8.04.2011

გადაღლილ გამოშტერებული დასავლეთის საშველი აღმოსავლეთიაო,ამბობენ ევროპელი ფილოსოფოსები...


მ.დავი,ა.დეჟარდა,ე.მორა,მ.რანდო,

შინაგანი აღმოსავლეთი
(M.MM.-M.Davy,A.DesJardins,E.Morin,M.Random,
L'Orient intérieur, Espaces libres,Albin Michel,
Paris, 1998)

გამომცემელი და მწერალი

მარკ დე სმედტ,

აღმოსავლეთის შუქი :

ზოგს თითქოს უკვირს დღევანდელი ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების მიმართ. ამას ხსნის იმით რომ საზოგადოებას უყვარს ბაზრის გზოტიზმი, გემრიელი უცხო სუნელები და იმით რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო  გულგრილობია დასავლური ეკლესიების მიმართ. ამ ეკლესიებმა ვერ უპასუხეს მორწმუნეთა მოლოდინს და მათი ქადაგება უბრალოდ მოძველდაო, ამბობენ ისინი.

თანამედროვე კრიზისი ეხება ეკონომიკას, მაგრამ ის ამავე დროს ავლენს იმას რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს და ეს ცუდად ყოფნა აავადებს სულსაც და გულსაც და ამტკიცებს იმას რომ მისწრაფება მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მოპოვებისკენ ამაოა, ილუზიაა, რომელიც
ჩვენ ძალიან ძვირად გვიჯდება. თავისუფლების ძიება ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარემომცველ სამყაროში ამაოა თუ კი ამ ესოდენ სანატრელ თავისუფლებას ჩვენ პირველ რიგში არ მოვნახავთ ჩვენს საკუთარ თავში.

როდესაც მე ვუყურებ ჩვენს თავს მე დასავლეთში ხშირად ვხედავ ადამიანთა ყველანაირ კარიკატურას : ეს კარიკატურები გაუთავებლად დარბიან, იკარგებიან და იხლართებიან ათასერთ პარაზიტ აზრში, აკვიატებულ-აჩემებულ იდეებში და სხვადასხვა შმორში რომელსაც განუწყვეტლად არყევს ჰიპერტროფირებული და გადატვირთული ტვინი. ვხედავ ერთგვარ გაუთავებელ ფსიქიურ ცოხნას რომელიც ადგილს თითქმის არ უტოვებს არა ოცნებებს, ისინი მეტისმეტად ბევრია, არამედ დაკვირვების და ყურადღების სულისკვეთებას რომელიც გზას გაუხსნიდა ახალ შემოქმედებით პასუხისმგებლობას.
დასავლეთის მკვიდრთა ნერვების მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს.
უსარგებლოა მათი სუნთქვისთვის ყურის დაგდება: საკმარისია მათი დასტრესილი, შეშფოთებული სხეულების, აშკარა აგრესიულობის,შიშის დანახვა იმის გასაგებად რომ მათ არ იციან ან ძლივს იციან სუნთქვა, მხოლოდ იმდენად რომ არ მოკვდნენ.

სხვის ყურის გდებაზე ნუ ვილაპარაკებთ, ის ძლივს არსებობს. როდესაც სხვა ლაპარაკობს ორი კაციდან მას ერთი თუ უსმენს,ისმენენ აზრის ნაფლეთებს ისევ მისდევენ თავის საკუთარ იდეებს,რომელთაც ძლივს თუ აცნობიერებენ. ჰომო ოდნავ საპიენსი ჩანს. ამას უძახიან სწრაფად ცხოვრებას.არ მითხრათ რომ ეს არაა მართალი, რომ მე ვამუქებ. მეც ვიყავი ასე და და მე შევწყვიტე ასე ცხოვრება იმიტომ რომ
ვთვლი რომ ეს არაა ადამიანის ღირსი და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.

და ამ ყოველდღიური მარაზმიდან გამოსვლაში მე ძალიან დამეხმარა აღმოსავლეთი.

მანამდე სანამ აგიხსნიდეთ თუ რატომ მე მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას, მეკითხებიან თუ რატომ ვერ უნდა მოვნახოთ პრობლემების გადაწყვეტა ჩვენს საკუთარ ტრადიციებში და რატომ უნდა ვეძებოთ ეს გადაწყვეტები სხვაგან, უცხოელებში. განა ჩვენს მდიდარ ცივილიზაციას არ შეუძლია საკუთარი ავადმყოფობების წამლის პოვნა თავის საკუთარ ფესვებში?

