7.14.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-4: ნეოპლატონიზმი და ნეოპითაგორიზმი

“...ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ. ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთან შერწყმა შესაძლებელია  მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

პლოტინი და მისი მოწაფეები
დაბრუნება პრინციპთან:
პლოტინი და პორფირი, იამბლიქი და პროკლუსი:
ანტიკური ხანის ეს მოაზროვნეები ქადაგებენ ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევის, მისი საზღვრების გადალახვის აუცილებლობას სამყაროს, გულის, გონების საწვდომად და ბოლოს ერთთან ერთიანობის მისაღწევად.

 “ჭეშმარიტი სატრფო”:

“... ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ
   
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთანაა შესაძლებელი შერწყმა მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

იმის სათქმელად რომ ნეოპლატონიზმს და ეზოტერიზმს შეუძლიათ თანაარსებობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მისტიკა და ეზოტერიზმი.

საქმე იმაშია რომ ეზოტერიზმი არ აუფასურებს მატერიალურ სამყაროს იმიტომ რომ მასში ხედავს ნიშანთა ერთობლიობას, უხილავ ენერგიებს, წიგნს თუ სარკეს რომელიც ირეკლავს სხვაგან მყოფ ხატებს.

ნეოპლატონიზმმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას და მრავალმა ნაშრომმა აჩვენა კოსმოსში, სამყაროში ცოცხალი სულიერი არსების დამნახავი ფილოსოფიების ნეოპლატონური ფესვები. ეს ფილოსოფიები მოდის ჰუმანისტური რენესანსიდან ( პიკო დელა მირანდოლა) თანამედროვე ეკოფსიქოლოგიამდე (ჯეიმს ჰილმანი) ნატურფილოსოფიის (გოეთე) გავლით.   


“მისტიკური ფილოსოფია”:
ფილოსოფიურად ნეოპლატონიზმი დიდად მრავალფეროვანია. და ეზოტერიზმი არის მისი ერთ-ერთი პოტენცია. ის ნამდვილად ჩნდება იამბლიქის სირიულ სკოლასთან ერთად.

პლოტინთან და პორფირთან ერთად ფილოსოფია გადაიქცა “მისტიკურ ფსიქოლოგიად”:
ერთის ძიების არსია პლატონის ნაშრომთა გააზრება,სათნო და ღირსეული ცხოვრება, სულის ასკეზა.
 
პლოტინის პრინციპია დაბრუნება (“მოქცევა”) პრინციპთან. არადა ეს დაბრუნება მოითხოვს ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევას, მისი საზღვრების გადალახვას სამყაროს სულის,გონების და შემდეგ ერთის საწვდომად.

ერთის, ინტელექტის და სამყაროს სულის ეს ტრიადა მთავარია პლოტინის და მისი მიმდევრების კონცეფციაში. « ენადები » სავსეა ყურადღებით ხილული სამყაროს მიმართ, მაგრამ ნეოპლატონიზმი უფრო კოსმიურ გაქანებას მიიღებს იამბლიქთან ერთად.

ნეოპლატონიზმში ეზოტერიზმის გამოჩენა შეესაბამება პლატონის ავტორიტეტიდან პითაგორას ავტორიტეტზე გადასვლას. უკვე დიდი ხანია რაც ფილოსოფიები ცდილობენ პითაგორას და პლატონის შერიგებას პითაგორას « რიცხვების » პლატონის « იდეებთან » გაიგივებით და სულის და მათემატიკის კავშირის დამყარებით. მაგრამ იამბლიქთან ერთად თვითონ ნეოპლატონიზმი ერწყმის იმას რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ ნეოპითაგორიზმს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პირველ საუკუნეში არის აპოლონიოს ტიანელი.
         
დიალოგი ღვთაებრივთან:
სინამდვილეში ჩვენი ნეოპლატონიკოსების ნეოპითაგორიზმი თვითონ არის პითაგორიზმის, პლატონიზმის და ჰერმეტიზმის ერთგვარი ნაზავი. ჩვენ ვერ უგულვებელყოფთ ჰერმეს ტრისმეგისტის და მისი « «კორპუსის » მნიშვნელობას მათი ეზოტერიზმის შემუშავებაში.
 
ასე ამართლებენ სირიული სკოლის მიჩნევას ნეოპითაგორულ სკოლად. მეტიც, იამბლიქმა შეკრიბა თავისი ნაწერების ნაწილი და მათ დაარქვა “პითაგორული დოქტრინების კოლექცია” ( ის მოიცავდა პითაგორას ცხოვრებასაც).
 
იამბლიქისა და მისი მიმდევრების ცხოვრების და მოღვაწეობის მეორე განზომილებაა “თეურგია”. ისიც ლაპარაკობს ნეოპლატონიზმის ეზოტერიზმზე.

პლოტინის საწინააღმდეგოდ იამბლიქი და პროკლე (412-486) ამბობენ რომ თვითონ ადამიანს არა აქვს ერთთან კავშირის დამყარებისთვის აუცილებელი საკუთარი ძალა. გარდაუვალია “პლოტინური განწმენდა”, თუ კი გავიმეორებთ ჟან ტრუიას მშვენიერ ფორმულას.
 
ადამიანებს პრინციპის მისაღწევად სჭირდებათ ღმერთები და თეურგია არის ერთობლიობა საშუალებებისა რომელიც იძლევა ამ მიზნით ღვთაებრივ არსებთან დიალოგის გამართვის საშუალებას. ეს საშუალებებია ლოცვა,მედიტაციები, ღმერთებისთვის მიტანილი ძღვენი,რიტუალები,მარხვა.
 
ნეოპლატონური ეზოტერიზმი სამყაროს და ღვთაებრივის ცოდნის გასაღებების პოვნას აგრეთვე ცდილობს ისეთ აშკარად ეზოტერული ხასიათის ტექსტებში როგორებიცაა სახელგანთქმული “ქალდეური მისნობები” რომლებიც ითვლება თვითონ პლატონიც სულის ნამდვილ გაცხადებად ( 170 წლისთვის დაწერილი ამ თხზულების ავტორად ითვლება იულიანე თეურგი).
  
სინამდვილის ფრაგმენტები: 
ნეოპლატონური ეზოტერიზმი განადიდებს სამყაროს და განსაკუთრებით პროკლესთან ასახლებს მას უამრავი ღმერთით და ქალღმერთით.
 
პროკლე ამას გარდა ამბობს რომ ერთი არის სინამდვილის ყოველ ფრაგმენტში. ამას ხელი არ შეუშლია ამ მოძრაობისთვის საკრალურის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ფილოსოფიის, აპოფატური ანუ ნეგატიური თეოლოგიის განვითარებაში. აპოფატური თაოლოგიის თანახმად ერთზე საბოლოოდ რამის თქმა შეუძლებელია იმიტომ რომ შეუძლებელია მისი ობიექტივაცია. ეზოტერიზმი ასე უერთდება გამოუთქმელის მისტიკას.

(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment