9.27.2012

რობესპიეროვშჩინასგან და აგრესიული-მეომარი ჰედონიზმისგან გამოსაჯანმრთელებლად ხშირად ბუდიზმიც ძალიან კარგი წამალია:

"მძულვარება ამ ქვეყანაზე არასოდეს აღმოიფხვრება მძულვარებით. ჩემის აზრით ცხოვრების საბოლოო მიზანია თვითრეალიზაცია,სიხარული და ბედნიერება. ბედნიერების ძირითადი წყაროებია გულკეთილობა, თანაგრძნობა და სიყვარული".

სულაც არაა გასაკვირი ასეთი რამეებით გადარეულ ევროპაში ბუდიზმის გავრცელება.

როცა ცაზე ქუხილის დაფდაფები გრგვინავენ და წვიმის მდინარეები გზებს ტბორავენ, რომელთაც ფრინველები მიჰყვებიან, მაშინ გამოქვაბულს შეფარული ბჰიკშუ თავისთვის ფიქრობს:
არის კი ამ ქვეყანაზე ამაზე მეტი სიამოვნება, და თავისუფლება და სიმშვიდე?

ასეთია ბუდისტი ბერის ერთ-ერთი საგალობელი.

ქრისტესგან განსხვავებით ბუდა არ ასწავლიდა სიყვარულს, მაგრამ ის თანაგრძნობის და თანატანჯვის აუცილებლობას ასწავლიდა.ბუდისტურ "დჰამაპადაში" ბევრი შესანიშნავი და და დღესაც ამაღეველბელი გამონათქვამის გვერდით შემდეგიცაა ნათქვამი:

"მძულვარება ამ ქვეყანაზე არასოდეს აღმოიფხვრება მძულვარებით".
"ადამიანის მიერ თუნდაც კარგად და ლამაზად ნათქვამი,მაგრამ მისთვის შეუფერებელი და უკადრისი სიტყვები ისეთივე უნაყოფოა როგორც მშვენიერი, მაგრამ სურნელებას მოკლებული ყვავილი"

ანდა კიდევ:
,,დაე ბრძენმა საკუთარი ძალისხმევით, სერიოზულობით, თვითშემოსაზღვრით და თავშეკავებით ისეთი კუნძული შექმნას, რომელსაც მოვარდნილი ზვირთი ვერ დაანგრევს."

"როგორც მაგარი კედლის დაძვრა შეუძლებელია ქარით,ასევე ბრძენი ურყევია ქებასა და ძაგებას შუა".

"სიმართლის უკვდავი გზის მნახველი ადამიანის ცხოვრების ერთი დღე ჯობია უზენაესი სიცოცხლის არმნახავის ასწლოვან არსებობას"...

აი რას ქადაგებს მე-14 დალაი ლამა ტენზინ გიაცო.

ჯერ დენიელ გოლდმანის შესავალი:
ეხლა მცხოვრებმა თაობამ პირველად კაცობრიობის ისტორიაში რეალურად იგრძნო ბუნების, სამყაროს დასასრულის შესაძლებლობა. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე რომელიც შეიძლება მოკვდეს. ზოგი ფიქრობს რომ დასასრული არაა შორს. დიდხანს საფრთხის წყარო იყო ბირთვული საფრთხე. ეხლა ამ საფრთხის წყაროა ეკოლოგიური საშიშროება-უდაბნოების გაფართოება და გავრცელება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, დედამიწის გადახურება. მთელ მსოფლიოში წუთში იჩეხება ჰექტარობით ტყე, და ა.შ.

Добавьте подпись
ის რასაც ვუკეთებთ ეხლა დედამიწას არ განსხვავდება იმისგან რასაც ვუკეთებთ კაცობრიობას უკვე რამოდენიმე ხანია.
ეხლა ჩვენ ვაწარმოებთ მეტ საჭმელს ვიდრე ამას ვაკეთებდით ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში და მაინც ეხლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს ვიდრე ადრე.

დავაგროვეთ კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიმდიდრე, მაგრამ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის ისეთია როგორც არასდროს.

დემოკრატია ვრცელდება მთელ დედამიწაზე, მაგრამ ყვავიან და იფურჩქნებიან ისტორიაში არნახული რეპრესიული რეჟიმები. ამ საუკუნეში ვხედავთ ისტორიაში ყველაზე საშინელ გენოციდს - მასიური დაღუპვა მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელი კხმერების მიერ დახოცილი მილიონი კამბოჯელი, სტალინის და მაოს მიერ მოკლული მილიონობით კაცი, მილიონი ტიბეტელის ჩათვლით.

დალაი ლამა: თანაგრძნობა, სიყვარული და ალტრუიზმი არაა მარტო რელიგიური თვისებები. როგორც ადამიანებს, მეტიც, როგორც ცხოველებს, ჩვენ ამქვეყნად გაძლებისთვის და გადარჩენისთვის გვჭირდება თანაგრძნობა და სიყვარული. ჩვენ გაჩენამდეც, მაშინაც კი როდესაც დედის წიაღში ვიყავით, დედაჩვენის სიმშვიდე დიდად იყო დაკავშირებული ჩვენს სიმშვიდესთან, გაჩენიდან პირველ რამოდენიმე კვირაში, ჩვენი განვითარების ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, ისეთი უბრალო რამეც კი როგორიცაა დედას შეხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ტვინის განვითარებისთვის. რამოდენიმე შემდეგი წლის მანძილზე ჩვენ ვერ გადავრჩებოდით მშობლებისა თუ ვინმე სხვის ზრუნვისა და სიყვარულის გარეშე. ეხლაც, სრულწლოვანებსაც, ჩვენ კიდევ გვჭირდება ადამიანი ვისაც დავეყრდნობით, ვისაც ვუყვარვართ. როდესაც მოვხუცდებით ჩვენ ისევ ძალიან დაგვჭირდება სხვათა ზრუნვა. ასეთია ადამიანის ცხოვრება.

ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ახალგაზრდა თაობაზე.

ჯანმრთელი ადამიანების თაობის გასაზრდელად ბავშვებს, ჯერ პატარებს უნდა შევუქმნათ თანაგრძნობით აღსავსე გარემო.

მშობლების მიერ უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვი უძლურად და დაუცველად გრძნობს თავს და ამიტომ მისი გონება მუდამ აღგზნებულია და მის ცხოვრებას ძირი აქვს გამოთხრილი. ბავშვები ბედნიერები და თავის თავში დარწმუნებულები არიან იმ ოჯახებში სადაც გრძნობენ სიყვარულს და ყურადღებას. ასეთი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან და მათი ცხოვრება ხდება რაღაც მნიშვნელოვანი.

ამის გადამწყვეტი ფაქტორებია თანაგრძნობა და სიყვარული.

ჩემის აზრით ცხოვრების საბოლოო მიზანია თვითრეალიზაცია, სიხარული და ბედნიერება.

ბედნიერების ძირითადი წყაროებია გულკეთილობა, თანაგრძნობა და სიყვარული.
თუ კი გვაქვს ასეთი ფსიქიკური წყობა ჩვენ დიდ ღელვას და შფოთს არ განვიცდით მტრულ გარემოცვაშიც.

და ვითარებისგან დამოუკიდებლად სიმშვიდე არ გვექნება თუ კი არ გვყოფნის თანაგრძნობა და ჩვენი ფსიქიური მდგომარეობა სავსეა მრისხანებით თუ სიძულვილით.

თანაგრძნობის არარსებობისას ჩვენ ვგრძნობთ დაუცველობას და ბოლოს და ბოლოს განვიცდით შიშს და ვკარგავთ ჩვენი საკუთარი თავის რწმენას. და მაშინ სულ მცირე რაღაცაც კი გვაკარგვინებს წონასწორობას.

მაგრამ თუ მშვიდები ვართ სერიოზულ პრობლემასთან შეჯახებისთანაც კი ვიცით თუ როგორ უნდა ვმართოთ ის.

ადამიანის გონების სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია სიმშვიდე.
Добавьте подпись
შეშფოთებულნი და უარყოფითი აზრების გავლენის განმცდელნი, ბრაზით წონასწორობადაკარგულები, ვერ ვახერხებთ ჩვენი გონების სათანადოდ გამოყენებას.
ბოლო რამოდენიმე ათასი წლის კაცობრიობის ისტორიის და განსაკუთრებით მეოცე საუკუნის ისტორიის გადახედვისას ჩვენ ვხედავთ ისეთ ტრაღედიებს როგორიცაა ადამიანთა მასიური დაღუპვა, რასაც იწვევს სიძულვილის, მრისხანების, შიშის და ეჭვის უარყოფითი ემოციები.

ჩვენ ვხედავთ იმასაც რომ კაცობრიობის განვითარებას განაპირობებს დადებითი ფსიქიური მდგომარეობა, მაგალითად თანაგრძნობა.

თანამედროვე ეკონომიკაში ყოველი სახელმწიფო დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე. მტრებად გადაკიდებული სახელმწიფოებიც კი იძულებული არიან ითანამშრომლონ ეკონომიკაში და მსოფლიო რესურსების გამოყენებაში.
ასე რომ გლობალურ რეალობაში, ისევე როგორც ოჯახურ სიტუაციაში ადამიანებს სჭირდებათ და თანამშრომლობა.

ნამდვილი თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და არა ძალას.

ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია ალტრუისტური დამოკიდებულება.

თუ კი ცალკეული ადამიანი, კერძო პირი გრძნობს პასუხისმგებლობას მთელს კაცობრიობაზე ის იზრუნებს ბუნებრივ გარემოზე რომლის მდგომარეობის გაუმჯობესებაც გულისხმობას სამრეწველო ზრდის და მოსახლეობის ზრდის შენელებას.
თუ კი ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას რაც უშუალოდ ჩვენს ირგვლივაა მაშინ ჩვენ ვერ შევქმნით დადებით მომავალს.

ხოდა რობესპიეროვშჩინას გადამტანი სამყარო დაფიქრდა და ფიქრობს იმაზე რომ ბუდიზმშიც შეიძლება იყოს ადამიანური ცხოვრების გასაღები.

რობესპიერის მიერ აოხრებულ საფრანგეთშიც ააგეს ზოგის აზრით ევროპის უდიდესი ბუდისტური ტაძარი.

ბიუსი-სენ-ჟორჟში ბუდისტური ტაძრის აგება დაჯდა 16 მილიონი ევრო. ესაა შუშის, ქვის, ხის და ბეტონის შედევრი. მის ირგვლივაა ხეხილის ბაღები.

იქაა ვეგეტარიანული რესტორანი და მედიტაციებისთვის და კალიგრაფიაში მეცადინეობისთვის განკუთვნილი სათავსები. იქაა ბუდას თეთრი ნეფრიტისგან შესრულებული 8-ტონიანი ქანდაკება. ტაძრის ტერიტორიაზე ასევე არის სულიერი პრაქტიკებისთვის განკუთვნილი 40 სათავსო.

მშენებლობისთვის საჭირო 16 მილიონი ევროს 80 პროცენტი გაიღო ბერულმა ორდენმა ფო გუან შან, დანარჩენი 20 პროცენტი გაიღეს ბუდისტებმა.

ჟურნალი "მეექვსე გრძნობა" -"Шестое Чувство":
ბუდიზმის ცნობილი მიმდევრები.

არაქრისტიანული რელიგიისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების, აგრესიულ-ტერორისტული ათეიზმის, რობესპიეროვშჩინის და მებრძოლი ჰედონიზმის შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გამოიჩინეს დიდი ინტერესი აღმოსავლური მოძღვრებების მიმართ

დასავლური ინტელიგენციის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ბუდიზმში პოულობდა პასუხებს მათ მტანჯველ კითხვებზე და არა რობესპიეროვშჩინას მიერ დარბეულ ქრისტიანობაში. ბუდიზმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპასა და აზიაში.

ამას დაემატა ჩინეთის აგრესია ტიბეტის წინააღმდეგ რომლის შემდეგაც ბევრმა ბუდისტმა თავშესაფარი ნახა ევროპაში.

