9.21.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-11, როზენკრაიცერები,საიდუმლო საზოგაოებათა თანავარსკვლავედი:

ვარდი ჯვარი,
როზენკრაიცერთა
 ერთ-ერთი ნიშანი
  როზენკრეიცერები: XVII საუკუნის ეს მითიური ძმობა მოუწოდებს უფრო ინტენსიური და გაშინაგანებული სულიერი ცხოვრებისკენ. საუკუნეთა მანძილზე ის გარდაიქმნა და დღეს არის არაერთგვაროვანი მოძრაობა.

   ყველაფერი დაიწყო სამი იდუმალი ანონიმური წიგნის გამოცემიდან. 1614 წელს გამოჩნდა როზენკრაიცერთა პირველი მანიფესტი “ფამა ფრატერნიტატის” (“ძმობის ექოები”). მომდევნო წელს გამოვიდა « კონფესსიო ფრატერნიტატის », შემდეგ,1616 წელს, კრისტიან როზენცვაიგის «ქიმიური ქორწილი».

 ეს სამი ტექსტი საფუძველს უყრის როზენკრაიცერთა ძმობის მითს და წარმოადგენს მისი ლეგენდარული დამფუძნებელი კრისტიან როზენკროიცის თუ კრისტიან ვარდი-ჯვრის
ლეგენდარულ ბიოგრაფიას. გარდა ამ თხზულებისა ტექსტებში არის მოწოდება.

  ერთდროულად მეცნიერული პროგრესისა და რელიგიური ფანატიზმების გაძლიერების ხანაში როდესაც მეტისმეტად დიდ პატივს მიაგებენ ავტორიტეტს, ავტორი მოუწოდებს საჩქარო საყოველთაო რეფორმისკენ,ახალი ფილოსოფიის, ყველა აზრისა და ყველა რწმენის სინთეზის აგებისკენ. ამ როლს ის ანიჭებს როზენკროიცერობას. 
  ტექსტები პროტესტანტული შთაგონებისაა და მკვეთრად აკრიტიკებს კათოლიციზმს,ისინი სავსეა მინიშნებებით კაბალაზე,პითაგორიზმზე, ალქიმიურ ტრადიციაზე. 

   ჩანს რომ როზენკრაიცერებს სურთ ევროპის სულიერი მნიშვნელობით და არა პოლიტიკურად მართვა. 

   კრისტიან როზენკროიცის ლეგენდარული ცხოვრება :

  მანიფესტმა “ფამა ფრატერნიტატის” შესაძლებელი გახადა კრისტიან როზენკროიცის ცხოვრების აღმოჩენა. კეთილშობილ მაგრამ ღარიბ ოჯახში დაბადებული კრისტიან როზენკროიცი ძალიან ახალგაზრდა შეიყვანეს მონასტერში სადაც ისწავლა მაგია და ძველი ენები. ის მოგზაურობს აღმოსავლეთში სადაც აქვს გამოცხადება, შემდეგ ბრუნდება გერმანიაში სადაც სწავლობს მეცნიერებებს და ფილოსოფიას. ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ის შეკრებს სამ ძმას რომელთაც დაევალებათ მისთვის დახმარების გაწევა ახალი სახლის მშენებლობაში , ავადმყოფების მკურნალობაში და მისი შეხედულებების გადმომცემი წიგნის დაწერაში. მოვიდნენ სხვა ძმებიც, მარტოხელები,მისიონერები, რომლებიც მოგზაურობდნენ მსოფლიოში და იცავდნენ ექვსმუხლიან წესდებას : ავადმყოფების მკურნალობა უანგაროდ,ქვეყნის წეს-ჩვეულებების დაცვა და წელიწადში ერთხელ შეკრება,მემკვიდრეების შერჩევა,ვარდი-ჯვრის არჩევა სიმბოლოდ,ძმობის არსებობის საიდუმლოდ შენახვა ერთი საუკუნის მანძილზე. ის გარდაიცვალა 106 წლისა. 126 წლის შემდეგ მისმა მოწაფეებმა იპოვეს მისი უცვლელი ნეშტი და ანდერძი. 

  დღეს ცნობილია ამ ნაშრომების მთავარი ავტორი და მისი მოტივაციები : ტიუბინგენში თეოლოგიის შემსწავლელი იოჰან ვალენტინ ანდრეაე (1586-1654).
   მას თავის კომპანიონებთან ერთად უნდა მკითხველების მოწოდება უფრო ინტენსიური, უფრო გაშინაგანებული ცხოვრებისაკენ. ღეაქციებმაც არ დააყოვნეს. 1614-1620 წლებში მხოლოდ გერმანიაში გამოქვეყნდა როზენკრაიცერთა მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა 200-ზე მეტი წერილი. გაჩნდა მითი მოჩვენებათა კორტეჟით : ირხევა ხმები რომ როზენკრაიცერები არიან ერეტიკოსები,ან პროტესტანტებს შორის,კათოლიკეები,რომ ისინი მისდევენ შავ მაგიას, აწყობენ შეთქმულებას სამოქალაქო ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ აქვთ ზებუნებრივი მონაცემები.

