11.10.2011

მუნკის ყვირილი ეხლაც გვიგლიჯავს გულს:

ეს მუნკის 
ყვირილია
ათასობით  მხატვრული ნაწარმოების ავტორი მუნკი უპირველეს ყოვლისა ტკივილისა და  ძრწოლის გამომხატველ ამ სურათთანაა ასოცირებული.ესაა ავტორის ერთ-ერთი ყველაზე  სახელგანთქმული სურათი. ის ასე აღწერს თავისი სურათის წარმოშობას, 1893 წელს:
«მე ორ მეგობართან ერთად მივუყვებოდი გზას. მზე ჩადიოდა-უეცრად ცა სისხლივით წითელი გახდა...ფიორდის და ქალაქის თავზე იყო სისხლი და ცეცხლის ენები. ჩემმა მეგობრებმა განაგრძეს სიარული და მე დავრჩი ღელვისაგან აცახცახებული. და მე გავიგე თუ როგორ გაგლიჯა ბუნება ყვირილმა».

ის ერთი საუკუნის შემდეგაც არ გვასვენებს.

 ედვარდ მუნკი არის მხატვარი ვინც თავისი ფუნჯები ამოავლო ადამიანის არაცნობიერის უღრმეს ფენებში რათა იქიდან ამოეღო ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე  შავი ქმნილება. «კოცნასთან», „ვამპირთან“,  «მოწიფულობასთან» ერთად «ყვირილი» არის «სიცოცხლის ფრიზის» ნაწილი, ტკივილით, მარტოობით, მელანქოლიით და სიკვდილით გამსჭვალული ეგზისტენციალური ქმნილება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!

შეხედეთ ამ შეძრწუნებულ კაცს რომელიც იცობს ყურებს და ღრიალებს.

 ეს თვითონ მუნკია!

ს გიჟდებოდა  ავტოპორტრეტებზე და ცხოვრების მანძილზე 40-ოდე ავტოპორტრეტი დახატა. ეს ჩანახატების,გრაფიკის და ფოტოგრაფიების ჩაუთვლელად. შავ კამზოლში გამოწყობილი უთმო და მოტივტივე მუნკი ცოცხალ-მკვდრად ჩანს.

ესაა ძველი დემონებით გატანჯული მისი სულის უკომპრომისო წარმოდგენა.

„ავადმყოფობა,სიგიჟე და სიკვდილი არიან ანგელოზები რომლებიც დასცქეროდნენ ჩემს აკვანს ჩემი გაჩენისას“ამბობდა მუნკი იმ წელს როდესაც ის ხატავდა «ყვირილს».

ვან გოგის მსგავსად მუნკიც ეკუთვნის იმ შეჩვენებულ მხატვრებს რომელთა შემოქმედებაც განუყოფელია მათი ცხოვრების ტრაღიკული მოვლენებისგან.

  მას ბავშვობაში ჭლექისგან დაეღუპა დედა და და. შემდეგ იყო დამანგრეველი ალკოჰოლიზმისგან დამძიმებული დეპრესია. ამან მუნკი მიიყვანა ფსიქიატრიულ კლინიკაში. შემდეგ იყო ამაოხრებელი ჟინი. მას ტყვია ესროლა მისმა საყვარელმა  და ამ ტყვიამ მოათალა თითი.

აქედან გასაგებია თუ რატომაა რომ  ხელოვნების ისტორიკოსთა უმრავლესობა  მუნკის შემოქმედებას განიხილავს ფსიქოანალიზის შუქზე როგორც «მეხსიერების სამუშაოს», შემოქმედებით კათარზისს.

ჯამში,ტილოს პირისპირ მდგარი მუნკი უსასრულოდ იხსენებდა მისი დის სიკვდილს.


დიაგონალურად  დალაგებული სამი ძელი სურათს ყოფს ორად. მარჯვნივ ვერტიკალური ნარინჯისფერი ზოლი შეუძლებელს ხდის თავის არიდებას ჩვენს პირისპირ მდგომი ამ შეძრწუნებული პერსონაჟისთვის.

თითქოს უყვირიან მაყურებელს და ისიც არის ამ ყვირილის მძევალი.

მუნკი აბრუნებს პერსპექტივას რომელიც მის ხელში სივრცეს უფრო ხურავს ვიდრე ხსნის. მიზანია მაყურებლის ტილოში პროექციის გაადვილება.

მხატვარმა ეს არნახული მხატვრული სივრცე გამოიგონა თეატრის რეჟისორებთან, ავგუსტ სტრინდბერგთან და მაქს რეინჰარდთან ურთიერთობისას.

ორი რეჟისორი მაშინ იცავს კამერული თეატრის //Kammerspiele// იდეას.

ეს თანამედროვე
ყვირილია
 მათ თეატრში ისევე როგორც მუნკის ფერწერაში სცენური სივრცე აგებულია როგორც დახურული ოთახი რომელსაც უბრალოდ მოაშორეს ერთი კედელი რათა იქ შეიყვანონ მაყურებელი.ამოზნექილი წინა პლანებისა და ძლივს ხილული უკანა პლანების გაფართოებით ედვარდ მუნკი კიდევ ცოტა უფრო გვიტაცებს.

