12.03.2011

ბერბერულ-იბერული ეტიუდებიდან,

       
ბერბერი გოგონა...
   "ეგვიპტელ ფარაონთა ხანიდან ცნობილ ბერბერებს ეკავათ უზარმაზარი ტერიტორია ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ ნიგერამდე,ატლანტიკიდან ნილოსამდე.ათასწლეულებმა გაიარა და განსაკუთრებით მღელვარე ისტორიის  ცვალებადობათა მიუხედავად ბერბერ მოსახლეობათა ჯგუფები დღემდე ცხოვრობენ აფრიკის 12-ოდე ქვეყანაში. ისინი ერთმანეთისგან მოწყვეტილობის მიუხედავად უმრავლეს შემთხვაში ისევ არიან მათი კულტურის,მათი ენის და ტრადიციების ერთგულები..."


     მათი წარმოშობა ისევ იწვევს კამათს: "ბევრი ფიქრობს რომ ბერბერები წარმოშობით ევროპელები არიან და მათ ძირებს უფრო იბერიის ნახევარკუნძულზე //ესპანეთში// ხედავენ. სრუტის ორივე მხარეს არსებული ტოპონიმები,მდინარეთა და ქალაქაების სახელები  აძლიერებენ ამ ჰიპოთეზას. 


   დაახლოება ბასკურ ენასთან შეგვახსენებს რომ ბერბერები და იბერები ახლოს არიან როგორც გეოგრაფიით ისე ონომასტიკით.                


           ანტიკური ხანა იცნობდა კავკასიის იბერებსაც რომლებშიც ზოგი ხედავს დასავლეთის იბერების წინაპრებს. 


                 ამდენად შეიძლება ვიფიქროთ რომ ბერბერები წარმოშობით შეიძლება კავკასიიდან იყვნენ. 


   მაროკოს ნახევრადერუდიტი წრეები ფიქრობდნენ რომ ბერბერების წინაპრები შუმერები იყვნენ. 


  ზედიზედ ახსენეს მთლიანად აღმოსავლეთი//მიდიელები და სპარსელები//,სირია და ქანაანის ქვეყანა,ინდოეთი და სამხრეთ არაბეთი,თრაკია, ეგეოსის ზღვა და მცირე აზია, მაგრამ აგრეთვე ჩრდილოეთი ევროპა,იბერიის ნახევარკუნძული, იტალიური კუნძულები და ნახევარკუნძული....ძალიან ძნელია ძიება ქვეყნისა საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ ბერბერები...


   მართალია რომ სხვა ფსევდომეცნიერმა ლიტერატორებმა გამოსავალი იოლად იპოვეს: ბერბერები უბრალოდ არიან უკანასკნელი ატლანტები. "დამადასტურებელიც" ბევრია. ატლანტიდა ახლოს იყო ლიბიასთან,მისი ნაშთებია კანარის კუნძულები. ამ კუნძულების პირველი მკვიდრები ხომ ლაპარაკობდნენ ბერბერულ ენაზე?..." //ეს საინტერესო ამბავი და კიდევ ბევრი სხვა რამე მოყვა ბერბერების ისტორიის უდიდესმა სპეციალისტმა, ბერბერული ენციკლოპედიის შემქმნელმა,პროვანსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა გაბრიელ კამპსმა თავის უაღრესად საინტერესო წიგნში "ბერბერები,ხსოვნა და მეობა" //Gabriel Camps,Les Berbères,mémoire et identité//,პარიზი,2007,გვ. 49-50,თარგმანი ფრანგულიდან//.

No comments:

Post a Comment