Pages

4.02.2011

კავკასიის წინააღმდეგობა შამილის დანებების შემდეგ.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 07, ოთხშაბათი, 15:15-ზე

სუფიზმის როლი კავკასიის წინააღმდეგობაში : 
  
XVIII საუკუნის ბოლოდან ტრადიციული რელიგიის პარალელურად დაღესტანში გაჩნდა ისლამის სხვა ფორმა. ის გაავრცელეს სპარსეთიდან ჩასულმა სუფიებმა. 
ამ უკანასკნელებმა მრავალი მომხრე გაიჩინეს მთიელებს შორის. 
თავისი ნახევრად იატაკქვეშა ხასიათის გამო ამ ორგანიზაციებს შეეძლოთ რუსული ადმინისტრაციის მიერ დამყარებული წესრიგის დარღვევის უნარის მქონე ძირგამომთხრელი იდეების გავრცელება. 
 XIX
საუკუნეში კავკასიაში ძალიან გავლენიანი იყო ორი სექტა. მათი გავლენა დღემდე იგრძნობა. 
 «
ჯიჰადის» ( წმინდა ომის) მქადაგებელი ნაყშბანდითა სექტა იყო აღმოსავლეთ კავკასიაში მომხდარ აჯანყებათა უმრავლესობის წყარო. 
ყველა ჩეჩენმა თუ დაღესტნელმა ლიდერმა XVIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიის ტომების გაერთიანების მცდელი შეიხ მანსურიდან ჯამალ ედინამდე, ყაზი მოჰამედამდე, და სხვ., ინიციაცია გაიარეს ნაყშბანდითა სექტაში. 
თავშეკავების, რელიგიის იდეალებისადმი ტოტალური ერთგულებზე,რკინის დისციპლინაზე და იერარქიის მკაცრად დაცვაზე დაფუძნებულმა ამ სექტის წესდე- 
ბამ დიდად შეუწყო ნამდვილი ჩრდილთა არმიის შექმნას. 
ასე მოხდა რომ 1859 წელს შამილის დამარცხებისა და ასობით ათასი მაჰმადიანის თურქეთში გადასახლების მიუხედავად ნაყშბანდითა ქსელმა განაგრძო მოქმედება კავკასიაში და ამ ორგანიზაციამ მისცა ბიძგი 1877 წლის დიდ აჯანყებას ჩეჩნეთში და დაღესტანში. 