ვერა, ვიტყოდი მე. ეს ფესვები გათელილი და გადამდნარია ბრმა ყალიბში. ვერა,ვინაიდან ეს ცივილიზაცია მოწყვეტილია თავისი საკუთარი ტრადიციისაგან, ვინაიდან კათედრალების სულისკვეთება აღარ არსებობს, ის დაწვეს ინკვიზიციის კოცონებზე ისევე როგორც ბუნებისა და თავისუფალი რწმენის სულისკვეთებები. ვერა იმიტომ რომ იესო ქრისტეს რევოლუციური მოძღვრება გარდაქმნა ცხოვრებას მოწყვეტილმა საერო ხელისუფლებამ.
მაგრამ მე არ ვლაპარაკობ ყველაფერ ამაზე, ყველაფერი ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. მე მუდამ მაკვირვებს ის საზღვრები, ბარიერები, რომლის დაყენებასაც ცდილობენ ყველგან და რომლებიც ადასტურებენ აღქმის სისუსტეს.


განა ჩვენ არ ვცხოვრობთ იმაზე რასაც ედგარ მორა ( Edgar Morin) უწოდებს «კოსმიურ ხომალდ დედამიწას»?
განა ჩვენ ყველანი არა ვართ მკვიდრნი იმისა რასაც მაკ ლუჰანი უწოდებს «პლანეტარულ სოფელს»? დღეს და პირველად ისტორიაში ჩვენ გვაქვს კაცობრიობის მთელი წარსული და დღევანდელი ცოდნის დაუფლების შესაძლებლობა: ასე რომ ჩვენ გვაქვს ახალი ცივილიზაციის სამშენებლო მასალა. უტოპია?

არა, საკმარისია მხედველობაში მიღება,პატივისცემა და რეალიზაცია. უნდა ვიყოთ თავმდაბალნი და უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია სხვა კულტურებისაგან, რომ ჩვენ უნდა ვუსმინოთ მათ ისევე როგორც ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენი მეცნიერებით. თუ კი მივიღებთ ცოდნას ისე როგორც ის განცდილი იყო სხვაგან,ეს იქნება შეცდომა, მაგრამ ამავე ცოდნის მიღება და გადამუშავება შეიძლება დიდად სასარგებლო აღმოჩნდეს. ეს იცის ხალხური სიბრძნის გარკვეულმა ფორმამ.

ვინ წარმოიდგენდა ოდესმე დასავლეთში იოგას ასეთ გავრცელებას... იოგას კურსებს ეხლა ვპოულობთ ყველაზე მიკარგულ-მიყრუებულ კუთხეებში. და ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანის სხეულისთვის მოქნილობის მიმცემი და გონების დამამშვიდებელი ფიზიკური ვარჯიშის ეს ფორმა პასუხობს შინაგან მოთხოვნილებას.

სხვა თვალში საცემი მაგალითია საბრძოლო ხელოვნებები. მრავლდება კარატეს, ძიუდოს, აიკიდოს,ჯიუ-ჯიცუს მასწავლებელი კურსები... აღმოსავლური ბრძოლის ეს ძველი ფორმები თურმე შეესაბამება ჩვენს სამყაროს. მათში არის საკუთარი თავის ფლობის ის სულისკვეთება რომელიც არა ჩანს სხვაგან. წარმატება დიდია და ინტეგრაცია მოხდა.

და ძენი? რითია მიმზიდველი ბუდიზმის ეს იაპონური შტო? მის მიმზიდველობას განაპირობებს მისი ბაღების ესთეთიკა,ჩაის ცერემონიის დელიკატურობა და მისი გრაფიკული ხელოვნებების ლეგენდარული დახვეწილობა.

ძენის მიმზიდველობას განაპირობებენ აგრეთვე მკვეთრი, მოულოდნელი კოანები, ეს გამოცანები რომელთა მიზანიცაა შოკის მეშვეობით ცნობიერების გაღვიძება.

სახელგანთქმულია შემდეგი კოანა:

«როგორი იყო თქვენი სახე თქვენი მშობლების გაჩენამდე?»

რჩება ჟანრის მოდელი. და არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის აღფრთოვანება ჰაიკუებით: ამ თვალის ჩაპაჭუნებისავით მოკლე ლექსებით...

No comments:

Post a Comment