მარცხნივ ტილოს ფონში ჩაწნეხილი ორი შავი სილუეტი კიდევ უფრო აძლიერებს ცენტრალური პერსონაჟის ინტენსიურობას.

შეხედეთ უკანა პლანზე შავ უფსკრულად გადაქცეულ ფიორდის პეიზაჟს. ის ჩვენს მზერას ითრევს ნათელი ხაზების მორევში. პეიზაჟი მუქარითაა სავსე. დაკვალული,დაკაწრული,დაძაბული სივრცეების «ისტერიული» მონასმი, ტალღისებრი ხაზი,ესაა მხატვრის ნიშანი. მხატვარი ებრძვის ტილოს და იმარჯვებს, ის თითქოს მაგიით ახერხებს ყვირილის მაყურებლისთვის გაგონებას.

ღმუილით სავსე ამ ტილოში ხილული ხმოვანი ტალღების გრიალში და ჭახაჭუხში აღარ რჩება ადგილი სიცარიელისთვის და დუმილისთვის.

„სინათლის ვიბრაციები არ იწვევდნენ მარტო ჩემი თვალების თრთოლას და ფორმათა ცახცახს,ჩემი ყურებიც იწყებდა ვიბრაციას, მე ასე ნამდვილად გავიგონე ყვირილი“, ახსნა მან.

 და მხატვარმა თავის ფერწერაში მოახერხა სწორედ  ვიბრაციების გადმოცემა.

თავისი „ყვირილით“ მუნკმა  გამოიგონა სევდის,მწუხარების სტილი, მე-20 საუკუნის ხელოვნების წინამორბედი. ეს ხელოვნება ეფუძნება გრძნობის პაროქსიზმულ გამოხატვას.

დატკბით მთელი ტილოს გამანათებელი მძაფრად ნარინჯისფერი ცით.

 ცეცხლის ენა, თვითონ მხატვრის თქმით.რა კონტრასტია მის გვერდით ფიორდის თითქმის შავ ლურჯთან!

მუნკთან ემოციას ზიდავს ცხელი და ცივი ფერების ეს რადიკალური კონტრასტი.

მუნკის აზრით ყოველი ფერს აქვს ემოციური დატვირთვა    და ყოველი ფერი გამოხატავს გარკვეულ განწყობას.

მისი წითელი მიუთითებს სისხლზე და ტანჯვაზე,მისი შავ-ლურჯი არის სიცარიელის და სიკვდილის სიმბოლო

 გამძაფრების, შესაბამისობის და წონასწორობის დარღვევის, დეფორმაციათა ხელოვნება რომელიც მოასწავებს გერმანული ექსპრესიონიზმის, რევოლუციური  მხატვრული მიმდინარეობის გაჩენას.

ექსპრესიონიზმი უარყოფს იმპრესიონისტთა ნატურალიზმს. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა რეალობის განმეორებას. მისთვის მთავარია შემოქმედის სულიერ მდგომარეობათა გამოხატვა,სუბიექტურობა.

„ჩვენ უნდა ვხატოთ ცოცხალი ადამიანები,იხინი ვინც სუნთქავენ, გრძნობენ და იტანჯებიან ,ისინი ვისაც უყვართ», ამბობს მუნკი.

პირველი მსოფლიო ომის საფრთხეთი შეძრული და «საუკუნის დასარულის» დეკადანსის გამომხატველი ხელოვნება, ხელოვნება რომელსაც ნაცისტები გამოაცხადებენ გადაგვარებულ ხელოვნებად.
შეხედეთ უსახო კაცს რომლის ნაკვთებიც ძლივსაა მოხაზული.

ედვარდ მუნკმა ის ხშირად გაიმეორა თავისი ცხოვრების მანძილზე. მთლიანობაში არსებობს «ყვირილის» 5 ვერსია: ორი ფერწერული ტილო, ორი პასტელი და ერთი ლითოგრაფია. ასლები, განმეორებები, ვარიანტები...განმეორება არის მხატვრის შემოქმედების ნაწილი და ესაა მისი ერთ-ერთი მთავარი სიახლე. «ყვირის» ნახატი, გრავიურა, ფერწერული ტილო, ქანდაკებაც კი. ამდენჯერ განმეორებული მოტივი ავტონომიური ხდება. ის ბოლოს და ბოლოს იძენს ხატის ძალას. ...ის შთააგონებს მე-20 საუკუნის მრავალ ავანგარდს.

ეხლა ყვირილის თემას იყენებენ მულტფილმებში, ტელესერიალებში და კინოში. კონვულსიებით მოცული სახე ჩანს ყველგან...

ეს ყვირილი იქცა პოპულარული კულტურის ძრწოლის და შეძრწუნების ემბლემად.

 2004 წელს ამ ყვირილის ერთ-ერთი ვერსია მოიპარეს და ტკბილეულის ფაბრიკანტი 2 მილიონ კანფეტს დაჰპირდა იმას ვინც მას დააბრუნებდა» 
//მანუელა ფრანსის ეს საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ახალგაზრდულ ჟურნალში «ეს მაინტერესებს», 2011 წლის ნოემბრის ნომერში//.

No comments:

Post a Comment