დაღესტნის ტომებმა და აფხაზებმა ისარგებლეს იმ წელს დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომით და კონსტანტინეპოლში მცხოვრები შამილის უფროსი შვილი ღაზი-მოჰამედის დახმარებით კიდევ ერთხელს სცადეს რუსეთის უღლის გადაგდება. 
 1877
წლის აპრილში რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებიდან სულთანმა აბდულ-ჰამიდმა შესთავაზა შამილის შვილს დაღესტნის განთავისუფლების ორგანიზაცია აღმოსავლეთი ანატოლიიდან. 
კავკასიაში გააგზავნეს ემისარები ღაზი-მოჰამედის და სულთანის წერილებით რომლებსაც დარტყმული ჰქონდა ხალიფას ბეჭედი. 
ამის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდნენ დაღესტანის და ჩეჩნეთის ხალხები და მათ ღაზი-მოჰამედი გამოაცხადეს დაღესტნის მეოთხე იმამად. 
ღაზი-მოჰამედი სათავეში ჩაუდგა თურქეთში გადასახლებულ მრავალ ათას ჩეჩენ და დაღესტნელ ცხენოსანს და ისინი დაიძრნენ აღმოსავლეთის ფრონტისაკენ მთიელებთან კავშირის დასამყარებლად. 
ამავე დროს 1864 წელს თურქეთში გადასახლებულმა 107 წლის ჩერქეზმა ბელადმა ბერზეკ ჰაჯი დახუმოკმა სხვა ჩერქეზ ბელადებთან ერთად შექმნა ცხენოსანთა ბრიგადა ჩერქეზ მოხალისეთა დამხმარე ძალა,ჩაუდგა ამ ბრიგადას სათავეში და შეებრძოლა რუსებს დასავლეთის ფრონტზე ევროპულ თურქეთში. ის გამოირჩა ვაჟკაცობით და სულთანმა ის დააჯილდოვა მედიდჯეს დიდი ორდენით. ბერზეკ ჰაჯი დახუმოკი 110 წლისა გარდაიცვალა.
მაგრამ თურქეთი ომში დამარცხდა და 1878 წლის 3 მარტს სან სტეფანოში დადებული შეთანხმების შემდეგ დაღესტანს თავს დაატყდა საშინელი რეპრესიები. 
 1878
წელს რუსებმა ისევ ალყაში მოაქციეს გუნიბი,დაღესტნის გულში მყოფი მთიანი ბასტიონი,სადაც გამაგრებული იყო შამილი და სადაც ის ტყვედ ჩაბარდა. გუნიბს თავს აფარებდა 10 000 მთიელი. გარემოცვა ამჯერად 2,5 თვე გაგრძელდა და როდესაც აჯანყებულები ბოლოს და ბოლოს დანებდნენ მათი ნაწილი დახოცეს. შამილის შვილის ემისარები და აჯანყების ლიდერები,მთლიანობაში ხუთასზე მეტი ჩეჩენი და დაღესტნელი დახვრიტეს,მაშინ როდესაც მთიელთა დაახლოებით ათი ათასი ოჯახი ციბირის კატორღებზე გადაასახლეს. რუსეთის ჯარმა მთლიანად დაანგრია მთიელთა 600-ზე მეტი სოფელი. 
ამ ტრაღიკული მოვლენების შემდეგ დაიწყო თურქეთში გადასახლების ახალი მრავალწლიანი ტალღა. 1878-1900 წლებში ოსმალეთში გადასახლდა 
100 000-
ზე მეტი მთიელი ჩეჩენი და აფხაზი. რუსულმა ადმინისტრაციამ მკვეთრად შეამცირა დაღესტნელებისთვის,კუმიკებისთვის,ავარებისთვის და ლეკებისთვის ნებადართული კვოტები. ამას გარდა ამ ნებართვებს თან ახლდა დრაკონული ზომები რომელთაც დაღესტნელთა ემიგრაცია პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. 
 1877
წლის დიდი აჯანყების მარცხმა დიდად დაასუსტა ნაყშბანდითა სექტა. სწორედ მაშინ გამოვიდა წინ სუფიების ქადირითა სექტა. ამ სუფიური მიმდინარეობის ლიდერმა კუნტა-ჰაჯიმ,რომელიც ბაღდადში იყო ინიციირებული, გაავრცელა «ზიკრი»,გალობითა და რიტმიული მსვლელობებით ლოცვა. ქადირიის მიმდევრები ლოცულობდნენ ხმამაღალი გალობით და არა ჩურჩულით. გალობას თან ახლდა სიმღერები, მუსიკა და ცეკვები. ყველაფერი ეს აკრძალული იყო შამილის მიერ დაძალებული და თავს მოხვეული მიურიდიზმის დოქტრინის ხანაში. 
კუნტა ხაჯი და მისი მიმდევრები ენათესავებოდნენ ჯელალ ედ დინ რუმის მბრუნავ დერვიშებს. 
თავიდან კუნტა ჰაჯის ქადაგებები უფრო პაციფისტური იყო,მაგრამ შემდეგ ქადირითა მისტიციზმმა მიიღო მებრძოლი სახე. «ზიკრიზმმა» მრავალი მიმდევარი გაიჩინა და ჩრდილოეთი დაღესტანის ხალხებში. 1870 წელს ქადირებმა მოახერხეს მანამდე ქედუხრელი ანიმისტი ინგუშების გამაჰმადიანებაც ( პატივცემული მკვლევარი აქ ცოტა სცდება. ინგუშებში კავკასიირ ომებამდე და შემდეგაც,XX საუკუნის დასაწყისამდეც ფართოდ იყო გავრცელებული მართლმადიდებელი ქრისტიანობაც. პარადოქსია მაგრამ ძველი მართლმადიდებლობა ინგუშეთში მოკლა «მართლმადიდებელ» რომანოვთა მხეცობამ და შემდეგ რა თქმა უნდა ბოლშევიკურმა არაადამიანობამ. ჩეჩნეთის მთებშიც დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს 1934 წლამდე აღნიშნავდნენ. შემდეგ ეს სტალონმა აკრძალა,მთარგმნელი). 
ქადირითა მებრძოლი სული კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ რაც რუსეთის ხელისუფლებამ 1864 წელს კუნტა ჰაჯი ციმბირში გადაასახლა. 
თანდათანობით ქადირითა ქსელი გადაიქცა დიდ იატაკქვეშა ორგანიზაციად,ნამდვილ ჩრდილთა არმიად ერთდროულად ადმინისტრატიული,რელიგიური და მეომარი იერარქიით. მისი შტოები, რომლებიც არ სცნობენ საზღვრებს ჩრდილოეთი კავკასიის ერთეულებს შორის დღესაც არსებობენ 
(გაგრძელება იქნება). 



No comments:

Post a Comment