Pages

4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა, რა გავაკეთეთ ამ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავით?-2

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 14 05, პარასკევი, 21:15-ზე
ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა
რა გავაკეთეთ ამ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავით
 2008 წლის ივლისში მე ჩემი თვალით ვნახე ბერლინში ქალაქში რომელმაც ტრიუმფალურად მიიღო ბარაკ ობამა ამერიკის სახის რადიკალური ცვლილება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ვიზიტამდე ერთი თვით ადრე უნტერ დენ ლინდენის შტაატსოპერში მე ვესწრებოდი ბეთჰოვენის «ფიდელიოს», თავისუფლებისა და სიყვარულის ამ ჰიმნის წარმოდგენას. პატიმრები იქ ჩაცმული იყვნენ გუანტანამოს პატიმრების მსგავსად: რეჟისორის მხატვრული წარმოდგენით ამერიკა განასახიერებდა ჩაგვრას.

20 წელზე მეტი ხნის წინ მე დასავლეთ ბერლინის ოპერაში თან ვახლდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლების ამერიკელ « პროკონსულ» ჯონ მაკ ლოის. როდესაც დამსწრე საზოგადოებამ შეიტყო მაკ ლოის იქ ყოფნის შესახებ ის სპონტანურად ადგა ფეხზე და ხანგრძლივი და გულთბილი ოვაცია გაუმართა «პროკონსულს».


ამერიკა მაშინ დასავლელ გერმანელებისთვის იყო თავისუფლების, განთავისუფლების, მეტიც, გამოხსნის, გამოსყიდვის სიმბოლოროგორც შესძლო ამერიკამ მასზე წარმოდგენის ესოდენ რადიკალურად შეცვლა?


ბრალდების წაყენების გარეშე წინასწარი პატიმრობის მსგავსი დრაკონული ზომების მიღებით ბუშის ადმინისტრაციამ ერთგვარად გამოხატა მისი უნდობ-
ლობა მისი საკუთარი სასამართლო და მართლმსაჯულების სიტემის მიმართ,რაც რამაც ზიანი მოუტანა ამერიკას და რაც არ ყოფილა ნაყოფიერი ტერორიზმთან ბრძო-
ლაში. უნდა შეფასდეს 11 სექტემბრიდან რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ კონგრესის მიერ მიღებული « პეტრიოტ აქტ»-იც. დაეხმარა ის ამერიკას ტერორისტთა შეთქმულებების მხილებასა და ნეიტრალიზაციაში თუ უპასუხისმგებლოებმა ის დამოკლეს მახვილის მსგავსად დაჰკიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი მოქალაქის თავზე იმით რომ ყოველდღიურად დასდევდნენ მათ და ამოწმებდნენ ამ მოქალაქეების მიერ მათი უფლებების განხორციელებას?

ძალიან საინტერესოა ფილიპ . გორდონის წიგნი « არ შევცდეთ ომში და გავიმარჯვოთ, უსაფრთხოების გზა ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის». ..გორდონი გმობს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გადაქცევას მესამე მსოფლიო ომად და ილუზიას რომლის თანახმადაც მისი მოგება შესაძლებელია ისევე როგორც შეიძლება ჩვეულებრივი ომის მოგება. ის უპირისპირდება აზრს რომელიც გამოთქვეს ბუშის ადმინისტრაციის ახლო ექსპერტებმა დევიდ ფრუმმა და რიჩარდ პერლმა წიგნში « ბოროტების ბოლო?». ამ ექსპერტთა თანახმად არ უნდა ყოფილიყო საშუალო ხაზი « გამარჯვებასა და ჰოლოკოსტს» შორის. ყველგან «ბოროტების» დანახვა არის ქვეყნის საკუთარ თავში ჩაკეტვა. ვის არ უგრძვნია ბოლო წლებში უხერხულება ამერიკის შეერთებული შტატების შესვლისას უსაფრთხოების ზომების გამო,ვინ არ გაუღიზიანებია ამ ზომებს?

11 სექტემბრის თუ მადრიდის და ლონდონის ტერაქტების შემდეგ ევროპაში მოგზაურობისასაც უკეთესი იქნებოდა არ მგვანებოდით ახალგაზრდა წვერიან მაჰმადიანს.

დანიელ კონ-ბანდიტმა ზოგ ნეო-კონსერვატორს,დემოკრატიის «ფანატიკოსებს» უწოდა პროვოკაციული სახელი «დემოკრატიის ბოლშევიკები». დემოკრატიის ამ «ბოლშევიკთა» გავლენით ბუშის ადმინისტრაციამ 11 სექტემბერში დაინახა ინტერნაციონალიზმის თავისი კუნთმაგარი მიდგომისადმი ამერიკელთა მიმხრობის უნიკალური საშუალება. ამ სირინოზთა ამყოლი ამერიკის შეერთებული შტატები მივიდა ექსცესიურ ამბიციამდე და ექსცესიურ რეაქციამდე.

შაშუალო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის მცდელობა სავსებით კეთილშობილი რამ იყო, მაგრამ ქიმერული და განუხორციელებელი იყო იდეა რომლის თანახმადაც ამის გაკეთება შესაძლებელი იყო დასავლეთის მიერ მოგებული ბაღდადიდან.

მილიონობით ამერიკელის მორალური ინტროსპექციის გასაგებად ჩვენ შეიძლება შევხედოთ ჰოლივუდს რომლის ქმნილებებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ ერთგვარ ეროვნული ფსიქოანალიზის პროგრამას. ფილმი «ელაჰის ველის» შემძვრელი ფინალური სცენა გვიჩვენებს ერთი ჯარისკაცის მამას. მისი შვილი ბაზაზე ამერიკაში მოკლეს ომის მიერ ცოფიან მხეცებად გადაქცეულმა მისმა თანამებრძოლებმა. მამა უკუღმა აღმართავს დროშას. ესაა წუხილის ნიშანი. ის ამბობს : « ჩემი ქვეყანა გაგიჟდა. გვიშველეთ! მოიღეთ წყალობა!» (ავტორი სამწუხაროდ აქ არ ამბობს რომ ჰოლივუდი მუდამ იყო პროსაბჭოთა «ელემენტების» ბუდეც და მას სჩვეოდა ზოგი გადაჭარბებაც;მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და ამაზე ცალკე მსჯელობენ,მთარგმნელი). 

No comments:

Post a Comment