6.10.2011

თანამედროვეობის ფესვებთან

 გარდამტეხი 1968 წელი, «განებივრებულთა ჯანყი»
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 09 06, ხუთშაბათი, 17:19-ზე
ა 1968 წლის მაისიც...
ვის აღარ ახსოვს მაისი 68 ?  ეს «მოუხელთებელი» ვითარება დე გოლისთვის აფეთქდა სრული დასაქმების პერიოდში აყვავებულ, წყნარ, ობივატელურ და კოლონიალური ომებისაგან ბოლოს და ბოლოს განთავისუფლებულ საფრანგეთში. მოწყენილ
საფრანგეთში მოხდა პირველ რიგში ოიდიპოსური და კულტურული გარდატეხა : ომის შემდეგ დაბადებული თაობა აღნიშნავდა თავის ოც წელს და იწყებდა ლაპარაკს უფროსი თაობების წინააღმდეგ. ძველი სამყაროს კედლები შეზანზარდა მთელს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი 1968 წლის მაისიც. რა დარჩა 1968 წლის დღესასწაულისგან ? 30 წლის შემდე შედეგი კონტრასტულია. გაბატონებულმა აზრმა გასრისა რევოლუციური ოცნება. დევიზი « ყველაფერი პოლიტიკურია » შეცვალა დევიზმა « ყველაფერი ეკონომიკურია ». ალტერნატიური კულტურა, ესოდენ ძვირად დაპყრობილი სიტყვის თავისუფლება წალეკა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხმაურებმა. 30 წლის შემდეგ სახელგანთქმული « აკრძალულია აკრძალვა » განა უფრო ლიბერალიზმს არ გამოადგა ვიდრე თავისუფლებას, უფრო უკანონობას ვიდრე ცივიზმს ? ყველაფერი მოინელა ბაზარმა ? ილუზიების დაკარგვის, გადახრების მიუხედავად 1968 წლის მაისის ნათესებმა შესაძლებელი გახადა სამყაროს სხვაგვარად გააზრება, დააჩქარა ქალების მიერ
თანასწორუფლებიანობის მოპოვება, ეკოლოგიური გაცნობიერება პლანეტისთვის თუ, შემდეგ, ევროპაში ტოტალიტარული სისტემების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმა და მათი დამხობა.წადილსა და უტოპიას შორის : პარადოქსულია მაგრამ მომავალი რევოლუცია არის დღევანდელობით ტკბობის სურვილის და რადიკალურად განსხვავებული მომავალი სამყაროს შექმნის უტოპიის რთული ნაერთის შედეგი.ერთი სამყაროს დასასრული :სიმბოლური თვალსაზრისით 1968 წლის მაისი გარდატეხის მომენტია ომის შემდგომი ხანისთვის. ესაა კულტურული გადასვლა ერთი ხანიდან მეორეში. საფუძველი შეერყა მსოფლმხედველობის მაორგანიზებელ ინტელექტუალურ სქემებს თუ პოლიტიკურ უთანხმოებებს.კეთილდღეობის მირაჟი :20 წლის გახდომა აღარ იწვევს ომში გაწვევის საშიშროებას. ალჟირის ომი დამთავრდა 1962 წელს და მეორე მსოფლიო ომი ისევე შორს ჩანს როგორც პირველი. 1968 წლის ახალგაზრდობა უყურებს დღევანდელობას და მომავალს. . ის მოძრაობს, მოგზაურობს ავტოსტოპით, ეცნობა მსოფლიოს. მას უნდა უფროსი თაობების სამყაროსგან განსხვავებული სამყარო. საფრანგეთი ტკბება ამ არნახული მშვიდობით და კეთილდღეობით. ყველაფერი ადასტურებს კეთილდღეობის ზრდას, ვრცელდება ფართო მოხმარების საგნები, მანქანები, მტვერსასრუტი..., კომფორტი« ობიექტების სისტემით » ქმნიან საზოგადოების აქამდე უცნობ მოდელს რომელსაც აქვს თანამედროვეობის განსახიერების პრეტენზია. დასავლეთში გაერთგვაროვნებული ცხოვრების წესი აჩენს კულტურულ დაახლოებას.წინსვლის და განვითარების ქვეშ უარყოფა : უსაზღვრო მოხმარების საზოგადოება თითქოს არ წარმოადგენს განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდობის იდეალს. ამერიკაში « ბიტ თაობის » მემკვიდრე სტუდენტები რამოდენიმე წელია რაც პროტესტს უცხადებენ ამ მოდელს რომელსაც დასავლეთი მსოფლიოს თვალში გამოჰყავს გაუმაძღარ ღორმუცელად. მიუხედავად ამისა რომ ეკონომისტ ჟან ფურასტიეს (1907-1990) მიერ ოცდაათ სახელოვან წლად წოდებული წლები მართლაც სახელოვანი და საარაკოა :მართლაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1973 წლამდე 30 წელი აღნიშნულია არნახული ეკონომიკური განვითარებით და ექსპანსიით, უმუშევრობის დონე დაბალია (1,8%). მიუხედავად ამისა სწორედ 1968 წელს შეიქმნა რომის კლუბი რომელიც გმობს დედამიწის უზომოდ ექსპლოატაციას და ლაპარაკობს ამის საშიშროებაზე. დასავლეთის ამ ოქროს ხანის ფონზე მესამე სამყარო მიგდებულად ვგამოიყურება. ამ ქვეყნების მოსახლეობა წელიწადში 2%-ით იზრდება რაც ორჯერ მეტია ინდუსტრიალიზებული ქვეყნების მოსახლეობის ზრდასთან შედარებით. ყოფილი კოლონიები არიან ბლოკების ანტაგონიზმში მოჭყლეტილი პაიკები ან წიაღისეულის რეზერვუარები. მესამე სამყაროში პაიკების და მარიონეტების მეშვეობით ბლოკების სამხედრო დაპირისპირება დასავლეთის ახალგაზრდობას მისცემს ამ წყობის უარყოფის საფუძველს. 1968 წლის მაისი იუწყება იდეების დიდი გადასინჯვის შესახებ.მეხსიერება და მითების გაცვეთა :ნაციზმის და მის მოკავშირეთა დამმარცხებელთა ბანაკმა 1945 წლის შემდეგ დაწერა თავისი გამარჯვების საგა. პოლიტიკური ასპარეზი გაიყვეს გოლისტებმა და კომუნისტებმა. მიუხედავად ამისა ისტორიამ გაცვითა გმირული მითოლოგიები. მშვიდობა ცუდად მოქმედებს მეომრებზე.კეთილდღეობა ეპოპეის წინააღმდეგ :დე გოლისთვის 1962 წელს ალჟირის ომის დამთავრების შემდეგ სცენა მეტისმეტად ვიწროა. V რესპუბლიკის სათავეშია გმირი რომელიც თითქოს ეკუთვნის წარსულს. მიუხედავად ამისა დიდი ქარიშხლების ადამიანისთვის ყველაფერი საუკეთესოდაა 60-ანი წლების საფრანგეთში.კეთილდღეობა მართლაც არის, მაგრამ საზოგადოების პროექტების სფეროში ჩანს სიცარიელე მაშინ როდესაც სხვადასხვა საქმე ლაქებს ამჩნევს გენერალის პარტიის სახეს. 1965 წელს საყოველთაო არჩევნების დროს ის გამოიწვია მემარცხენეთა კანდიდატმა ფრანსუა მიტერანმა. 1967 წელს გოლისტურმა უმრავლესობამ ძნელად მოიპოვა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. მძაფრი კრიზისები ( განსაკუთრებით ალჟირის ომი) თითქოს ცუდ მოგონებად დარჩა, უმრავლესობას კომფორტი აყრუებს და აბრმავებს და ის ვერ ხედავს საზოგადოების დიდ მუტაციებს, ახალგაზრდობის უკმაყოფილობას და ის ვერ გრძნობს ქარიშხალის მოახლოებას. ბენ ბარკას საქმე, სკანდალი დე გოლის დროს :ორმა ფრანგმა პოლიციელმა 1965 წლის 29 ოქტომბერს პარიზის ლიპის სალუდის წინ დაიჭირეს მაროკოს სახალხო ძალების კავშირის ლიდერი მეჰდი ბენ ბარკა. მას შემდეგ ის ცოცხალი აღარავის უნახავს. ამ უგვამო დანაშაული დამკვეთი და ალბათ შემსრულებელი არის მაროკოს სამეფოს უშიშროების უფროსი გენერალი უფკირი. ამ საქმეში გარეულები იყვნენ ფრანგი პოლიციელები და საიდუმლო სამსახურების ზოგი თანამშრომელი. დე გოლის მიერ დაგმობილმა ამ საქმემ დიდი ხნით შებღალა რეჟიმის სახე. გოლიზმი შეარყია სხვა საქმეებმაც რომელსაც დღეს უწოდებენ « სოციალური ქონების უკანონოდ განკარგვას ». ისინი ეხება უმრავლესობის ფიგურებს.ფრანგული კომუნიზმი, დიდი დაგვიანება :1960 წლის 27 ოქტომბერს კომპარტიის შეხედულების საწინააღმდეგოდ საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნულმა კავშირმა ჩაატარა მიტინგი ალჟირში ომის წინააღმდეგ. დაიმსხვრა « მუშათა კლასის პარტიის » მონოპოლია პროტესტის გამოთქმაზე. სტუდენტ კომუნისტებს არ მოსწონთ რომ პარტია არ გმობს სტალინიზმს და არ უჭერს მხარს საკმარისად ალჟირულ აჯანყებას. ფრანგ სტუდენტებს მოსწონთ იტალიური კომპარტიის მოდელი. საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირიდან გარიცხულები კომპარტიის მარცხენა ფრთაზე შექმნიან პირველ რადიკალურ პოლიტიკურ, ტროცკისტულ და მაოისტურ ჯგუფებს.ანტინაცისტური წინააღმდეგობიდან გაჩენილმა წესრიგმა, ყოფილმა პარტიზანებმა თუ « დახვრეტილთა პარტიის » წევრებმა ( კომუნისტებმა) მათი ბიზნესში და სხვადასხვა სახის საქმიანობაში ჩართვის შემდეგ დაკარგეს მათი თავდაპირველი პრესტიჟი. ინდოჩინეთის და ალჟირის ომებმა დაუკარგეს მათ ნდობა ახალგაზრდობის თვალში. ომი დამთავრდა : 1968 წლის მაისის გაგება შეუძლებელი იქნება სულ უფრო და უფრო ძლიერი წინააღმდეგობების კონტექსტის წარმოდგენის გარეშე : ტრადიცია და კულტურული მუტაცია, ფესვგადგმა 50-ან და შემდეგ დე გოლის წლებში და ზურგის შექცევა ამ ორი პერიოდისთვის. წარსულისა და დღევანდელობის ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ლამაზი მაისის აფეთქება.დაშლილი იმპერია, აღდგენილი საფრანგეთი : დიან ბიან ფუს დამარცხება და ალჟირის დამოუკიდებლობა დაასრულებს კოლონიალური ისტორიის ორზე მეტ საუკუნეს. ეს დასტოვებს ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს. მეტროპოლიიდან გაწვეული ორ მილიონზე მეტი ახალგაზრდა იქნება ალჟირული მარცხის მოწმე. 1958 წლის რეფერენდუმით დაფუძნებული V რესპუბლიკა დიდ ძალაუფლებას მიანიჭებს სახელმწიფოს მეთაურს. ამიერიდან ყოფილ კოლონიებთან ურთიერთობები ეწყობა “თანამეგობრობის” იდეის ირგვლივ. საზოგადოებრივი ძვრები საფრანგეთში გამოიხატება სოფლის სამყაროს და წვრილი კომერციის კრიზისშიც. ჩნდებიან ახალი ღარიბები რომელთაც ეხმარება მამა პიერის მოძრაობა “ემაუსი”. მხოლოდ ტელევიზიის ახალი სახეები ელისაბედ II-ის დედოფლად კურთხევისთვის უჩენენ ადამიანებს ოცნებას 1950-ანი წლების შუა ხანებში. ევროპა, ახალი საზღვარი : დე გოლმა განაცხადა ამიერიდან ბირთვული იარაღის მქონე საფრანგეთის დამოუკიდებლობის სურვილი. საფრანგეთმა 1966 წელს დასტოვა ნატო. ბლოკებს შორის ომი ისევ რჩება შესაძლებლობად. ბირთვული მუქარის წონასწორობამ და საბჭოთა კავშირის სათავეში ხრუშჩოვის გამოჩენამ სტაბილურობა შესძინა “მშვიდობიან თანაარსებობას.”ევროპა, მაშ, ცდილობს ფეხზე დადგომას ორმაგი ზეწოლისაგან თავის დასაღწევად.სუსტი წონასწორობები : ფრანგული ეკონომიკური ძრავა სარგებლობს ამ დინამიზმით. წარმატების სიმბოლოებია თვითმფრინავი კარაველა, პაკებოტი საფრანგეთი, რანსის ზღვის მოქცევების ენერგიის გამომყენებელი ელექტროსადგური.1960-ანი წლების შუა ხანებისთვის ფრანგ ოჯახთა ნახევარს აქვს ერთი ტელევიზორი და ერთი ავტომანქანა. ქვეყნის ცხოვრებას ამიერიდან რიტმს აძლევს ხელფასიანი შვებულებების IV კვირა და შვებულებები.ამ ღრმა სტრუქტურულ გარდაქმნებს, ამ ტექნოლოგიურ წარმატებებს თან ახლავს კრიზისები იმათთვის ვინც ვერ ახერხებს ადაპტაციას თუ ახალი თაობებისთვის. მაშინ როდესაც აცხადებენ “გლეხთა დასასრულს” (1967, ანრი მენდრასის წიგნის სათაური) 20 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდები შეადგენენ მოსახლეობის მესამედს და გროვდებიან უნივერსიტეტების კარებებთან. ჩნდება დიდი სოციალური განსხვავებები. მოზარდთა 52% საშუალო განათლებას იღებს 17 წლის ასაკში, მაგრამ მათი 90% მაღალი კლასების ბავშვებია.1954 წელს ინდოჩინეთის ომებისა და 1962 წელს ალჟირის ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთი ცხოვრობს მშვიდობის პირობებში. შწორედ ამ წლებში მოხდა ტექნოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ტეხილები: კოლონიების დასასრული, მაგრამ ხელოსნებისა და გლეხების კრიზისი, ახალი კომფორტი მაგრამ ღატაკ მეძონძეთა გაჩენა.
ბები ბუმის თაობა ოცი წლისაა : «ვიმედოვნებ რომ მოვკვდები დაბერებამდე» («ჩემი ალგაზრდობა», 1965).  1968 წლის მაისი პირველ რიგში ახალგაზრდათა საქმეა. ისინი თავს ავლენენ და სცნობენ. მათი გამოჩენის პირველი ნიშნები თარიღდება 1963 წლით. გადაცემამ « სალუტ ძმაკაც--დაქალებო » პარიზში ნასიონის მოედანზე ჯონი ჰოლიდეის და ახალი კერპებო « იე-იეს » ირგვლივ შეკრიბა მათი ასი ათასი ახალგაზრდა თაყვანისმცემელი.« მემკვიდრეები » ოცი წლისანი არიან :1968 წელს ორჯერ უფრო მეტი სტუდენტია 1960 წელთან შედარებით. მიუხედავად უმაღლესი განათლების დემოკრატიზაციის მცდელობისა სოციოლოგი პიერ ბურდიე ამაში ხედავს მხოლოდ ბურჟუაზიიდან გამოსული კლასების გამეორებას (“მემკვიდრეები”, 1964). მიუხედავად ამისა ლიტერატურის სფეროში სტუდენტები შიშობენ მათი პროფესიული მომავლის გამო. ძველი უნივერსიტეტის სტრუქტურები და მენტალობები არაა მზად ახალმოსულთა მისაღებად, პოლიტიკურ და უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა სიბრმავე დააჩქარებს უფრო აპოლიტიკური სტუდენტური მასის შეხვდრას ჰიპერაქტიულ მემარცხენე რადიკალ-ექსტრემისტთა უმცირესობასთან.სრულწლოვანთა სამყარო ვერ ხედავს ქარიშხლის მოახლოებას :1965 წელს გენერალი დე გოლი 75 წლისაა. ისაა კაცი ეპოპეისა რომელიც თითქოს აღარ აღელვებს ახალგაზრდობას. “აი გამოჩნდა კარგად ნაკვებ, ისტორიის უმეცარ, დოვლათიან რეალისტი, ოც წელს არმიღწეულ ფრანგთა დეპოლიტიზებული და დედრამატიზებული კოჰორტა…” დაწერა 1963 წელს რანსუა ნურისიემ “ ლიტერატურულ სიახლეებში”. მხოლოდ რამოდენიმე ინტელექტუალი თუ კითხულობს ახალგაზრდობის დიდ მუსიკალურ შეკრებებში მისწრაფებას რაღაცისკენ. სოციოლოგი ედგარ მორა აღმოსავლეთის ქვეყნებში ხედავს ანალოგიურ მოვლენებს რომლებიც ემორჩილებიან “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ნაგები დროის სულს”. 1968 წელს ლონდონში წაკითხულ მოხსენებაში ანტროპოლოგი მარგარეტ რიდი აცხადებს :“ სრულწლოვანებს არ ძალუძთ მომხდარ ცვლილებათა მონელება... ბავშვები იზრდებიან მათი მშობლებისთვის უცნობ სამყაროში. მათი აღმზრდელია ტელევიზია…ისინი ეკუთვნიან მთელ მსოფლიოს".ახალგაზრდები საზღვრებს გარეშე : საუკუნის ბავშვებს სურთ მხოლოდ სხვა სამყარო. ერთა, სახელმწიფოთა კონფლიქტები, ევროპული ომები ეკუთვნის მათთვის უცხო ისტორიას. ვერდენის სანგრები მათი პლანეტის ჭრილობებია. ზურგჩანთა და ცერი ზევით, ესაა მსოფლიოს სანახავად ავტოსტოპით მოგზაურობის ოქროს ხანა. ახალგაზრდები გზას გაუდგნენ ლონდონიდან კატმანდუმდე, ასნიერიდან ქაბულამდე. თავისუფლების, მსოფლიოს გულში ჩახუტების სურვილს ჯერ არა აქვს პოლიტიკური შინაარსი. ჯერ საჭიროა უფროსთა სამყაროსაგან განთავისუფლება. მოდა, მოკლე კაბა, მუსიკა, ბიტლზების თუ საიმონისა და გარფუნკელის მელოდიები გამოხატავენ მათ მისწრაფებებს.

No comments:

Post a Comment