Pages

4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის-2:


რატომ აიღეს თურქებმა კონსტანტინეპოლი?


კონსტანტინეპოლის აღება ოსმალების მიერ იყო არა მაჰმადიანობის მიერ ქრისტიანობის დამარცხება არამედ ოსმალთა წინსვლისა და ამის პარალელურად ქრისტიანობათა ურთიერთმტრობის შედეგი...
რატომ აიღეს თურქებმა კონსტანტინეპოლი?
კონსტანტინეპოლის აღება
ჯვაროსანთა მიერ,
დელაკრუა
რატომ უნდოდათ ოსმალებს ქრისტიანთა დედაქალაქი და როგორ მოახერხეს მისი დაპყრობა?
1453 წლის 29 მაისი,კონსტანტინეპოლში თურქების შესვლის დღე არის იმ თარიღებიდან რომლებმაც ისტორიკოსთა აზრით ახალ ხანაში გადაიყვანეს შუა საუკუნეების სამყარო.
ამ მოვლენის მოწმეებისთვის კი პირველ რიგში ლაპარაკი იყო სამყაროს,რომის იმპერიის სამყაროს დასასრულზე.

ერთი ქალაქიდან გამოსული და ანტიკური ხანაში ცნობილი მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე გაბატონებული რომის იმპერია კვდებოდა სხვა ქალაქში რომლის გაჩენამაც 330 წელს უკვე ააღნიშნა ანტიკური ხანის გადასვლა შუა საუკუნეებზე. რომის იმპერიის განსაკუთრებული დღეგრძელობა გაყოფილი იყო რომსა ( დაარსების პირობითი თარიღი ძვ.წ.753) 330 წლამდე და კონსტანტინეპოლს ( 330-1453 ) შორის, ე.ი. შესაბამისად 1083 და 1123 წლები.
ათას წელზე მეტის ასაკის ქალაქმა განიცადა იმპერიის ყველა მტრის, გოთების,ავარების,სპარსელების,ბულგარების,არაბების თავდასხმა. ის ყოველთვის იგერიებდა მტრებს მისი მომსყვიდველ-გამრყვნელი სიმდიდრის და მისი ძლიერი კედლების მეშვეობით. არადა XV საუკუნეში ხაზინა ცარიელი იყო და არტილერიის გაჩენამ უსარგებლო გახადა ძველი სიმაგრეები.
იმპერიის ტერიტორიები ზედიზედ დაიკარგა ისინი დაიპყრეს უმთავრესად იმათ ვინც დაახლოებით ოთხი საუკუნე ებრძოდნენ იმპერიას: თურქებმა და ჯვაროსნებმა.
ცოტა ისტორიკოსი აღნიშნავს იმას რომ 1071 წელს, იმავე წელს როდესაც იმპერატორ რომან მეოთხის დამარცხებამ მანძიკერტთან თურქებს გაუხსნა ანატოლია, ბიზანტიამ დაკარგა ბარი და ბრინდიზი, მისი უკანასკნელი სამფლობელოები იტალიაში რამაც გამოიწვია ჯერ ნორმანთა და მერე ჯვაროსანთა შემოსევა.
ივიწყებენ იმასაც რომ კონსტანტინეპოლი პირველად 1204 წელს აიღეს ჯვაროსანთა IV ლაშქრობის რაინდებმა რამაც ფატალური დარტყმა მიაყენა ქალაქის ბრწყინვალებას.
ლათინური იმპერია და მეზობელი ტერიტორიები
საერთო ჯამში კონსტანტინეპოლს, «ურჯულოს» მაჰმადიანთა თვალში და «მწვალებელს», « ერეტიკოსს» ფრანკებისთვის,1054 წლის შემდეგ გამოყოფილი კათოლიკეების თვალში, როგორც მაჰმადიანები ისე კათოლიკეები უყურებდნენ შურის თვალით და გეგმავდნენ მის დაპყრობას.
დაასწრეს დასავლელებმა რომლებმაც 1204-1261 წლებში 57 წლის მანძილზე დაპყრობილი ჰქონდათ ქალაქი და რომელთაც გაინაწილეს იმპერიის თითქმის ყველა ევროპული ტერიტორია და კუნძულები.
ბიზანტიის გარდაუვალ დაკნინებასა და დაცემაში ხანგრძლივ პერსპექტივაში თურქთა სამხედრო ძალაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი შეარულეს ვენეციისა და გენუის ფინანსურმა და ეკონომიკურმა ძალამ.
ოსმალები მართლაც შეადგენდნენ მხოლოდ ერთ-ერთ სამთავროს იმ თხუთმეტიოდე სამთავროდან რომლებიც გაჩნდნენ XIII საუკუნის ბოლოს ანატოლიის სელჩუკების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. და ეს არ ყოფილა მათგან უძლიერესი სამთავრო.
ოსმალებს გზა გაეხსნათ ბრწყინვალე მომავლისკენ მაშინ როდესაც სხვა სამთავროები ერთმანეთს აუძლურებდნენ ძმათამკვლელ ომებში სწორედ იმიტომ რომ მათ წინაშე იყო IV ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგებისგან და ვენეციისა და გენუის ეკონომიკური ბატონობისგან დაუძლურებული მსხვერპლი.
ამ კონტექსტში ხატი რომელიც დატოვა 1453 წლის 29 მაისმა, მაჰმადიანობის მიერ ქრისტიანობის დამარცხების ხატი უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს.
უწინარეს ყოვლისა ლაპარაკია ერთ კი არა ორ ქრისტიანობაზე, ერთმანეთს გადამტერებულ ორ ქრისტიანობაზე. ამას გარდა ძნელია იმის თქმა რომ დასავლურ ქრისტიანობას შეეძლო დახმარების გაწევა ბიზანტიისთვის თურქებთან ბრძოლაში. ქრისტიანული დასავლეთი დიდი ხნის მანძილზე თვითონ ასუსტებდა და აუძლურებდა ბიზანტიას.
ფინალური აქტის სამი პროტაგონისტის ურთიერთობები ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე ეს ჩანს მათი დოგმატური პოზიციებიდან
( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment