა წარმატებებსა და მარცხებს?


  ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ღმერთი ვლინდება იესო ქრისტეში.
ერთხელ ის შეხვდა ახალგაზრდას რომელსაც ძალიან უნდოდა მარადიული ცხოვრება და ათი მცნებით მოთხოვნილზე მეტის კეთება. იესომ მას შეხედა და შეიყვარა. მაგრამ მოძღვრის სიყვარულით სავსე  მზერა მომთხოვნი იყო. მან თანამოსაუბრეს მოსთხოვა მთელი მისი ქონების გაყიდვა და დარიგება ღარიბებისთვის. მაგრამ ამ რჩევის შესრულება სამწუხაროდ აღემატებოდა ახალგაზრდის ძალებს და ის ნაღვლიანი გაშორდა//მარკოზი,10,17-23//. მისმა ნაღველმა დაანაღვლიანმა იესოც რომელმაც უთხრა მოწაფეებს:რაოდენ ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სასუფეველში."


   აღაპი, აგაპე-უპირობო სიყვარული: აგაპეს


   ბერძნები ერთმანეთისგან ანსხვავებდნენ სიყვარულის სამ დონეს. პირველია პორნეია, მესაკუთრე, ყველაზე ტრივიალური მნიშვნელობით ეროტიული სიყვარული, მეორეა ფილია, მეგობრობა და სხვის პატივისცემა, და ბოლოს სახარებათა ტექსტებში გვხვდება სიტყვა აგაპე, უანგარო და უპირობო სიყვარული, ასე უანგაროდ და უბირობოდ შეყვარებულს უყვარს საყვარელი წასვლის, მეტიც, უმადურობის შემდეგაც. უყვარს არყოფნი, მეტიც, ურთიერთობათა გაწყვეტის მიუხედავადაც.


   სწორედ ასეთი უანგარო და უპირობო სიყვარული იძლევა სასწაულის მოხდენის, მტრების პატივისცემისა და სიყვარულის საშუალებას. 
              
  აგაპეს წყალობით ჩვენ ვუერთდებით ინტერ-არსებობის, ერთმანეთით არსებობის და ერთმანეთზე დამოკიდებულების აზიურ კონცეფციას.
  ყველაფერ არსებულს აქვს ერთი  წმინდა საწყისი ვინაიდან ვერაფერი არსებობს თავისთავად. ყველაფერი გამოსულია სხვა,თავისთავად არსებული რეალობიდან. მე ვგრძნობ ჩემს მჭიდრო კავშირს სამყაროსთან,კოსმოსთან,ჩემს პატარა პლანეტასთან და მის ყოველ მკვიდრთან.  ჩვენ გვაქვს ერთი საწყისი, ერთი და იგივე წარმომავლობა და მე აღმოვაჩენ რომ ვარ საყოველთაო,უნივერსალური ძმა ისევე  როგორც ღმერთი არის საყოველთაო, უნივერსალური მამა.
   იესო მოძღვრავს: ...გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყვნეთ თქვენი მამის ძენი,ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს...//მათე 5,44-45//.


  ძნელია უანგარო და უპირობო სიყვარულის დონეზე ყოფნა. მაგრამ შეუძლებელია მდიდარი და ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარება მათი ესოდენ ძლიერად განცდის გარეშე.
 ესაა რელიგიათა მნიშვნელოვანი როლის წარმოდგენა.


  ქრისტიანული ეკლესიის მისიაა მისი წევრების სულიერი აღზრდა რათა მათ შესძლონ  ამ დონეზე ცხოვრებით ტკბობა.


  ამას ხშირად იმეორებს იოანეს სახარება. „ესაა ჩემი მცნება:..გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია,ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავის მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ..."//იოანე 15,12-14//.


  ჩვენ ვიცით რომ რელიგიები ყოველთვის არ ყოფილან ამ სიმაღლეზე. ქრისტეს მოწაფეებისთვის ეკლესიის ისტორია მიდმივი ჭრილობაა, მაგრამ შეცდომაა ეკლესიებში მხოლოდ გზიდან აცდენის დანახვა. ეკლესიები იყვნენ და როგორც არასდროს არიან დღესაც ჭეშმარიტებაში ადამიანთა შეხვედრის და სამართლის დამკვიდრების ფერმენტი.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


   " ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: თუ ვინმე წყლისგან და სულისგან არ იშობა, ვერ შესძლებს ღმერთის სასუფევლის ხილვას" //იოანე 3,5//.


   ქრისტესა და მოხუცი ნიკოდემის საუბარი ფუნდამენტურია. ის აჩვენებს ქრისტიანობის ერთდროულად გენიალურ და გაუგონარ ორიგინალობას რომელიც მოკლედ შეიძლება გადმოიცეს შემდეგნაირად: უნდა ვიშვეთ სულისგან.
         
   ღმერთი,რომელიც არის ყოველი სიცოცხლის გამოუთქმელი წყარო,ესე იგი მამა,არაა მხოლოდ ძე,ესე იგი სიცოცხლის უხილავი წყაროს გამოვლენა ხილულში.ის სულიცაა,ესე იგი შემოქმედი სუნთქვა. ჩვენ უნდა გავეხსნათ ამ სუნთქვას, ავყვეთ მას რათა ვიქცეთ,დავდგინდეთ.


   ქრისტემდე 5 საუკუნით ადრე უკვე სიოკრატე ამბობდა რომ აუცილებელია ხელახლა გაჩენა. ხელახლა გაჩენა არის ცნობიერი ცხოვრება.
   ყოველ ადამიანს აქვს სამი სიცოცხლე. პირველი რეალურია,მეორე-პიროვნული,მესამე-ტრანსცენდენტური.
   ჩვენ სამყაროში ვჩნდებით ჯერ როგორც სხეული. შემდეგ ვიქცევით პიროვნებად რომელსაც შეუძლია თქვას "მე",რომელსაც აქვს ცნობიერება. შემდეგ ეს პიროვნება აღმოაჩენს  უნივერსალური,საყოველთაო სიყვარულით ყველაფრის მომცველ შესაქმის სუნთქვას.
   ჩვენ ნამდვილად ვჩნდებით მაშინ როდესაც ვეხსნებით ამ სუნთქვას.
   მაშინ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ არაცნობიერად და უპასუხისმგებლოდ, ჩვენ ვხდებით სრული არსებები...


   სამება არის ღმერთშიც და ჩვენშიც. ჩვენ ვართ სხეული,სული და სამშვინველი იმიტომ რომ რომ ჩვენ ვართ რეალური არსებები, პიროვნებები რომლებსაც გვაქვს შემოქმედებითი უნარები.
  ეს განმარტავს ღმერთის შვილის თუ  ღმერთის ქალიშვილის ხშირად არასწორად გაგებულ ცნებებს.


  ჩვენ ღმერთის შვილებად ვიქცევით როდესაც ვცხოვრობთ სიყვარულით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით. მთელი კაცობრიობის მოდელია ქრისტე, რომელიც არის სრული სიყვარული, სრული ყურადღება და სრული პასუხისმგებლობა....

No comments:

Post a Comment