   მითი გავრცელდა პარიზშიც სადაც ქალაქში გააკრეს აფიშები რომლებიც იუწყებიან დედაქალაქში როზენკრაიცერთა ყოფნის შესახებ. ამან გაამწარა ისტორიკოსი გაბრიელ ნოდე-რიშელიეს და შემდეგ მაზარინის ბიბლიოთეკარი და იეზუიტები წერენ მძაფრად ანტიგერმანულ და ანტიპროტესტანტულ ტექსტებს.
  ინგლისში,სამაგიეროდ, როზენკრაიცერთა საზოგადოების იდეა კარგად მიიღეს.
  დეკარტე (1596-1650) მოგზაურობს გერმანიაში და დაეძებს როზენკრაიცერთა კვალს,მაგრამ ბრუნდება პირსჩალაგამოვლებული. და მართლაც, სინამდვილეში როზენკრაიცერები მწიგნობართა ფანტაზიიდან გამოდიან და ხორცს ისხავენ მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.

   შერევა ფრანკ-მასონებთან:

  გერმანიაში გაჩნდა როზენკრაიცერთა წრეები,მაგალითად ოქროს ვარდი-ჯვრის ორდენი, კონსერვატული საიდუმლო საზოგადოება რომლებიც წევრებად განსაკუთრებით იღებდა გერმანელ პრინცებს,მისი წევრი იყო პოლონეთის მეფე სტანისლას II. სხვა საზოგადოება იყო ძველი სისტემის ვარდი-ჯვარი რომელიც წევრებად იღებდა მხოლოდ ფრანკ-მასონებს რომელთაც სთავაზობდა 9 ხარისხიან ინიციაციურ და ალქიმიურ გზას. ამ ორდენის ორი ხელმძღვანელი ამაყობდა იმით რომ მათ მოახერხეს ორდენში პრინცი ფრიდრიხ ვილჰელმის გაწევრიანება ორდენში. მათ მიიწვიეს ილუზიონისტი რომელიც სარკეების თამაშით აჩვენებდა ლაიბნიცის და იულიუს კეისარის სულებს რითაც მოხიბლა ფრიდრიხ ვილჰელმი. შამაგიეროდ პრინცმა ტახტზე ასვლის შემდეგ მისტიფიკატორები დანიშნა მინისტრებად.

   ფრანკ-მასონობის და როზენკრეიცერობის ამ შერევისას XVIII საუკუნეში მოძრაობები სესხულობდნენ ერთიმეორისგან. ამ თვალსზაზრისით ტიპიურია ფრანგულ ლოჟებში საუკუნის შუა ხანებში ვარდ-ჯვრის სუვერენ პრინცად,არწივისა და პელიკანის რაინდად წოდებული ახალი ხარისხის დაწესება. მას დღესაც იყენებენ.
  მაგრამ ეს პროცესი აქ ჩერდება. ამ ორი მოძრაობის ერთმანეთთან გაიგივება შეცდომა იქნება. XVIII და შემდეგო საუკუნის როზენკრაიცერები არ გამომდინარეობენ ანდრეაეს როზენკრაიცერობიდან.

   თანამედროვე როზენკრაიცერული მოძრაობებიდან უეჭველად უძველესია “სოციეტას როზიკრუსიანა”,თუმცა არ ვიცით თუ რა დარჩა დღეს მისგან. 1866 წელს ფრანკ-მასონების მიერ ლინდონში დაარსებულმა ამ საზოგადოებამ განიცადა მრავალი სქიზმა. მისი გამონაყოფი “ჰერმეტიკ ორდერ ოფ გოულდენ დაუნ” დისკრედიტირებული იქნა შავი მაგიისა და სექსუალური რიტუალების მიმდევარი ალეისტერ კროულის მიერ. სხვა განშტოებები გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში.

საფრანგეთში სტანისლას დე გაიტამ და პაპუსმა 1888 წელს დააარსეს ვარდი-ჯვრის კაბალისტური ორდენი რომელსაც შეუერთდა ეზოტერიზმის და ეროტიზმის მოყვარული კათოლიკე მწერალი ჟოზეფა პელადანი. პელადანმა კი თვითონ დააარსა ტაძრისა და გრაალის კათოლიკური ვარდი-ჯვარი და 1893-1898 წლებში პარიზში მოაწყო ვარდი-ჯვრის სახელგანთქმული სალონები სადაც უამრავმა მნახველმა აღმოაჩინა გუსტავ მოროს, ფელისიან როპსის, ჟორჟ რუოს სურათები.
    ერთ ხანს პელადანის კათოლიკური ვარდი-ჯვრის წევრია კიმპოზიტორი ერიკ სატი რომელმაც შემდეგ თვითონ დააარსა “ ხელმძღვანელი იესოს ხელოვნების მეტროპოლის ეკლესია”.

  ბიბლია,ფილოსოფია და ასტროლოგია:

    ყველაზე სახელგანთქმულია სიეტლში 1907 წელს ანტროპოსოფიის დამფუძნებელი ღუდოლფ შტაინერის მიმდევარი არისტოკრატი მაქს ჰაინდელის მიერ დაარსებული როზენკრაიცერული ასოციაცია (“როზიკრუსიან ფელლოუშიფ”). მან თავისი ასოციაციის შტაბ ბინა ააგო ოუშნსაიდში, ლოს ანჟელესიდან 140 კილომეტრის მოშორებით. იქ იყოს 12-გვერდიანი (ზოდიაქოს ნიშნები) თეთრი ტაძარი, მიმსვლელთა მისაღები ოთახები,ადმინისტრატიული შენობები და ვეგეტარიანული რესტორანი.
   ამ როზენკრაიცერულ ასოციაციაში,რომელიც თავის თავს განსაზღვრავს როგორც “ქრისტიან მისტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია”, წევრებს ეკრძალებათ ხორცის ჭამა, თამბაქოს წევა და ალკოჰოლის სმა. შწავლება ფასიანია და იყოფა სამ ნაწილად: ბიბლია, ფილოსოფია და ასტროლოგია. იღებენ ყველანაირ შეწირულობას.
  კიდევ უფრო ცნობილია ძველი და მისტიკური ვარდი-
-ჯვარი (ამორკ),რომელიც 1909 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსა ჰარვი სპენსერ ლიუისმა (1883-1939). მან თავისი ორდენის შტაბ-ბინა დაადგინა სან ჟოზეში,კალიფორნიაში. იქ არის მუზეუმი,ბიბლიოთეკა და პლანეტარიუმი.  ლიუისმა თავისი ცენტრები დააარსა ევროპაში,განსაკუთრებით ფრანგულენოვანში,კანადაში და აფრიკაში. ფასიანი გაკვეთილები მიწერ-მოწერითაა და 15 წელი იყო საჭირო 12-საფეხურიანი იერარქიის მწვერვალზე მოსახვედრად. სტრუქტურები და ტერმინოლოგია მასონობიდან იყო აღებული თუმცა ორგანიზაცია არანაირად არ ყოფილა დაკავშირებული მასონობასთან…

   ამორკის როზენკრაიცერულ დოქტრინას მოკლედ გადმოსცემს 12 მთავარი კანონი. რომელთა შორისაც არის შემდეგი:


 “ღმერთი არის უნივერსალური გონი რომელმაც გაიაზრა, გამოავლინა და გააცოცხლა ქმნილება უცვლელი და სრულყოფილი კანონების შესაბამისად”, “ მთელ ქმნილებაში არის უნივერსალური სული რომელიც ვითარდება თავისი საკუთარი ბუნების სრულყოფისაკენ”,..” დრო და სივრცე ცნობიერების მდგომარეობებია და მათა არა აქვთ ადამიანისაგან დამოუკიდებელი მატერიალური რეალობა”... “ადამიანის სულიერ ევოლუციას წარმართავს რეინკარნაცია და მისი უმაღლესი მიზანია სრულყოფის მიღწევა”... “ არის ზეადმიანური სამყარო რომელიც შედგება უხილავი სამყაროს მკვიდრი უხორცო სულებისგან”.

   თეორიათა და პრაქტიკათა სიმრავლე:
იოჰანნ ვალენტინ ანდრეაე
  როზენკრაიცერთა გალაქტიკაში არის სხვა ორდენებიც, მაგალითად ლექტორიუმ რპოზიკრუსიანუმ,ეზოტერული ვარდი-ჯვარი,ჰერმეტული ფილოსოფიური ინსტიტუტი,
კულტურული და სულიერი ძიებების სულიერი ცენტრი და ა.შ., არაერთგვაროვანი, დროს ხასიათთან შემგუებელი სიმრავლე რომელსაც ზოგჯერ აქვს კომერციული მიზნებიც...

   ლექტორიუმ როზიკრუსიანუმ თავს აცხადებს   მანიქევლების,ქრისტიანი გნოსტიკოსების,კატარების და XVII საუკუნის როზენკრაიცერების მემკვიდრედ. მისი ცენტრი ჰოლანდიაშია.
 
მისი მოძღვრების თანახმად მაღალი წარმოშობა ადამიანს უბიძგებს საკუთარ თავში ღვთაებრივი ნაპერწკალის აღმოჩენისკენ და მისი მეშვეობით აბსოლუტისკენ სწრაფვისკენ.
 ძველი და მისტიკური ორდენი ვარდი-ჯვარის (ამორკ) თქმით ის არაა რელიგია,მაგრამ ლექტორიუმ როზიკრუსიანუმ თავს რელიგიად აცხადებს. მან რელიგიის სტატუსი მოიპოვა ჰოლანდიაში,ესპანეთში და უნგრეთში
  სტატუსის თანახმად “ასოციაციის მიზანია ცოცხალი ქრისტიანობის საფუძველზე მდგარი უნივერსალური,საყოველთაო რელიგიის გავრცელება”.

No comments:

Post a Comment