ტიბეტელ ლტოლვილებთან ერთად ევროპაში და ამერიკაში ჩადიოდნენ ბუდისტი მოძღვრებიც რომლებიც მუშაობას აგრძელებდნენ ბუდას მოძღვრებისთვის უცხო ქვეყნებში.

დასავლეთს აღმოსავლური მოძღვრებები წარუდგინეს ბუდიზმის ისეთმა მოძღვრებმა როგორებიც იყვნენ გეშე რაბტენი და ნამკაი ნორბუ რინპოჩე.

ორივე ქადაგი გულუხვად მიიღო აღმოსავლურ სიბრძნეს მოწყურებულმა დასავლურმა სამყარომ. ბუდიზმის ერთ-ერთმა მოძღვარმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო 1960-ან წლებში როდესაც დალაი ლამა მეთოთხმეტეს თხოვნით ბუდისტურ ფილოსოფიას ასწავლიდა დასავლელ მოწაფეებს. შემდეგ მისმა მადლიერმა მსმენელებმა ის მიიწვიეს ევროპაში სადაც 1974 წელს მან ჩაატარა ბუდიზმის შესახებ ლექციათა პირველი კურსი. მალე გამოვიდა მის წიგნი ბუდიზმზე ,,დხარმას განძი". ეს იყო პირველი მსგავსი წიგნი ევროპაში.

მანვე მილანში დააარსა ბუდისტური ცენტრი გეპხელ ჩხოლინგი.

ბუდიზმის მოძღვარმა ნორბუ რინპოჩემ ევროპაში და ამერიკაში დააარსა ბევრი მედიტაციური ცენტრი. მან ბოულდერში //კოლორადო// შექმნა პირველი ბუდისტური სასწავლო დაწესებულება - ნაროპას უნივერსიტეტი.

მან უდიდესი ძალისხმევა გასწია დასავლეთში ბუდიზმის პოპულარიზაციისთვის და ის ითვლება ბუდიზმის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მასწავლებლად ევროპასა და ამერიკაში.

ამერიკაში ბუდიზმის გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი ჰიპითა მოძრაობამ რომლისთვისაც ბუდიზმი იქცა ცენტრალურ ფილოსოფიად. 1960-ან წლებში ჰიპების პოპულარობის წყალობით ბუდიზმი საბოლოოდ დამკვიდრდა ევროპაში და ამერიკაში როგორც ეგზოტიკური რელიგია სულიერი სრულყოფილების მძებნელთათვის.

ბუდიზმმა გავლენა მოახდინა შოუ ბიზნესის დედაქალაქ ჰოლივუდზეც სადაც ის იქცა ნამდვილ მოდად.

გაბუდისტდნენ ისეთი ცნობილი პირები როგორებიც არიან სტივენ სიგალი, ორლანდო ბლუმი, რიჩარდ გირი, ტინა ტერნერი.

ეს ბუდისტი ვარსკვლავები ამბობენ რომ ბუდიზმმა მათ აპოვნინა საკუთარ თავში მშვიდობა, რომ ბუდიზმი მათ დაეხმარა მათი ჭეშმარიტი არსის წვდომაში.

ამას გარდა დიდად გაითქვა სახელი ტიბეტელი ხალხის პოლიტიკურმა ლიდერმა, ლტოლვილობაში მყოფი ტიბეტური მთავრობის ხელმძღვანელმა, დალაი ლამა მეთოთხმეტემ. ის იქცა მშვიდობისთვის და ომების შეწყვეტისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ცენტრალურ მსოფლიო ფიგურად. მან ამისთვის მიიღო მრავალი ჯილდო, რომელთა შორისაცაა ნობელის მშვიდობის პრემიაც //1989//.

დალაი ლამა მე-14 იქცა ტიბეტის თავისუფლების, მთელ მსოფლიოში მშვიდობის და ადამიანის და ბუნების ჰარმონიული ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოდ.
დღეს უამრავი ბუდისტია დედამიწის ყველა კუთხეში. ბუდიზმის მასწავლებლებს შეხვდებით ყოველ დიდ ქალაქში.
თავისი მოთმინებით,ყურადღების კონცენტრაციით ინდივიდუალურ განათლებაზე და საკუთარი გამოცდილებით სულიერ ჭეშმარიტებათა წვდომის პრაქტიკის წყალობით ბუდიზმი პოულობს სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს რომლებსაც სურთ განთავისუფლება თანამედროვე სამყაროს სტრესებისგან.
----------------------------------------------------------
წყარო: http://religion.ng.ru/problems/2006-11-01/5_dharma.html

ბოდხიხარმა მიდის დასავლეთისკენ
ტეიტარო სუძუკი, 1960-ანი
წლების ფოტო. 
 
ტეიტარო სუძუკის სულ არ აკვირვებდა ღამ-ღამობით ბიტნიკების სტუმრობა.

დღეს დასავლური ბუდიზმი სრულებით ჩვეულებრივი რამეა. სულ არაა გასაკვირი ამსტერდამის თუ ლონდონის ქუჩებში ბუდისტი ბერი ბიკშუს ყვითელი სამოსის მატარებელი ევროპელის ნახვა. მაგრამ ასი წლის წინ //ბუდისტური საზომით ეს არაფერია// საქმე სულ სხვანაირად იყო.

ბუდიზმისადმი ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და აზიიდან ჩასულ ბუდისტ ქადაგებს დახვდა მადლიერი აუდიტორია. მაგრამ მაშინდელ დასავლეთში ბუდიზმი იზიდავდა საკმაოდ თავისებურ საზოგადოებას რომელსაც ბუდიზმი ძალიან თავისებურად ესმოდა.

პირველ რიგში ეს იყო ბოჰემური ახალგაზრდობა რომლებსაც 1950-ან წლებში ბიტნიკებს უწოდებდნენ. ტრადიციულ ღირებულებებზე გულაცრუებულმა ბუნტარებმა დაიწყეს ნირვანას ძიება.

მაგრამ ნირვანა მათ გააიგივეს თავისუფლებასთან ნებისმიერი ავტორიტეტისგან. ამის საფუძველს თითქოს იძლეოდა უცნაური ძენი. განა ანარქისტული ჯანყის ლოზუნგი არაა ჩინური ძენი ჩანის მოძღვარი ლინ-ძის გამოთქმა "შეგხვდა ბუდა მოკალი ბუდა, შეგხვდა პატრიარქი მოკალი პატრქი?!"

მაგრამ უფროსებისადმი მოწიწებით გაჟღენთილ აღმოსავლურ კულტურაში ძენის პარადოქსი შოკს გვრიდა და აღვიძებდა. ხილული სინამდვილის უკან იყო მასზე უფრო დიდი სინამდვილე.

მაგრამ დასავლელ ბუნტარს აღმოსავლეთისა არ ესმოდა და ძენის პარადოქსი მან მიიღო თვითნებობის და აღვირახსნილობის ეგზოტურ ნებართვად.

რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამის გარეშეც, ბუნტს არ სჭირდება მოძღვრები, მაგრამ ასე უფრო მხიარული და ხოშიანია.

ბუდისტმა მოძღვრებმა მოახრხეს და თვითნებობის და თავაშვებულობის ენერგია მიმართეს შინაგანი თავისუფლების ძიებისკენ რაც შეუძლებელია ასკეტური დისციპლინის გარეშე.

საკუთარი ტრადიციისგან გაქცევა ბევრისთვის //მაგრამ არა ყველასთვის// დამთავრდა სხვების ტრადიციის გაზიარებით.
დაიწყეს მაგიდების გადაყირავებით და დაამთავრეს ჩაის ცერემონიით, რომელიც, როგორც ცნობილია, მაგიდასთან ხდება.

ამის შესახებ წაკითხვა შეგიძლიათ ყველა დროის და ყველა ხალხის ყველაზე სახელგანთქმული ბიტნიკი ჯეკ კერუაკის //1922-1969// ესეში რომელიც 1960 წელს დაიბეჭდა სან ფრანცისკოს ერთ პატარა ჟურნალში.
---------------------------------------------

http://religion.ng.ru/problems/2006-11-01/5_dharma.html

No comments:

Post a Comment